თავისუფალი მობილობის პროგრამა ესკიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში -2026-27 აკადემიური წელი (სტუდენტებისთვის)
ესკიშეჰირის ტექნიკური უნივერსიტეტი (Eskişehir Technical University) (ესკიშეჰირი, თურქეთი) თავისუფალი მობილობის (ე.წ. Free Mover) პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლისათვის ან საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 06.07.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 08.07.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 10.07.26
ნომინირებულმა აპლიკანტებმა უნივერსიტეტის ვებგვერდზე ონლაინ სააპლიკაციო პროცედურები უნდა გაიარონ მიმდინარე წლის 2026 წლის 1-ელ აგვისტომდე. თავისუფალი მობილობა ესკიშეჰირის ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელდება სტუდენტის თვითდაფინანსებით ე.წ. ნულოვანი გრანტით (დაფინანსების გარეშე), სტუდენტი არ გადაიხდის სწავლების გადასახადს მიმღებ უნივერსიტეტში.
სასწავლო მიმართულებები იხილეთ აქ.
მსგავსი