მოგესალმებით, სტუ-ის პირველკურსელებს!
.modal {
display: none;
position: fixed;
z-index: 1;
left: 0;
top: 0;
width: 100%;
height: 100%;
overflow: auto;
background-color: rgba(0,0,0,0.4);
}
.modal-content {
position: relative;
margin: auto;
padding: 0;
width: 90%;
max-width: 1000px;
height: 90%;
top: 10%; /* Shift down by 10% of viewport height */
transform: translateY(0); /* Center the modal vertically */
}
.close {
color: white;
float: right;
font-size: 28px;
font-weight: bold;
}
.close:hover,
.close:focus {
color: #000;
text-decoration: none;
cursor: pointer;
}
.pdf-frame {
width: 100%;
height: 100%;
border: none;
}
გილოცავთ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
ახლა დროა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვეთ რეგისტრაციის პროცესს და ჩაერთოთ ახალ სასწავლო თავგადასავალში!
როგორ უნდა გაიაროთ რეგისტრაცია?
-
პირველი ნაბიჯი – ონლაინ რეგისტრაცია:
რეგისტრაციისთვის, 4 სექტემბრიდან 12 სექტემბრის ჩათვლით, გადადით ჩვენს ონლაინ პორტალზე: register.gtu.ge და დაარეგისტრირეთ თქვენი მონაცემები. მხედველობაში იქონიეთ საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი (იხილეთ ფაილი). რეგისტრაციის ეს ეტაპი არის პირველი ნაბიჯი, ამიტომ დარწმუნდით, რომ ყველაფერი სწორად გაქვთ შევსებული! -
მეორე ნაბიჯი – სწავლის საფასურის გადახდა:
რეგისტრაციის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ერთი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური. გადახდისას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ, რომ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენი პირადი ნომერი – ეს უზრუნველყოფს თქვენი გადახდის დროულად და სწორად ასახვას თქვენს სტუდენტურ ანგარიშზე ტექნიკურ უნივერსიტეტში. -
მესამე ნაბიჯი – დოკუმენტაციის წარდგენა და ხელშეკრულების გაფორმება:
სწავლის საფასურის გადახდის შემდეგ გელოდებით სტუ-ში, 16 სექტემბრამდე. უნივერსიტეტში უნდა წარადგინოთ რეგისტრაციის პირველ ეტაპზე მოთხოვნილი დოკუმენტები მატერიალური სახით და გააფორმოთ სასწავლო ხელშეკრულება. ეს არის საბოლოო ნაბიჯი, რომლითაც სრულდება უნივერსიტეტში თქვენი ჩარიცხვის პროცესი.
რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით ან/და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით თქვენი ფაკულტეტის წარმომადგენლებს (იხილეთ დანართი 2).
გისურვებთ წარმატებას და გელოდებით სტუ-ში!
გახსოვდეთ! ცოდნა ძალაა!!!
მსგავსი
სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...
აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...
IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება
2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...
2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი
სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრი 2026...
კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...