ძირითადი მონაცემები
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
სამეცნოერო პროექტის მიზანს წარმოადგენდა არსებულ საუკეთესო ანალოგებთან მიმართებაში გაუმჯობესებული ექსპლუატაციური მაჩვენებლების მქონე, დაბალხარჯიანი ალმასკომპოზიციური მასალის შექმნა ალმასური ინსტრუმენტებისათვის ინდუსტრიის სხვადასხვა სფეროში გამოსაყენებლად. ალმასკომპოზიტის მიღების პროცესში გამოიყენებულ იქნა წინასწარ დაგეგმილი ქიმიური და ფაზური შემადგენლობის მრავალკომპონენტიანი ლითონური შენადნობის კომპოზიციები. თეორიული და ფართო ექსპერიმენტალური კვლევების შედეგად ასეთ კომპოზიციად შეირჩა მრავალკომპონენტიანი შენადნობი სპილენძის ბაზაზე ნახშირბადის მიმართ განსაკუთრებით აქტიური ელემენტების (Ti, Si) დიდი შემცველობით 7-13%. დაგეგმილი თვისებების ლითონური კომპონენტის მიღება განხორციელდა დნობის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და შექმნილ შენადნთა სხმულების შემდგომი დისპერგირებით სასურველი გრანულომეტრიის ფხვნილების მისაღებად. დნობისა და კრისტალიზაციის რეჟიმების რეგულირებით განხორციელდა შენადნობთა ფაზური შემადგენლობისა და სტრუქტურის ვარირება. ნოვაციის ძირითადი აზრი მდგომარეობს – ალმასკომპოზიტის ლითონური მატრიცის ფორმირებისათვის შეცხობის პროცესში გამოყენებულ იქნა შექმნილი შენადნობების დისპერგირებული ფხვნილები და არა ცალკეული კომპონენტების ფხვნილთა ნარევი (რასაც იყენებენ ბრენდული ფირმები), რაც არის განმსაზღვრელი საბოლოო შედეგის განსაკუთრებული ეფექტისა. საწყის ნედლეულად წინასწარ შექმნილი შენადნობების ფხვნილთა გამოყენება ალმასკომპოზიტის ლითონური მატრიცის ფორმირებისათვის აღარ საჭიროებს ძვირადღირებული სუფთა ლითონთა დისპერსული ფხვნილების გამოყენებას (რასაც ამჟამად ფართოდ იყენებენ). ყოველივე ამარტივებს ტექნოლოგიურ პროცესს და იძლევა ეკონომიურ ეფექტსაც. პროექტის ფარგლებში შექმნილმა ახალი ალმასკომპოზიციური მასალის გამოყენებამ ალმასურ ინსტრუმენტებში, კერძოდ, ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა საწარმოო გამოცდებმა ბეტონის ჭრის ოპერაციაზე, აჩვენა, რომ ჭრისუნარიანობითა და მედეგობით პროექტის ფარგლებში შექმნილი ალმასური ინსტრუმენტები არ ჩამოუვარდებიან ძვირადღირებულ, ფართო მოხმარების თავისსაუკეთესო უცხოურ ანალოგებს. მიღებული შედეგი საწინდარია პროექტის ფარგლებში შექმნილი მასალა ფართოდ იქნას გამოყენებული ჩვენი ქვეყნის სამშენებლო სფეროში.