პროექტის მოკლე აღწერა

“კობალტის ფუძიანი თერმოელექტრიკების ფუნქციონალური თვისებების დახვეწადოპირებითა და მაღალენერგეტიკული გადაფქვით” (2019–2022წწ., ხელმძღვ.ნიკოლოზ მარგიანი)

პროექტის მიზანს წარმოადგენდა Ca3Co4O9 და Bi2M2CoxOy (M= Ca და Sr) მასალების თერმოელექტრული თვისებების (ზეებეკის კოეფიციენტი, ელექტროგამტარობა, სიმძლავრის ფაქტორი, სრული თბოგამტარობა და ვარგისობის მაჩვენებელი) დახვეწა კალციუმის ბორატით — Ca(BO2)2, ტყვიის ბორატით — Pb(BO2)2, სტრონციუმის ბორატით — Sr(BO2)2, ბორის ნიტრიდითა — BN და ბორის კარბიდით — B4C დოპირების მეშვეობით.

პროექტი ფოკუსირებული იყო სამ ძირითად სამ მთავარ ასპექტზე:

ა) დოპანტების ზეგავლენის კვლევა კობალტის ფუძიანი თერმოელექტრული მასალების ფუნქციონალურ თვისებებზე;

ბ) თერმოელექტრულ ეფექტურობაზე მაღალენერგეტიკული გადაფქვის ზეგავლენის კვლევა;

გ) კობალტიტების ფუნქციონალური თვისებების დახვეწა დოპირების დონის, პრეკურსორების მაღალენერგეტიკული გადაფქვის პროცედურისა და თერმული დამუშავების კონტროლითა და ოპტიმიზაციით.

ძირითადი მონაცემები

პროექტის ხელმძღვანელი
ნიკოლოზ მარგიანი
ინსტიტუტი/ცენტრი
ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი
გრანტის გამცემი
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
გრანტის კოდი
FR-18-4976

პროექტის სტატუსი და ვადები

სტატუსი
დასრულებული
ვადები
08/09/2026 – 08/09/2026
ბიუჯეტი
218 555 ლარი

კვლევის შედეგი

მიღწეულ იქნა პროექტის მიზანი:

Ca3Co4O9 და Bi2M2CoxOy (M= Ca და Sr) მასალების თერმოელექტრული თვისებების (ზეებეკის კოეფიციენტი, ელექტროგამტარობა, სიმძლავრის ფაქტორი, სრული თბოგამტარობა და ვარგისობის მაჩვენებელი) დახვეწა კალციუმის ბორატით–Ca(BO2)2, ტყვიის ბორატით–Pb(BO2)2, სტრონციუმის ბორატით-Sr(BO2)2, ბორის ნიტრიდითა-BN და ბორის კარბიდით-B4C დოპირების მეშვეობით.

გარდა ამისა:

1. საიმედოდ იქნა დადასტურებული, რომ პროექტის გუნდის მიერ შერჩეული ბორის შემცველი დანამატებისა და დოპანტების გამოყენება მკვეთრად ამაღლებს Bi2Ca2CoxOy და Bi2Sr2CoxOy თერმოელექტრიკების ეფექტურობას (აუმჯობესებს სიმძლავრის ფაქტორისა და ვარგისიანობის მაჩვენებლის მნიშვნელობებს);

2. ჰიდროსტატიკური წნევის პირობებში დაწნეხილი კობალტიტების აბების ხელმეორედ გადაფქვა, თერმული დამუშავება და ფხვნილების კვლავ დაწნეხვა აბების სახით მნიშვნელოვნად ზრდის მასალების სიმკვრივეს და, შესაბამისად, ელექტროგამტარებლობას, რაც თერმოელექტრული კონვერსიის გაუმჯობესების ხელშემწყობი ფაქტორია.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?