Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კოშალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში – 2026-27 აკადემიური წლის II სემესტრი (სტუდენტებისთვის)


კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (Koszalin University of Technology – KUT) (კოშალინი, პოლონეთი) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.

შერჩევის პროცედურა: 

ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.09.2027

უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 22.09.2027

საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა: 28.09.2027

კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ელექტრონიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია, მათ შორის, სასწავლო კურსები, იხილეთ აქ.

უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია ბაკალავრიატის საფეხურის 3 სტუდენტის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კოშალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში.

მიმართულება: ელექტროინჟინერია, ელექტრონიკა, ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები.


მსგავსი

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?