ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

სიახლეები

Chevening Alumni Programme Fund-ის პროექტის ფარგლებში, “ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამაში“ (Women Career Mentorship Hub) მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. 

პროექტი Women Career Mentorship Hub ახალგაზრდა ქალების პროფესიულ განვითარებასა და მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, რომლის ფარგლებში  30 ახალგაზრდა ქალი შეირჩევა. 

“ქალთა კარიერული მენტორობის პროგრამაში“ მონაწილეობა უფასოა! აპლიკაციების მიღება 22 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

განაცხადის ფორმის შესავსებად მონაწილეობის მსურველებმა უნდა მიმართონ ბმულს: https://tiny.cc/4shkzz

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც სურთ განივითარონ პროფესიული ცოდნა და ლიდერული უნარ-ჩვევები, გაეცნონ სასურველ სფეროში არსებულ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს და დაამყარონ კავშირები დარგის პროფესიონალებთან და ადაპტირდნენ კარიერული წინსვლის გზაზე.

მონაწილეებს მენტორობას Chevening-ის პროფესიულად წარმატებული ქალი კურსდამთავრებულები გაუწევენ. 

პროექტი Foreign, Commonwealth and Development Office (FCDO)-ის დაფინანსებითა და Chevening Alumni Programme Fund-ისა (CAPF) და დიდი ბრიტანეთის საელჩოს სრული მხარდაჭერით ხორციელდება. 

მონაწილეობის მსურველი უნდა იყოს:

  • მდედრობითი სქესის წარმომადგენელი;
  • ბაკალავრის მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან ახალი კურსდამთავრებული (არაუმეტეს 2 წლისა); 
  • საქართველოს მოქალაქე;
  • სურდეს პროფესიული განვითარება მოცემული ერთ-ერთი სფეროდან:
  1. STEM, IT, კიბერუსაფრთხოება და AI
  2. კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარება
  3. პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები
  4. განათლება
  5. ბიზნესი და ფინანსები
  6. მედია და კომუნიკაციები
  7. სამართალი
  8. ადამიანის უფლებები და გენდერის კვლევა

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ბმულზე: 
https://www.facebook.com/share/p/V6EFXTY1CcSYJWjE/?mibextid=WaXdOe


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...

სიახლეები

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

მოგვწერეთ