CERN / CMS HGCAL Collaboration (CMS Upgrade Program)

საერთაშორისო პროექტი

CERN / CMS HGCAL Collaboration (CMS Upgrade Program)

წელი
2021–2025
სტატუსი
მიმდინარე
01

კვლევის დასახელება

მაღალი გრანულარობის კალორიმეტრის (HGCAL) შექმნა დიდი ადრონული კოლაიდერის მაღალი სიკაშკაშის მოდერნიზაციისთვის (HL-LHC).

02

კვლევის ადგილი

CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერი (LHC), CMS ექსპერიმენტი.

03

კვლევის მასშტაბი

HGCAL წარმოადგენს CMS ექსპერიმენტის ახალ endcap კალორიმეტრს, რომელიც შეიქმნება HL-LHC-ისთვის. იგი შედგება 47 აქტიური ფენისგან და მოიცავს დაახლოებით 6 მილიონ სილიციუმის დეტექტორულ ელემენტსა და 280 000 სცინტილატორის ფილას. ორივე endcap-ის ერთობლივი მასა დაახლოებით 240 ტონას შეადგენს.

04

კვლევის მიზანი

HL-LHC-ის მაღალი pileup-ის პირობებში ნაწილაკთა ურთიერთქმედებების უფრო ზუსტი სივრცითი, ენერგეტიკული და დროითი გაზომვის უზრუნველყოფა. HGCAL შესაძლებელს ხდის ნაწილაკთა ნაკადების 3D რეკონსტრუქციას, ხოლო დროითი ინფორმაციის დამატებით — 5D რეკონსტრუქციასაც (x, y, z, E, t).ადების 3D რეკონსტრუქციას და დროითი ინფორმაციის დამატებით 5D რეკონსტრუქციის შესაძლებლობას — x, y, z, E, t

05

სტუ-ის მკვლევართა წვლილი ექსპერიმენტში

სტუ-ის მკვლევრები ჩართულნი არიან HGCAL-ის საინჟინრო დაპროექტების, ტესტირებისა და სამუშაო ნახაზების მომზადების პროცესში — მათ შორის რთულ მექანიკურ და ელექტრონულ ინტეგრაციაში (სპეციალური სპილენძის გამაგრილებელი ფირფიტები CO₂-ზე დაფუძნებული გამაგრილებით, წინა-ბოლოს ელექტრონიკა, ოპტიკური/ელექტრული სერვისები).

06

საკვანძო მკვლევრები სტუ-დან

გიორგი ადამოვი

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის CMS ჯგუფი

07

გამოყენებითი პოტენციალი

  • უფრო ზუსტი ნაწილაკთა ტრაექტორიებისა და ენერგიის დაფიქსირება მაღალი სიმკვრივის რადიაციულ გარემოში;
  • მაღალსიმკვრივიანი ელექტრონიკის ინტეგრაცია და გაგრილების სისტემები, გამოსადეგი სხვა მაღალრადიაციულ გამოყენებებშიც;
  • მანქანური სწავლების (machine learning) ალგორითმების გამოყენება მონაცემთა დამუშავების ოპტიმიზაციისთვის.
ორიგინალი წყარო: CERN Document Server
დაკავშირებული პუბლიკაციები:
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?