სტუ-ში ღონისძიება – „ქალის ხმა მეცნიერებაში“ გაიმართა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით, სამეცნიერო-ინტელექტუალური ღონისძიება – „ქალის ხმა მეცნიერებაში“ გაიმართა, რომლის მიზანი მკვლევარ ქალთა როლის, მიღწევებისა და ინოვაციური იდეების წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება და პროფესიული-კვლევითი ქსელების გაძლიერებაა.

ღონისძიებამ გააერთიანა გამოცდილი და ახალგაზრდა მეცნიერები, რომლებმაც თავიანთი კვლევითი შედეგები და სამეცნიერო ხედვები წარმოადგინეს.

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი აღნიშნავს, შეხვედრაზე მეცნიერმა ქალებმა, რომელთა შორის ახალგაზრდა მკვლევრებიც არიან, იმსჯელეს საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში გამოტანილ ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლებასა და კვლევაში, დიდი მონაცემების ანალიზი, კოგნიტური სერვისების განვითარება, ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოება და რისკების მართვა, სტოქასტური მოდელირება, განახლებადი ენერგიების როლი თანამედროვე ციფრულ ეპოქაში, ასევე გ ანიხილეს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობისა და აკადემიური კოლაბორაციის გაფართოების შესაძლებლობები.

„დღევანდელი ღონისძიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქალთა აქტიური მონაწილეობა თანამედროვე მეცნიერების განვითარებაში. ჩვენი დიდი სურვილია „ქალის ხმა მეცნიერებაში“ იქცეს ერთგვარ საუნივერსიტეტო პლატფორმად, რომელიც გააერთიანებს სხვადასხვა თაობის მკვლევარ ქალებს, დააინტერესებს სტუდენტებს, ხელს შეუწყობს სამეცნიერო იდეების გაცვლა-გაზიარებას, პროფესიული კავშირების გაძლიერებას და ახალგაზრდა მეცნიერთათვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა უშუალოდ მოისმინონ გამოცდილ მეცნიერეთა აზრი და ხედვები, რაც მათ მნიშვნელოვან მოტივაციას მისცემს. ვფიქრობთ, მსგავსი შეხვედრებით ხელს შევუწყობთ ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ინოვაციური იდეები სამომავლო რეალურ კვლევით პროექტებად ჩამოყალიბდება“, – ამბობს ლილი პეტრიაშვილი.

სამეცნიერო-ინტელექტუალურ ღონისძიებაზე – „ქალის ხმა მეცნიერებაში“ მოხსენებით წარდგნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები: ირინა ხომერიკი, თემით – „საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი ISTC – 30 წლიანი გამოცდილება, უსაფრთხოება, მდგრადობა“; თამარ ბერბერაშვილი, თემით – „გზა ევროპული კოლაბორაციისკენ“; მზია კიკნაძე, თემით – „სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება“; ლილი პეტრიაშვილი, თემით – „სტოქასტურ მოდელირებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი მრავალსენსორული სისტემა (DSS) პროგნოზირებასა და მართვაში“; ნონა ოთხოზორია, თემით – „ინფორმაციული სისტემების რისკების ანალიზის და კონტროლის მეთოდების კვლევა ISO/IEC 17025 -ით აკრედიტებულ ლაბორატორიებში“; ნინო თოფურია, თემით – „კოგნიტური სერვისები და ხელოვნური ინტელექტი ფერმერის მხარდამჭერი საინფორმაციო სისტემის დაპროექტებისთვის“; მარიამ ჩხაიძე, თემით – „AI-ის გამოყენება განათლების მეცნიერებების კვლევებში: ინკლუზიური პერსპექტივა“.

ასოცოცირებული პროფესორები: მარიამ ბერიაშვილი, თემით – „აქსიომები, მოდელები და ღია კითხვები“; ლოლიტა ბეჟანიშვილი, თემით – „დიდი მონაცემები და მათი განვითარების პერსპექტივები“; თამარ იაშვილი, თემით – „გზა მეცნიერებაში“; მარეხ მაზანაშვილი – „სამეცნიერო ხედვა, ინოვაცია, აკადემიური მიღწევები“; მკვლევარი მარიკა მოდებაძე, თემით – „განახლებადი ენერგიების როლი ციფრულ ეპოქაში“; დოქტორანტი ანა ფალავანდიშვილი, თემით – „საერთაშორისო ურთიერთობების მოძიების გზები და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები“ და მაგისტრი თამარ ზარდიაშვილი, თემით – „ნეიროინფორმაციის მიმღები და მამოძრავებელი ეგზო-ჩონჩხი“.


მსგავსი

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

“IAAC 2026” – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

IAAC 2026 წლის ასტრონომიით საგანმანათლებლო პროგრამა იწყებს მზადებას 2026 წლის გამოცემისთვის და ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსს აცხადებს....

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

სიახლეები

სტუ-ში ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინეს და პატრიარქის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს

„საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისა და მისი საერთაშორისო აღიარების საქმეში განუზომელია ახლადშესვენებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის,...

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტებისთვის ლიეტუვური ენის შემსწავლელ უფასო კურსებზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ  ვიდას კავალიაუსკასის ლიეტუვური ენის, კულტურის და განათლების ცენტრი სტუ-ის ნებისმიერი კურსის სტუდენტებს ლიეტუვური ენის შემსწავლელ...

მოგვწერეთ