Erasmus+ გაცვლითი პროგრამა კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში – სწავლების საერთაშორისო დღეები 2027 (თანამშრომლებისთვის)
კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი (IMC University of Applied Sciences Krems – IMC Krems) (დუნაის კრემსი, ავსტრია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აცხადებს კონკურსს 2026-27 აკადემიური წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის და იწვევს პროფესორ-მასწავლებლებს მონაწილეობის მისაღებად სწავლების საერთაშორისო დღეებში 2027 (International Teaching Days 2027), რომელიც 2027 წლის 6-10 აპრილს იგეგმება.
შერჩევის პროცედურა:
აკადემიური პერსონალისთვის
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტში საბუთების მიღების ბოლო ვადა: 17.09.2027
უცხოურ ენაში ტესტირების ბოლო ვადა: 22.09.2027
საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების ბოლო ვადა:28.09.2027
უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური თანამშრომლის მობილობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან კრემსის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში.
შერჩეული ლექტორები ლექციებსა და სემინარებს ჩაუტარებენ ავსტრიელ სტუდენტებსა და პერსონალს და თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ (8 სალექციო საათი ან კომბინირებულად 4 სალექციო საათი და 4 საათი ტრეინინგისთვის).
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ სააპლიკაციო ფორმა და თავიანთი მოკლე ბიოგრაფია ან CV 2026 წლის 15 სექტემბრამდე გაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: international@imc.ac.at. გამარჯვებულ კონკურსანტებს (სტუ-ს მიერ ნომინირებული კანდიდატებიდან) ავსტრიიდან ოქტომბრის ბოლოს დაუკავშირდებიან. შერჩევის დროს გათვალისწინებული იქნება მიმღებ უნივერსიტეტში წარდგენილი აპლიკაცია და სალექციო კურსის თემატიკა.
მიმართულება: აკადემიური მიმართულებები იხილეთ აქ.
მსგავსი