„მოტივაციის განვითარება: როგორ ვაქციოთ შიში განვითარებად“ – ტრენინგი სტუ-ში
25 დეკემბერი 2025
24 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში, ახალგაზრდა პედაგოგებისთვის ტრენინგი სახელწოდებით „მოტივაციის განვითარება: როგორ ვაქციოთ შიში განვითარებად" ჩატარდა.
შეხვედრა ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის PROMENT ფარგლებში გაიმართა.
ტრენინგს, რომლის მიზანი იყო შიშთან მუშაობის ფსიქოლოგიური მექანიზმების გაცნობა და მისი განვითარების რესურსად გააზრება, ტრენერი, ფსიქოთერაპევტი დიანა ნიკოლაიშვილი უძღვებოდა.
შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს პროფესიული მოტივაციისა და თვითგანვითარებისთვის, პრაქტიკული ინსტრუმენტები შესთავაზა.