Erasmus+ გაცვლითი პროგრამა რომის საპიენცის უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის I სემესტრი (საერთაშორისო კვირეული თანამშრომლებისთვის)
რომის საპიენცის უნივერსიტეტი (Sapienza University of Rome) (რომი, იტალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის.
შერჩევის პროცედურა:
ადმინისტრაციული თანამშრომლებისთვის
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 25.05.2026
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 27.05.2026
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 29.05.2026
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან 1 ადმინისტრაციული თანამშრომლის მობილობა რომის საპიენცის უნივერსიტეტში. შერჩეულმა თანამშრომელმა მონაწილეობა უნდა მიიღოს 2026 წლის 12-16 ოქტომბერს რომის საპიენცის უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კვირეულში. კანდიდატს აუცილებლად მოეთხოვება ერაზმუს+ და სხვა ევროკავშირის ფარგლებში მობილობის პროგრამებზე და ინსტიუტუციური განვითარების პროექტებზე, აკრედიტაციის საკითხებზე მუშაობის გამოცდილება და ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა.
მობილობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ მიმღები უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
მსგავსი