სტუ-ში ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერითა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ფილოსოფიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. 

უნივერსიტეტის ცნობით, ღონისძიება ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა და მას ქართველ მეცნიერებთან ერთად ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი – ანდრეას არნდტი და ზადარის  უნივერსიტეტის (ხორვატია) პროფესორი – იურე ზოვკო, ესწრებოდნენ. 

ფილოსოფიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძემ, დამსწრე საზოგადოებას ფილოსოფიის საერთაშორისო დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ ფილოსოფიას აკადემიურ სივრცეში განსაკუთრებული ადგილი უკავია, იმდენად, რამდენადაც იგი ყველა მეცნიერების საწყისია. ფილოსოფიიდან იღებს სათავეს არა მხოლოდ ჰუმანიტარული მეცნიერებები, როგორებიცაა – თეოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, მედიის მეცნიერება და ა.შ., არამედ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები – ფიზიკა, ასტრონომია, გეომეტრია, მათემატიკა, ქიმია, მექანიკა და ა.შ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ის უმაღლესი სკოლაა, სადაც ფილოსოფიას, როგორც მეცნიერებას, როგორც დარგს განვითარების დიდი შესაძლებლობები აქვს. ფილოსოფია ისეთი დისციპლინაა, რომელიც სხვადასხვა მეცნიერების თანამშრომლობის პერსპექტივას იძლევა და ხსნის. დღეს თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენი მიზანია, უნივერსიტეტში აღნიშნული პრობლემატიკით დაინტერესებული პროფესორებისა და ახალგაზრდა მკვლევარების შეკრება და მათი სამეცნიერო მუშაობის სტიმულირება. გილოცავთ და ქართულ აკადემიურ, პირველ რიგში, ფილოსოფიურ საზოგადოებას წარმატებას ვუსურვებ ისეთი კვლევების განხორციელების გზაზე, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად განვითარების საწინდარი იქნება“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორის, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელის, მამუკა ბერიაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტში ფილოსოფიის საერთაშორისო დღის აღნიშვნა რამდენიმე წლის წინ, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის ინიციატივით დაიწყო. 

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, რომლის ინიციატივით, მხარდაჭერით და თანადგომით მესამე წელია რაც აღვნიშნავთ ფილოსოფიის მსოფლიო დღეს. ეს არის ერთგვარი სტიმული ჩვენი სტუდენტებისათვის, რომლებიც სამეცნიერო კლასტერს – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“, წარმოადგენენ. ვულოცავ კოლეგებს დღევანდელ დღეს, წარმატებებს ვუსურვებ მათ და მადლობა ჩვენს სტუმრებს პროფესორებს ანდრეას არნდტის და იურე ზოვკოს საჯარო ლექციაში მონაწილეობისათვის“, – განაცხადა მამუკა ბერიაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას ფილოსოფიის საერთაშორისო დღე მიულოცეს ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას არნდტი და ზადარის  უნივერსიტეტის პროფესორმა იურე ზოვკომ. როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა.

ღონისძიებაზე საჯარო მოხსენებით – „თავისუფლების იდეის ისტორიული და სისტემური საფუძვლები“ წარსდგა საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის პროფესორი, სტუ-ის სამეცნიერო კლასტერის – „სახელმწიფო – სამართალი – კულტურა“ ხელმძღვანელი მამუკა ბერიაშვილი. ღონისძიების ფინალური ნაწილი საჯარო დისკუსიას დაეთმო.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?