მობილობის მსურველმა სტუდენტმა მკაცრად უნდა დაიცვას ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროცედურა არ განხორციელდება.

მობილობასთან დაკავშირებული საჭირო დოკუმენტაცია

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);-ვაჟებისთვის
  • სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი, დამოწმებული უსდ ბეჭდით
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი (დამოწმებული უსდ ბეჭდით)
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
  • პირად საქმეში არსებული სხვა დოკუმენტაცია

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას სტუ-ის შერჩეულ პროგრამაზე გარე მობილობისთვის გამოყოფილი ვაკანტური ადგილებისა და დაშვების პირობების შესახებ: https://students.emis.ge/VacancyInfo

მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე students.emis.ge გაივლის რეგისტრაციას (2026 წლის 24 აგვისტოდან  8 სექტემბრის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ–ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სტუ-ს.

2026-2027 სასწავლო წლის I სემესტრიდან სტუ–ის საგანმანათლებლო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის უფლების მქონე სტუდენტთა საბუთები მიიღება:

2026 წლის  11 – 16  სექტემბრის  ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00 სთ-დან – 16:00  სთ-მდე;

მისამართი: კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; მე-3 სართული; ოთახი 334.

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

  • საქართველოს მთავრობის 2026 წლის 20 მაისის №212 დადგენილების გათვალისწინებით, მილევად რეჟიმში არსებულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, სტუდენტთა მობილობის წესით მიღება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია სტუდენტისთვის არანაკლებ 45 კრედიტის აღიარება.
  • იმ შემთხვევაში, თუ ფაკულტეტმა განახორციელა საბაკალავრო პროგრამების მოდიფიცირება 180-კრედიტიან ფორმატში, ხოლო არსებული სტუდენტებისთვის კვლავ რჩება 240-კრედიტიანი სასწავლო გეგმა, სტუდენტს, მის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობის საფუძველზე, შეეთავაზება შესაბამისი მოცულობის საგანმანათლებლო პროგრამა;
  • 2026-2027 სასწავლო წლის საშემოდგომო მობილობის ფარგლებში, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, სამაგისტრო საფეხურის პროგრამებზე, სტუდენთა მიღება უნდა მოხდეს მოდიფიცირებამდე არსებული სახით არსებულ 120-კრედიტიან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე.

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის);
  3. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  4. გამომშვები უსდ-დან სტუდენტის შესახებ არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების /აღდგენის /შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
  5. უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
    • ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
    • მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი;
    • დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის  ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი.

იხ. დანართი 1

საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება:

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“;) მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის 27 აგვისტოს და 8 სექტემბერს, 1200 სთ-დან 1700 სთ-მდე;

  • მისამართი: თბილისი; კოსტავას N68, სტუ ს  I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 408.

დიზანის საერთაშორისო სკოლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე (ინგლისურენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო  პროგრამა ,,დიზაინი”)  მობილობის მსურველებმა უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც ჩატარდება 2026 წლის – 7 სექტემბერს,  1200 საათზე;

  • მისამართი: თბილისი; კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ს VIII კორპუსი; მე-2 სართული; ოთახი 4.

იხ. დანართი 2

სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ  წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, აცნობებს მობილობის მსურველ პირს არაუგვიანეს 2026 წლის 18 სექტემბრისა;

მობილობის მსურველი ვალდებულია გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით  განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ–ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას წინასწარი გაფრთილების გარეშე არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ.

იხ. დანართი 3

გთხოვთ გაითვალისწინოთ:

საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობის/ უარის განაცხადის გაკეთება უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან, ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე;

ბრძანება სტუ–ში  მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა;

სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.

იხ. დანართი 4

მობილობით გადმოსვლის მსურველმა პირმა, რომელიც სსიპ – მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე გაივლის რეგისტრაციას (2025 წლის 29 იანვრიდან –  7 თებერვლის ჩათვლით) და მოიპოვებს სტუ-ში მობილობის წესით გადმოსვლის უფლებას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს უნივერსიტეტს შიდა რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენად. მობილობის წესით გადმომსვლელმა, 2025 წლის 12 თებერვლიდან – 14 თებერვლის ჩათვლით, განცხადება დანართი 1 (ჩამოსატვირთი დოკუმენტი) და თანდართული დოკუმენტაცია დანართი 2 უნდა წარადგინოს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კოსპუსში, მისამართზე: თბილისი; კოსტავას 77; მე-3 სართული; ოთახი 334. საბუთები 10:00 საათიდან 16:00 საათამდე მიიღება.

მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველმა უნივერსიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ასლი (ვაჟებისათვის).
  • სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) დამოწმებული ბეჭდით;
  • პირად საქმეში არსებული ყველა ბრძანების (პირველადი ჩარიცხვის; სტატუსის შეჩერების/ აღდგენის/ შეწყვეტის) დამოწმებული ასლები;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში):
  1. ბაკალავრმა – საშუალო განათლების ატესტატის ასლი;
  2. მაგისტრანტმა – ბაკალავრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა);
  3. დოქტორანტმა – მაგისტრის დიპლომის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ასლი (იხ. შენიშვნა).

საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ტარდება გასაუბრება: არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები (საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; რუსულენოვანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „არქიტექტურა“; საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“). მობილობის მსურველებმა, უნდა გაიარონ გასაუბრება, რომელიც 2025 წლის 6 თებერვალს, 11:00 საათზე ჩატარდება. (მისამართი: თბილისი; კოსტავას #68, სტუ-ს I კორპუსი, მე-4 სართული, ოთახი 402 ა).

დიზაინის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე –  ,,დიზაინი” – მობილობის მსურველებისთვის გასაუბრება 2025 წლის 4 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით, 12:00 საათზე ჩატარდება (მისამართი: თბილისი; კოსტავას ქუჩა 75, სტუ-ს VIII კორპუსი; მე-2 სართული; მე-14 აუდიტორია).

ჩათვლილი კრედიტებისა და ამის საფუძველზე განსაზღვრული სასწავლო წლის შესახებ ინფორმაციას, შესაბამისი ფაკულტეტი, მობილობის მსურველ პირს აცნობებს არაუგვიანეს 2025 წლის 17 თებერვლისა. მობილობის მსურველი ვალდებულია, გაეცნოს დასკვნას და იმავე დღეს წერილობით განაცხადოს თანხმობა ან უარი სტუ-ში მობილობით გადმოსვლის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, არ განიხილოს საკითხი მისი მობილობის წესით სტუ-ში ჩარიცხვის შესახებ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ: საბუთების მიღება და სტუ-ში გადმოსვლასთან დაკავშირებით თანხმობა/ უარის განაცხადის გაკეთება, უნდა მოხდეს პირადად განმცხადებლისგან ან მისი ნდობით აღჭურვილი პირისგან ნოტარიულად დამტკიცებული მინდობილობის საფუძველზე.

შენიშვნა: ქვემოთ ჩამოთვლილ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია მიიღება შესაბამისი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობების გათვალისწინებით.

N

სამაგისტრო საგამანათლებლო პროგრამა

სამაგისტრო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები

1. ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიები (რუსულენოვანი)

მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ინჟინერიის, წარმოების და მშენებლობის სფეროში, ასევე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის სფეროში (გეოლოგია, გეოფიზიკა, ქიმია)

2. სატყეო საქმე

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ (01) აგრარული მეცნიერების, (05) მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერების ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს

3. მეცხოველეობა

მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროს მიხედვით: 0831 – “მეთევზეობა”; 0841 – “ვეტერინარია”; 0849 – “ვეტერინარია – არაკლასიფიცირებული”; 0811 – “მემცენარეობა და მეცხოველობა”; 0511 – “ბიოლოგია”, სავალდებულოა ინგლისური ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი სერთიფიკატის/დოკუმენტის წარმოდგენა.

N

სადოქტორო საგამანათლებლო პროგრამა

სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები

1. მშენებლობა

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროდან:  მშენებლობა და სამოქალაქო სამოქალაქო ინჟინერია

2. სამხედრო ინჟინერია

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროდან: საგანგებო სიტუაციების მართვა.

3. წყლის რესურსების ინჟინერია

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროდან: გარემოსმცოდნეობა; ეკოლოგია.

4. ტრანსპორტი

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროდან: სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

5. მექანიკის ინჟინერია და ტექნოლოგია

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროდან: სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა.

6. საერთაშორისო ურთიერთობები

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროდან: სოციალური მეცნიერებები, ჰუმანიტრული მეცნიერებები, სამართალი, საჯარო მმართველობა, უსაფრთხოება და თავდაცვა.

7. ინფორმატიკა

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს შემდეგი მიმართულებებიდან: „ინფორმატიკა“, „საინჟინრო“, „ზუსტი და საბუნებისმეტყველო“, „ეკონომიკა“.

8. მათემატიკა

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ვიწრო სფეროდან: მათემატიკა და სტატისტიკა.

9. მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ვიწრო სფეროს, „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“, დეტალური სფეროდან: „ელექტრონიკა და ავტომატიზაცია“, „ელექტრობა და ენერგია“, „ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები“, „ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული“; ვიწრო სფეროების: „ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები“, „მათემატიკა და სტატისტიკა“.

10. ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი)

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ვიწრო სფეროდან:  „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“,“ ჯანდაცვა“, „ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები“ ,  ინფორმაციის და კომუნიკაციის ტექნოლოგიები.

11. ეკონომიკა

სწავლის უფლება აქვს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის დეტალური სფეროს – „ეკონომიკა“; „განათლების მეცნიერება“; „პოლიტიკის მეცნიერებები და მოქალაქეობრიობის საფუძვლები“; „სოციალური და ქცევითი მეცნიერებები“; „საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა“; „ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა“; „მენეჯმენტი და ადმინისტრირება“; „მარკეტინგი და რეკლამა“; „სამართალი“; „სტატისტიკა“; „ტურიზმი“; “მათემატიკა”; „ინფორმატიკა“; „ფილოსოფია“; “ჯანდაცვა და სოციალური კეთილდღეობა“; „ინჟინერია და საინჟინრო საქმე“ შესაბამისი განათლების, მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.

12. სოციალური მეცნიერებები

სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს   მაგისტრის კვალიფიკაციას ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროს: 01 განათლება; 02 ხელოვნება; ჰუმანიტარული მეცნიერებები; 03 სოციალური მეცნიერებები; ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; 04 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი);

13. თეოლოგია-საქართველოს ეკლესიის ისტორია

სადოქტორო პროგრამზე სწავლის უფლება აქვს პირს, რომელიც ფლობს   მაგისტრის კვალიფიკაციას ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს (სწავლის სფეროების კლასიფიკატორის ფართო სფეროს: 01 განათლება; 02 ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები; 03 სოციალური მეცნიერებები, ჟურნალისტიკა და ინფორმაცია; 04 ბიზნესი, ადმინისტრირება და სამართალი).

სტუ-ში მობილობით ჩარიცხული სტუდენტი აკადემიურ და ფინანსურ ხელშეკრულებას ფაკულტეტთან აფორმებს ბრძანების გამოცემის შემდგომ.  ბრძანება სტუ-ში მობილობით ჩარიცხვის შესახებ გამოიცემა არა უგვიანეს 2025 წლის 1 მარტისა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?