სტუ-ში, გარემოსდაცვით პროფესიებთან დაკავშირებით, ვებინარი ჩატარდა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გარემოსდაცვით პროფესიებთან დაკავშირებით, ვებინარი ჩატარდა.

ვებინარი დისტანციურ რეჟიმში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილე სტუ-ის ხუთი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელებმა, თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლების მოსწავლეებისთვის პრეზენტაცია წარადგინეს.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი აცხადებს, ვებინარის მისია, მომავალი აბიტურიენტებისთვის, ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაა.

„ვებინარში – „გარემოსდაცვითი პროფესიები“, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან მონაწილეობა მიიღეს: სამთო გეო-ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ირაკლი გუჯაბიძემ, საინჟინრო გეოდეზიის საბაკალავრო
პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი ჭიაურელმა, გარემოსდაცვითი ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა, ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მთვარისა თანანაშვილმა, საინჟინრო უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლუცინდა ჩხეიძემ და ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამოქალაქო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ მელქაძემ. სკოლის მოსწავლეებს ჩვენ მივაწოდეთ ამომწურავი ინფორმაცია თუ რატომ უნდა ჩააბარონ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და რატომ უნდა აირჩიონ ქვეყნის განვითარებისთვის ესოდენ აუცილებელი პროფესიები. ჩვენ წარვადგინეთ შრომის ბაზარზე მოთხოვნადი სპეციალობების პროგრამები, რომელიც ამ ეტაპზე კადრების ნაკლებობას განიცდის. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სკოლის მოსწავლეები პრეზენტაციით დაინტერესდნენ, იყო კითხვები და გამოითქვა სურვილი სამომავლოდ უნივერსიტეტში სტუმრობის შესახებ“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

ვებინარში ხუთი სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა. პროფესორი ნატო ქათამაძე   გარემოსდაცვითი პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, მომავალ აბიტურიენტებს ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც უნივერსიტეტი დასაქმების მიმართულებით სთავაზობს სტუდენტებს. კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, ვებინარში ჩართული სკოლების წარმომადგენელთა აქტიურობის გათვალისწინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამომავლოდ, აპირებს გაზარდოს საინფორმაციო არეალი და საქართველოს რეგიონების ყველა სკოლა მოიცვას.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ