სტუ-ის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი იტალიაში Erasmus+ საგრანტო პროექტის GreenEngin ფარგლებში


9-13 მარტს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები Erasmus+ GreenEngine პროექტის ფარგლებში, იტალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტი მიზნად ისახავდა მწვანე ტექნოლოგიებისა და კრეატიული ინჟინერიის დანერგვას, რაც სტუდენტებისთვის VR ლაბორატორიების შექმნასა და ევროპული სტანდარტების შესაბამისი მდგრადი განათლების მიწოდებას გულისხმობს.

სტუ-ის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს იტალიაში, ლ’აკვილას უნივერსიტეტში გამართულ სამუშაო ვორკშოპებსა და საკოორდინაციო შეხვედრებში. ვიზიტის ძირითადი აქცენტი აკადემიური პერსონალის გადამზადებასა და ინოვაციური კურიკულუმების განვითარებაზე გაკეთდა, რაც გულისხმობს ისეთი სასწავლო მოდულების შექმნას, რომლებიც საინჟინრო განათლებაში კრეატიულ აზროვნებას, პრობლემის გადაჭრის თანამედროვე მეთოდებსა და მდგრადობას აერთიანებს.

ახალი სასწავლო პროგრამები ორიენტირებულია მწვანე ტექნოლოგიების პრიორიტეტულობაზე, რაც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტებთან.

ლ’აკვილას უნივერსიტეტში გამართულ ინტენსიურ ვორკშოპებსა და საკოორდინაციო შეხვედრებზე სტუ-ის აკადემიური პერსონალი ევროპელი პარტნიორების მოდერაციით აქტიურად მუშაობდა ახალი თაობის კურიკულუმების შექმნაზე. ეს პროგრამები ორიენტირებულია კრეატიულ აზროვნებაზე, პრობლემების გადაჭრის ინოვაციურ მეთოდებსა და კლიმატური მედეგობის გაძლიერებაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, კონკურენტუნარიანი განათლება მიიღონ.

ვიზიტი დატვირთული იყო როგორც აკადემიური, ისე კულტურული აქტივობებით, სადაც სტუ-ის წარმომადგენლებმა, როგორც პროექტის ნაციონალურმა კოორდინატორებმა საქართველოში, პარტნიორებთან ერთად განიხილეს მიმდინარე აქტივობები და სამომავლო სამოქმედო გეგმები.

პროექტი GreenEngine, რომელიც 2028 წლამდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს ინჟინრების ახალი თაობის ჩამოყალიბებას საინჟინრო განათლების მოდერნიზაციის გზით. ეს პროცესი გულისხმობს სტუდენტებში სოციალური პასუხისმგებლობისა და ინოვაციური კომპეტენციების გაძლიერებას, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისი ახორციელებს. პროექტის შედეგების პირველადი პილოტირება სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე იგეგმება.

უნივერსიტეტში პროექტის ფარგლებში ასევე შეიქმნება VR სწავლებაზე დაფუძნებული თანამედროვე ლაბორატორია. პროექტის მასშტაბურობასა და მნიშვნელობაზე საუბრისას, GreenEngine-ის ინსტიტუციური კოორდინატორი, გიორგი მიქიაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინიციატივა უნივერსიტეტისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

მისი თქმით, GreenEngine არ არის მხოლოდ აკადემიური პროგრამა, არამედ ეს არის გზამკვლევი თანამედროვე საინჟინრო აზროვნებისკენ, რომელიც მდგრადი განათლებისა და მწვანე პრაქტიკის ინტეგრირებით, სტუ-ის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს პროფესიული ზრდის სრულიად ახალ შესაძლებლობებს უხსნის.

GreenEngine-ის კონსორციუმი საკმაოდ მასშტაბურია და მასში გაერთიანებული არიან პარტნიორები იტალიიდან, თურქეთიდან, საბერძნეთიდან, უზბეკეთიდან და საქართველოდან.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის მკვლევრები სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით, Erasmus+...

სიახლეები

სტუ-ის გუნდმა ერევანში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების პირველ სტუდენტურ „B2B Sales“ კონკურსში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის სტუდენტურმა გუნდმა, ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის „LISS24“ პროექტის ფარგლებში, სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ...

სიახლეები

სტუ-ის პროფესორები სამუშაო ვიზიტით პოლონეთსა და ჩეხეთში იმყოფებოდნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის წარმომადგენლები – გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე და ასოცირებული...

საერთაშორისო ვიზიტები

სტუ-ის დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში

22–26 ივნისს, გერმანიაში, ჰამბურგის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (HAW Hamburg), Erasmus+ CBHE პროექტის „DIGITECH“ ფარგლებში საერთაშორისო ვორკშოპი და სამუშაო შეხვედრები გაიმართა....

საერთაშორისო ვიზიტები

იაპონელი მეცნიერის, პროფესორ სატოში მიჰარას საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ცნობილმა იაპონელმა მეცნიერმა, იაპონიის მაღალი ენერგიის ამაჩქარებლის კვლევების ორგანიზაციაში (KEK - the High Energy Accelerator Research Organization)...

საერთაშორისო ვიზიტები

„ჩინეთსა და საქართველოს შორის ცივილიზაციათა დიალოგისა და თანამშრომლობის კვლევითი ცენტრი” სტუ-ში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სტუ-სა და ჩინეთის ლანჯოუს ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (Lanzhou University of Technology) შორის ხელმოწერილი...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?