ძირითადი მონაცემები
- დოლიძე მალხაზი
- გაგელიძე ნინო
- ქვარცხავა გიორგი (პროფესორი)
- მახაშვილი ქეთევანი
- ბოკერია აკაკი
- მამარდაშვილი ნაირა
- ძნელაძე სოფო
პროექტის სტატუსი და ვადები
კვლევის შედეგი
ბუნებრივ პირობებში მოზარდი მცენარეები საშუალებას იძლევა შეიქმნას ფუნქციური დანიშნულების არომატიზებული სასმელები. კვლევაში გამოყენებულ იქნა იმერეთის რეგიონში მოზარდი მცენარეული ნედლეული: შავბალახა (leonurus cardiaca), ბარამბო (Melissa officinalis), კუნელი (Crataegus caucasica), კულმუხო (Inula helenium), კოთხუჯი (Acorus calamus), ტყის შინდი (Cornus mas), ტყის მაყვალი (Rubus fruticosus), ქლიავი (Prunus domestika), მოცხარი (Ribes alpinum), კივი (Actinidia chinensis), ლეღვი (Ficus carica) და ქაცვი (Hippohae rhamnoides). განხორციელდა მცენარეული სპირტნაყენებით რქაწითელის ჯიშის ღვინოსთან დაკუპაჟება. კვლევის შედეგები (გემური თვისებები, არომატი და ვიზუალი) ადასტურებს, რომ შერჩეული მასალა, შემუშავებული რეცეპტურა, გაუმჯობესებული ქიმიურ-ფიზიკური და ორგანოლეპტიკური პარამეტრები იძლევა დადებითი მოქმედების არომატიზებული სასმელების მიღების საშუალებას.დღეს დიდი ყურადღება ეთმობა მაღალხარისხოვანი ნატურალური საკვები პროდუქტების წარმოებას, რაც განაპირობებს პროდუქციის ასორტიმენტის ზრდასაც. ამ მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ალკოჰოლიან სასმელებს, რაზეც მოთხოვნა ინტენსიურად იზრდება. ტექნოლოგიების დახვეწით იქმნება საუკეთესო თვისებებისა და ორგანოლეპტიკური მახასიათებლების მქონე სასმელები. იკვლევენ მათს დადებით და უარყოფით თვისებებს. ხალხურ მედიცინაში საკმაოდ დიდი რიცხვია იმ მცენარეების, რომლებიც გამოიყენება სამკურნალოდ. მცენარის ამ დანიშნულებით გამოყენებას უმთავრესად მასში არსებული მოქმედი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (ბან) განაპირობებს. საქართ-ველო მდიდარია როგორც ხილის, ისე სამკურნალო მცენარეების ფართო ასორტიმენტით. ეს ყოველივე საუალებას იძლევა შეიქმნას მრავალფეროვანი ხასიათის ლიქიორები, რომლებიც გაჯერებული იქნება საუკეთესო არომატითა და ქიმიური თვისებებით მდიდარი სამკურნალო მცენარეებით. კვლევის მიზანს წარმოადგენს სადესერტო ლიქიორების დამზადება და მათი ანტიოქსიდანტური თვისებების გაუმჯობესება ბან-ის შემცველი სამკურნალო მცენარეების -– ბარამბოს, შავბალახასა და კუნელის – ექსტრაქტების დამატებით.