Erasmus+ გაცვლითი პროგრამა AGH კრაკოვის უნივერსიტეტში – 2025-26 აკადემიური წლის II სემესტრი (განმეორებითი კონკურსი თანამშრომლებისთვის)
AGH კრაკოვის უნივერსიტეტი (AGH University of Krakow) (კრაკოვი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2025-26 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 07.05.26
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 11.05.26
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 13.05.26
AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მობილობასთან დაკავშირებით დამატებით სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან AGH მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. კოორდინატორის მითითებით, მობილობა უნდა განხორციელდეს 2026 წლის ივნისის დასაწყისში.
მიმართულებები: ინჟინერია; სამშენებლო; წარმოება და გადამუშავება; გარემოს დაცვა.
მსგავსი