ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი – საერთაშორისო საუნივერსიტეტო მობილობის პროგრამა „GCUB-Mob 2026″


ბრაზილიის უნივერსიტეტების საერთაშორისო თანამშრომლობის ჯგუფი (Grupo de Cooperação Internacional de Universidades Brasileiras – GCUB) აცხადებს საერთაშორისო საუნივერსიტეტო მობილობის პროგრამას „GCUB-Mob 2026″. პროგრამა იმ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბრაზილიის GCUB-ის წევრ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე სწავლის გაგრძელებით.

შერჩეული კანდიდატები სწავლას 2027 წლიდან დაიწყებენ.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 6 ივლისი.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ სტიპენდია და შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ მასპინძელი უნივერსიტეტების მიერ შეთავაზებული სხვადასხვა სტუდენტური სერვისით.

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია პროგრამის ვებგვერდზე.


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?