სტუ-ში ERASMUS+ CBHE პროექტ ERIC-GE-ის ორდღიან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) კონკურსში გამარჯვებული პროექტის – „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE), ფარგლებში ორდღიანი სამუშაო შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა, პარტნიორი ინსტიტუციების წარმომადგენლებთან ერთად, პროექტის მიზნები, ამოცანები და სამომავლო საქმიანობის დეტალური გეგმა განიხილა.
მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, კვლევისა და ინოვაციების მიმართულებით ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომების დანერგვა და მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (კანცლერი) და პროექტის კოორდინატორის განცხადებით, „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერების“ კონსორციუმში ჩართულია 8 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება – 6 საქართველოს, 2 კი, ევროპის მასშტაბით. პროექტმა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 355,977 ევროს ოდენობის დაფინანსება მოიპოვა.
პროფესორ კარლო კოპალიანის თქმით, საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ინსტიტუტი „ტექინფორმი“ დარჩენილი ოთხი პროექტიდან, პარტნიორი ორგანიზაციის სტატუსით, დამატებით ორშიც გახდა გამარჯვებული. მომდევნო სამი წლის განმავლობაში უნივერსიტეტი, ევროპისა და აზიის ქვეყნების პარტნიორობით, სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროცესების განხორციელებას უხელმძღვანელებს, რაც ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცის გაძლიერებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
„ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE კონკურსში გამარჯვება და პროექტის კოორდინატორობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო მისიაა. ეს არა მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუციური წარმატებაა, არამედ იმ სამეცნიერო და აკადემიური პოტენციალის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი უნივერსიტეტი წლების განმავლობაში ავითარებს. პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას გავაძლიეროთ კვლევისა და ინოვაციების მიმართულება, დავნერგოთ თანამედროვე საგანმანათლებლო და შეფასების მეთოდები, გავაფართოოთ საერთაშორისო პარტნიორული ქსელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კოორდინატორის სტატუსით ვახორციელებთ ინიციატივას, რაც გულისხმობს ლიდერობას, მაღალი პასუხისმგებლობის აღებას და პროცესების სტრატეგიულ მართვას. ჩვენი ჩართულობა უზრუნველყოფს, რომ პროექტის შედეგები რეალურად აისახოს როგორც უნივერსიტეტის, ისე ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებაზე. დარწმუნებული ვართ, რომ ეს თანამშრომლობა ხელს შეუწყობს აკადემიური ხარისხის ზრდას, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაფართოებას და საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ინსტიტუტ „ტექინფორმის“, კერძოდ, დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარი რაზმაძის დამსახურება პროექტის გამარჯვებასა და განხორციელებაში. მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა პროექტის კონცეფცია და სამომავლო სტრატეგიული გეგმა, რამაც გაზარდა პროექტის წარმატების შანსი” – აცხადებს კარლო კოპალიანი.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს პროექტის განხორციელების მექანიზმებზე, განსაზღვრეს პასუხისმგებლობები და დაგეგმეს მომდევნო ეტაპები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უნივერსიტეტების, ასევე, ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებას.
მსგავსი
მასალათა კვლევის თანამედროვე სამეცნიერო სივრცე სტუ-ში
„თანამედროვე კვლევითი ინფრასტრუქტურის შექმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მასალათა კვლევის ცენტრი გვაძლევს შესაძლებლობას, სამეცნიერო კვლევები კიდევ უფრო დავაახლოოთ...
23 ივლისი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის დღეა
27 წლის წინ, 1999 წლის 23 ივლისს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართული სამეცნიერო საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეები უმნიშვნელოვანესი საინჟინრო და...
სტუ-ის დოქტორანტი რომან ცერცვაძე სალექციო კურსს საფრანგეთის წამყვან საინჟინრო უნივერსიტეტში წაიკითხავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დოქტორანტი, რომან ცერცვაძე, საფრანგეთში, Toulouse INP - ENSEEIHT (N7) უნივერსიტეტში სალექციო კურსს...
განახლებადი ენერგიების ახალი ლაბორატორია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ERASMUS+ Capacity Building in Higher Education (CBHE)-ის საგრანტო პროგრამის გამარჯვებული საერთაშორისო პროექტის - „ევროპული ენერგოეფექტურობა...
სტუ-ში დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალური მდივნის, პროფესორ ალესანდრო მაზის საჯარო ლექცია გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, დანტეს საერთაშორისო დღის - Dantedì 2026-ის პროგრამის ფარგლებში, დანტე ალიგიერის საზოგადოების გენერალურმა მდივნმა, პროფესორმა ალესანდრო მაზიმ თემას...
სტუ-ის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის ადმინისტრაცია ღია კონკურსს აცხადებს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად: ენობრივი მოდელირების...
