DUNE Collaboration (ფერმილაბისა და CERN-ის ერთობლივი პროექტი)

საერთაშორისო პროექტი

DUNE Collaboration (ფერმილაბისა და CERN-ის ერთობლივი პროექტი)

წელი
2019–2026
სტატუსი
მიმდინარე
01

კვლევის დასახელება

ნეიტრინოს ღრმა მიწისქვეშა ექსპერიმენტის (DUNE) მეორე ფაზა და პროტოტიპების (ProtoDUNE) ტესტირება CERN-ის ნეიტრინულ პლატფორმაზე.

02

კვლევის ადგილი

ექსპერიმენტის ამაჩქარებელი და საწყისი წერტილი — ფერმილაბი (ილინოისი, აშშ); შორეული დეტექტორი — სენფორდის მიწისქვეშა კვლევითი ცენტრი (ლიდი, სამხრეთ დაკოტა, აშშ); პროტოტიპების ტესტირება — CERN-ის ნეიტრინული პლატფორმა (შვეიცარია)

03

კვლევის მასშტაბი

ეს არის მსოფლიოს უმსხვილესი ნეიტრინული ექსპერიმენტი (LBNF/DUNE). მასში 30-ზე მეტი ქვეყნის 200-ზე მეტი ინსტიტუტი მონაწილეობს.

04

კვლევის მიზანი

ნეიტრინოებისა და ანტინეიტრინოების ოსცილაციის შესწავლა. მატერიის სიჭარბე ანტიმატერიასთან შედარებით ადრეულ სამყაროში, სუპერნოვას ნეიტრინოების აფეთქებების დინამიკა და სტანდარტული მოდელის მიღმა ფიზიკა  – ეს ის საკითხებია, რომლებსაც DUNE უპასუხებს

05

სტუ-ის მკვლევართა წვლილი ექსპერიმენტში

  • მუშაობა ახლო დეტექტორზე (Near Detector, ND): სტროუ ტრეკული დეტექტორები და ელექტრომაგნიტური კალორიმეტრის შექმნა.
  • მოდელირების გარკვეული ამოცანების შესრულება.

სტუ-ის ჯგუფი DUNE-ის კოლაბორაციას შეუერთდა 2019 წელს, ხოლო 2022 წლის მარტში ფერმილაბსა და სტუ-ს შორის გაფორმდა ოფიციალური i-CRADA (International Cooperative Research and Development Agreement) შეთანხმება.

06

პროექტის მიმდინარეობა და ძირითადი ეტაპები

  • DUNE გადამწყვეტ და აქტიურ ფაზაშია. ProtoDUNE-ს რამდენიმე კონფიგურაცია (Single Phase, Dual Phase, Vertical Drift) უკვე ტესტირებულია CERN-ის ნეიტრინულ პლატფორმაზე. Phase II-ის ფარგლებში იგეგმება დამატებითი შორეული დეტექტორის მოდულების (FD3, FD4) მშენებლობა და ამაჩქარებლის სიმძლავრის გაზრდა (2 მეგავატზე მეტამდე).
07

საკვანძო მკვლევრები სტუ-დან

ზვიად წამალაიძე

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი

ნიკოლოზ წვერავა

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი

არსენ ხვედელიძე

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი

08

გამოყენებითი პოტენციალი

ტრეკული დეტექტორებისა და კალორიმეტრიის ტექნოლოგიები, მონაცემთა დამუშავებისა და მოდელირების მეთოდები, ახალგაზრდა მეცნიერების მომზადება დეტექტორულ ტექნოლოგიებში.

ორიგინალი წყარო: CERN Document Server
დაკავშირებული პუბლიკაციები:
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?