სტუ-ის რექტორი სტროუ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო

სამეცნიერო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიულ კომპლექსში გახსნილ სტროუ ლაბორატორიაში მიმდინარე სამუშაო პროცესს გაეცნო.

სტროუ ლაბორატორიაში უკვე დამზადებულია 20 მმ დიამეტრის სტროუ მილების ექსპერიმენტული ეგზემპლარები, რომელთაც წარმატებით გაიარეს ტესტირება. უახლოეს დროში კი სტროუ მილების პირველი პარტია, SHiP ექსპერიმენტისთვის, ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციაში (CERN) გაიგზავნება. SHiP ექსპერიმენტის მთავარი მიზანია სტანდარტული მოდელის მიღმა არსებული უხილავი ნაწილაკების აღმოჩენა.

რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მსოფლიოს 20 ქვეყნის 48 უნივერსიტეტს შორის, 2025 წლიდან SHiP ექსპერიმენტის სრულფასოვანი წევრია. სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფის ლიდერია (Team Leader) ირაკლი ლომიძე. გუნდი დაკომპლექტებულია მაღალი კლასის ფიზიკოსებით, ინჟინრებითა და პროგრამისტებით.

აკადემიკოს დავით გურგენიძის თქმით, უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ექსპერიმენტის ძირითადი ამოცანების შესრულებაში, რომელთაგანაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია 20 მმ-იანი დიამეტრის სტროუ მილების წარმოება ექსპერიმენტისათვის.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტროუ ლაბორატორია გასული წლის აპრილში გაიხსნა. ხაზგასმითაა აღსანიშნავი, რომ ინოვაცია, რომელიც დაინერგა ჩვენი უნივერსიტეტის კედლებში, პირველად განხორციელდა როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ლაბორატორიამ წარმატებით აწარმოა 5 და 10 მმ-იანი სტროუ მილები COMET ექსპერიმენტისათვის (KEK, იაპონია), რომლებიც უკვე გაგზავნილია იაპონიაში და მათი მეშვეობით წარმატებით ხდება მონაცემთა აღება ექსპერიმენტის პირველი ფაზის ფარგლებში დაგეგმილი გაზომვებიდან. ტრეკული დეტექტორის შექმნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო წრეების ცნობადობა და რეიტინგი საგრძნობლად გაიზარდა საერთაშორისო სივრცეში. აღსანიშნავია, რომ ამ პროცესში მეცნიერებთან ერთად ჩვენი სტუდენტებიც მონაწილეობენ, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტროუ ლაბორატორიაში წარმოებული მილები უკვე გაგზავნილია იაპონიაში – KEK-სა და J-PARC-ში. ჩატარებული მუშაობის წარმატებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით: ნიკა წვერავას, დავით ჩოხელს და სტუ-ს სამაგისტრო საფეხურის სტუდენტს ილია ჩოხელს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად იქნება ჩართული SHiP ექსპერიმენტის როგორც საინჟინრო საქმეებში, ისე მონაცემთა დამუშავებასა და ანალიზში, 2026-2032 წლების განმავლობაში დაგეგმილია ექსპერიმენტისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების წარმოება, ე.წ R&D, ხოლო 2030 წლიდან იგეგმება უშალოდ ექსპერიმეტის ჩართვა CERN -ის SPS ამაჩქარებელზე – 450 GeV ენერგია – და მონაცემთა აღება და ანალიზი, რასაც, ვიმედოვნებთ, მალევე მოჰყვება ფუნდამენტური მნიშვნელობის აღმოჩენა ნაწილაკების ფიზიკაში. წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს და ქართველ მეცნიერთა ჯგუფს“, – აცხადებს დავით გურგენიძე.

ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილების საპილოტე წარმოება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, CERN/CMS ექსპერიმენტის ასოცირებულმა წევრმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორმა, სტუ-ის CERN-CMS ჯგუფის ხელმძღვანელმა, CERN-ში საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა, პროფესორმა ზვიად წამალაიძემ გასულ წელს გახსნეს. პირველად მსოფლიოში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა მიერ შემუშავებული, უზუსტესი და დახვეწილი ულტრაბგერითი შედუღების ტექნოლოგიის მეშვეობით, ალუმინიზირებული მაილარის 12 და 15-მიკრონიანი (µm) ლენტისგან ახალი თაობის სტროუ ტრეკული მილები დამზადდა.

სტროუ დეტექტორები, საუკეთესო ტექნიკური მახასიათებლებისა და ხელმისაწვდომობის გამო, ფართოდ გამოიყენება ისეთ უმსხვილეს სამეცნიერო ცენტრებში, როგორიცაა: ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია (CERN, შვეიცარია), ექსპერიმენტები: NA-62, SHIP; იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაცია (KEK, იაპონია), J-PARC-ში მიმდინარე COMET ექსპერიმენტი; ფერმის ლაბორატორია (FERMILAB, აშშ), ექსპერიმენტები: DUNE, Mu2e.


მსგავსი

სამეცნიერო

სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ირ. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის...

სამეცნიერო

სტუ-ის მეცნიერი, აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მოხსენებით წარდგა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალური კონსტრუქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი,...

სამეცნიერო

სტუ-ში ERASMUS+ CBHE პროექტ ERIC-GE-ის ორდღიან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის - „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო...

სამეცნიერო

სტუ-ში ევროკავშირის ახალი პროექტი – ERIC-GE იმპლემენტაცია დაიწყო

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიზანია ისეთი მექანიზმების შექმნა, რომლებიც პროექტის დასრულების შემდეგაც გააგრძელებს ფუნქციონირებას და განამტკიცებს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის კვლევით...

მოგვწერეთ