სტუ-ში „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია“ გაიხსნა

სიახლეები

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე კიდევ ერთი მაღალტექნოლოგიური, ექსპერიმენტების, სამეცნიერო კვლევებისა და სასწავლო პროცესის ცენტრი – „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია“ გაიხსნა.

ღონისძიება, რომელსაც სტუ-ის პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და “არემჯი” ჯგუფის გენერალური დირექტორი ჯონი შუბითიძე, გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი ჩხეიძე, კორპორაციული დირექტორი კახა მჭედლიშვილი ესწრებოდნენ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა. 

აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს ახალი ლაბორატორიის გახსნა მიულოცა. როგორც მან განაცხადა, “ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორია” კიდევ ერთი წარმატებული პროექტია, რომელსაც უნივერსიტეტში, თანამშრომლობის ფარგლებში, “არემჯი” ჯგუფი ახორციელებს. 

2 (10).png

„სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, რომელიც, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარად, 103 წლისაა, ქვეყნის სამრეწველო დარგის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. სასიხარულოა, რომ ბოლო წლებში გაიზარდა მოთხოვნა და შესაბამისად, უნივერსიტეტი ეტაპობრივად აუმჯობესებს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, ფაკულტეტზე განახლდა ინფრასტრუქტურა. ჩვენ, პარტნიორებთან ერთად, ვზრუნავთ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „არემჯი გოლდს“, რომლის მხარდაჭერით დღეს მორიგი, მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია გავხსენით. როგორც ჯონი შუბითიძე აცხადებს, კომპანია სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს ლაბორატორიების ტექნიკურ გადაიარაღებაში კვლავაც მხარს დაუჭერს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას “არემჯი” ჯგუფს. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ფაკულტეტზე მოღვაწე ყველა მეცნიერს, დეკანატს, სტუდენტებს და წარმატება ვუსურვო მათ. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ ახალი ლაბორატორია, ასევე, ახალგაზრდა სამთოელთა ნამუშევრები, რომელთაც ხვალ წარმატებით უნდა გააგრძელონ დიდი მეცნიერების მიერ გაკვალული გზა. კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს”, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა.

„ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიაში“ სტუდენტებს საშუალება მიეცემათ შეისწავლონ დარგისთვის აუცილებელი უახლესი კომპიუტერული პროგრამები. გარდა ამისა, ცენტრი უზრუნველყოფს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის კვლევების პროგრამულ მხარდაჭერას. ლაბორატორიაში გაგრძელდება პროექტი „3D გეოლოგიური მოდელირების კურსი“. საერთაშორისო პლატფორმა „Bentley Systems International“ თანამშრომლობის ფარგლებში, ცენტრი სტუდენტებს შესთავაზებს ლიცენზირებული პროგრამა „Leapfrog Geo Classroom“-ის სასწავლო კურსებს, ასევე, დაფინანსდება პროგრამული უზრუნველყოფის სწავლებისთვის აუცილებელი საველე ექსპედიციები. ახლად შექმნილი „ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიის” ბაზაზე, VR ტექნოლოგიების გამოყენებით, სამთო პროცესების კომპიუტერული სიმულაციები განხორციელდება, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიის მეშვეობით კი, შესაძლებელი იქნება საქართველოში არსებული სამთო კარიერებისა და სხვადასხვა გეოლოგიური საწარმოო არეალის დათვალიერება. 

ვირტუალური მოდელირებისა და სიმულაციების ლაბორატორიის გახსნის ღონისძიებაზე უნივერსიტეტს, „არემჯი გოლდსა“ და „არემჯი კოპერს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა, რომლის თანახმადაც სტუდენტური მხარდაჭერის პროგრამის მიმართულებით გაგრძელდება პროექტი „არემჯის საზაფხულო სკოლა“, სასწავლო საველე პრაქტიკები სამთო და გეოინჟინერიის, გეოლოგიის, ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები, გეოდეზიისა და შრომის უსაფრთხოების საგანმანათლებლო პროგრამების დაწყებითი კურსის სტუდენტებისათვის, „არემჯის სასტიპენდიო პროგრამა“ და მასში სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, სატრანსპორტო სისტემების და მექანიკის ინჟინერიის, ენერგეტიკის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტების სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას, ასევე, გაფართოვდება სტაჟირების პროგრამა სტუდენტებისთვის.

სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა საწარმოო პრაქტიკები გაიარონ „არემჯი აურამაინის“ ბექთაქარის მაღაროს მიწისქვეშა, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ სამთამადნო პროექტში. მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით გაგრძელდება სტუ-ის საერთაშორისო კონფერენციების ფინანსური და ინტელექტუალური მხარდაჭერა, დაიწყება ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამა, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს, რომლებიც თავიანთ სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომებში იმუშავებენ დარგის პრობლემატიკაზე, ექნებათ შესაძლებლობა კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე აწარმოონ კვლევითი სამუშაოები.

გაგრძელდება იმ დოქტორანტების ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება, რომელთა სადისერტაციო ნაშრომები შეეხება კომპანიის ტექნოლოგიური პრობლემატიკის გადაჭრის გზების ძიებას. “არემჯი” მხარს დაუჭერს სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტს, საერთაშორისო ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებაში, როგორც სტუდენტური გაცვლითი პროგრამების, ასევე, კვლევების ინტერნაციონალიზაციის და საექსპერტო კვლევების მიმართულებით.

ასევე, პროექტის – „გახდი სამთოელი“ – ფარგლებში “არემჯი” გააგრძელებს სამთო-გეოლოგიური და სხვა ტექნიკური პროფესიების ცნობადობის ამაღლებას, რითაც ხელი შეეწყობა კომპანიის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის პოპულარიზაციას.


მსგავსი

სიახლეები

სტუ-ის სტუდენტის ნამუშევრები აშშ-ის საერთაშორისო პოსტერის ბიენალეს გამარჯვებულია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ერთ-ერთი მაღალრეიტინგული სტუდენტის - ბაკალავრ დიმიტრი კაზაროვის ორი პოსტერი, რომლებზეც მან მიმდინარე სასწავლო წლის...

სიახლეები

აქციე იდეა რეალურ სტარტაპად – მასტერკლასი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

გაქვს ბიზნეს-იდეა, მაგრამ არ იცი, საიდან დაიწყო? გსურს გაიგო, როგორ მუშაობს სტარტაპ ეკოსისტემა? საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების...

სიახლეები

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგოეფექტურობის ცენტრმა თბური წინაღობის საზომი მოწყობილობა გადასცა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტს, შენობებების თბოსაიზოლაციო თვისებების შეფასებისა და ენერგოაუდიტის სწავლების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაცია “ენერგოეფექტურობის ცენტრმა საქართველომ” (EECG) თბური...

სიახლეები

IAAC 2026 – ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებული სტუდენტებისთვის საერთაშორისო კონკურსი იწყება

2026 წლის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა ასტრონომიით და ასტროფიზიკით დაინტერესებულ სტუდენტებისთვის (IAAC) კონკურსს აცხადებს. ეს არის საგანმანათლებლო სამეცნიერო კონკურსი, რომელიც მსოფლიოს...

სიახლეები

2025-2026 სასწავლო წლის მეორე (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგი

სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2026 წლის 26 თებერვლის ბრძანების თანახმად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის მეორე  (გაზაფხულის) სემესტრი 2026...

სიახლეები

კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად კონკურსს აცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: მთავარი მეცნიერი...

მოგვწერეთ