CERN / ATLAS Collaboration (Outreach & Education მიმართულება)
CERN / ATLAS Collaboration (Outreach & Education მიმართულება)
- ალექსანდრე შარმაზანაშვილი
- კოტე ცუცქირიძე
- ელა აბრამოვი
- ავთანდილ ხელაშვილი
- გიორგი მირზიაშვილი (ბირთვული ინჟინერიის ცენტრი / xrLab)
- აკაკი ალიხანოვი
კვლევის დასახება, ამოცანა, გამოწვევა და მიზანი
Geometry Simplification Methods for Virtual Reality Applications — „გეომეტრიის გამარტივების მეთოდები ვირტუალური რეალობის აპლიკაციებისთვის“. ჩატარებულია CERN-ის ATLAS ექსპერიმენტის Outreach & Education მიმართულების ფარგლებში.
ATLAS-ის დეტექტორის ძალიან რთული „as-built“ 3D გეომეტრია იმდენად მძიმეა, რომ მისი უშუალო გამოყენება VR გარემოში შეუძლებელია ჩვეულებრივ, დაბალი სიმძლავრის მოწყობილობებზე.
გეომეტრიის ისე გამარტივება, რომ შემცირდეს GPU-ზე დატვირთვა და ამავე დროს შენარჩუნდეს გამოსახულების საკმარისი ხარისხი და მოძრაობის სიგლუვე — მუშავდება მთელი ჯაჭვი CAD მოდელიდან VR-ში გამოსახვამდე (CATIA, KeyShot, Blender, WebGL/three.js).
VR-ის ხელმისაწვდომობის გაზრდა საშუალო სიმძლავრის სმარტფონებსა და იაფ VR მოწყობილობებზეც — შემუშავებულია გეომეტრიის გამარტივების შვიდსაფეხურიანი მეთოდი ვიზუალური ხარისხისა და წარმადობის ოპტიმალური ბალანსისთვის.
სტუ-ის მკვლევრები და გუნდის წევრები ექსპერიმენტებში
პროექტის ძირითადი შემსრულებლები არიან სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრები: ალექსანდრე შარმაზანაშვილი, კოტე ცუცქირიძე, ელა აბრამოვი, ავთანდილ ხელაშვილი, გიორგი მირზიაშვილი (ბირთვული ინჟინერიის ცენტრი / xrLab), აკაკი ალიხანოვი. თანაავტორია Roger Jones — Lancaster University.
სტუ-ის ჯგუფის ძირითადი წვლილი არის ATLAS-ის დეტექტორის 3D გეომეტრიის დამუშავებისა და გამარტივების მეთოდების შემუშავება, რათა მისი გამოყენება შესაძლებელი გახდეს VR აპლიკაციებში.
კვლევის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგები წარმოდგენილი იქნა CHEP2024-ის საერთაშორისო კონფერენციაზე ATLAS Collaboration-ის Outreach & Education მიმართულებით. კონფერენცია ჩატარდა კრაკოვში (პოლონეთი), 2024 წლის ოქტომბერში; 2025 წელს კვლევა გამოქვეყნდა EPJ Web of Conferences-ში.
გამოყენებითი პოტენციალი
- განათლება და მეცნიერების პოპულარიზაცია
- ხელმისაწვდომი VR
- ბრაუზერზე დაფუძნებული 3D/VR
- სხვა სამეცნიერო ობიექტებზე გადატანა