ტუტორინგი და მენტორინგი: გავლენის, სინერგიისა და წარმატების ისტორიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტუტორინგისა და მენტორინგის ცენტრი გიწვევთ ტუტორინგისა და მენტორინგის პროგრამების ფინალურ პიჩინგ ღონისძიებაზე – „ტუტორინგი და მენტორინგი: გავლენის, სინერგიისა და წარმატების ისტორიები", რომელიც გაიმართება 2026 წლის 14 იანვარს, ოფლაინ ფორმატში.
ღონისძიების მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განხორციელებული ტუტორინგისა და მენტორინგის აქტივობების შედეგების წარდგენა, მონაწილეთა გამოცდილების გაზიარება და T&M პროგრამების მეორე პილოტირების ეტაპის შეჯამება.
ღონისძიება ტარდება Erasmus+ პროექტის PROMENT ფარგლებში: „პროფესიული განათლებისა და სტუდენტთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მენტორობისა და ტუტორობის კომპლექსური სისტემის ჩამოყალიბების გზით".
ღონისძიება გაიმართება 2026 წლის 14 იანვარს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პირველი კორპუსი, კოსტავას ქ. 77, თბილისი.