ტრენინგები
PROMENT-ის ფარგლებში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბოლოო პიჩინგის ღონისძიება გაიმართა
14 იანვარს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრში გაიმართა PROMENT-ის ტუტორინგის და მენტორინგის პროგრამის შემაჯამებელი პიჩინგის ღონისძიება. აქტივობა პროექტის მეორე პილოტირების ფარგლებში ჩატარდა და მიზნად ისახავდა პროგრამის მონაწილეთა მიერ მიღებული გამოცდილებისა და შედეგების წარმოჩენას.
„გახდით სტუდენტთა განვითარების მეგზური” – მენტორინგის პროგრამაში ჩართვის მოწვევა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი, მენტორინგის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს იწვევს.
„მოტივაციის განვითარება: როგორ ვაქციოთ შიში განვითარებად“ – ტრენინგი სტუ-ში
24 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში, ახალგაზრდა პედაგოგებისთვის ტრენინგი სახელწოდებით „მოტივაციის განვითარება: როგორ ვაქციოთ შიში განვითარებად” ჩატარდა.
სტრესის მართვის ტრენინგი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სტრესის მართვის ტექნიკები იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის”, რომელიც განკუთვნილი იყო ქართველი და უკრაინელი სტუდენტებისთვის.
სტრესის მართვის ტრენინგი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის
„სტრესის მართვის ტექნიკები” – ამ თემაზე 23 დეკემბერს, 14:00 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი იძულებით გადაადგილებული სტუდენტებისთვის სპეციალურ ტრენინგს ჩაატარებს.
სტუ-ში სტუდენტთა მხარდაჭერის გასაძლიერებლად ტუტორთა გადამზადების ტრენინგები ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მენტორინგისა და ტუტორინგის ცენტრში ტრენინგების სერია გაიმართა, რომელიც სტუდენტთა მხარდაჭერის სისტემის გაძლიერებაზე და ტუტორების პროფესიული უნარების განვითარებას ისახავდა მიზნად.