სტუ-ს ქვიშის ფრენბურთის სპორტულმა წყვილმა „კორტის მეფეები 2024“-ის ოქროს გვირგვინი მოიპოვა

სიახლეები

ბათუმის ქვიშის მოედანზე დასრულდა აჭარის ფრენბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ტურნირი, „კორტების მეფეები“, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სპორტულმა წყვილმა პეტრე ლობჟანიძემ და დანიელ ხეირაბადიმ გაიმარჯვეს.

ტურნირში 6 ქვეყნიდან 28 წყვილი მონაწილეობდა.

პეტრე ლობჟანიძემ და დანიელ ხეირაბადმა დაძაბულ ფინალურ ბრძოლაში მოახერხეს ზაქაიძე/ქაჩიბაიას წყვილის დამარცხება. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად არიან ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში და წარმატებულად ასპარეზობენ შიდა თუ საერთაშორისო შეჯიბრებებზე. 

„16 სექტემბერს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ვულოცავ პირველკურსელებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას და ყველა სტუდენტს წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ უკვე მთელი სასწავლო წლის სპორტული აქტივობები დაგეგმილი გვაქვს. სექტემბრის ბოლოს ჩატარდება სამდღიანი საერთაშორისო ტურნირი ქვიშის ფრენბურთში, სადაც 10 ქვეყნის უნივერსიტეტების სპორტული გუნდები იასპარეზებენ “, – აცხადებს სპორტის განყოფილების უფროსი არჩილ იოსელიანი. 


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...

სიახლეები

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

მოგვწერეთ