სტუ-ის რექტორი საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ევროპული საბჭოს მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

,,საქართველო ღირსებით, მშვიდობითა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით ბრუნდება იმ ისტორიულად მნიშვნელოვან გარემოში, რომელსაც მრავალი წელი ქმნიდნენ მოაზროვნეები: გორგასალი, კირიონ I, პეტრე იბერი, რუსთაველი, პეტრიწი, სარგის თმოგველი, ჩახრუხაძე, სულხან-საბა ორბელიანი, ანტონ I კათალიკოსი, ნიკო ნიკოლაძე, ვაჟა, ილია, აკაკი…

სამწუხაროდ, ბედის უკუღმართობის გამო, საქართველო მრავალი წელი ელოდა ამ მნიშვნელოვან აღიარებას.

დღეს ჩვენ გვაქვს ამბიცია, მნიშვნელოვანი სიტყვა ვთქვათ ჩვენი უდიდესი ისტორიის, მეცნიერების, კულტურისა თუ ხელოვნების საერთო ევროპულ საგანძურში შეტანით.

14 დეკემბერი – ეს არის ისტორიული თარიღი, რომელიც გვაძლევს შანსს დავიკავოთ ჩვენი ღირსეული ადგილი თავისუფალ სახელმწიფოთა კავშირში.

წინ ევროპისკენ!”

სტუ-ში საჯარო ლექცია – „სვანური კოშკების საიდუმლოება – პასიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები“ გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – „სვანური კოშკების საიდუმლოება – პასიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები“ გაიმართა.

საჯარო ლეციაზე მოხსენებით ფაკულტეტის პროფესორი ნანი მეფარიშვილი და აკადემიური დოქტორი ხათუნა სიჭინავა წარსდგნენ და სტუდენტებს, კვლევასთან ერთად,  მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა გააცნეს.

როგორც მომხსენებლებლებმა აღნიშნეს, გლობალური დათბობის ტენდეციის გამო, სულ უფრო აქტუალური ხდება ადგილობრივი ბუნებრივი სამშენებლო მასალებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და უძველესი უნიკალური საცხოვრებელი შენობების სამეცნიერო დონეზე შესწავლა იმ მიზნით, რომ კვლევების შედეგების დანერგვა-გაზიარება თანამედროვე მშენებლობის პროცესში მოხდეს. გამომსვლელების თქმით, აღნიშნულის საუკეთესო მაგალითი სვანური კოშკებია.

„დღეისათვის, გლობალური დათბობის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, სულ უფრო აქტიურად ხდება უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისას გამოყენებული პასიური გათბობისა და გაგრილების სისტემების შესწავლა. ეს მეთოდები გვხვდება სხვადასხვა ძველი ცივილიზაციების საცხოვრებელ შენობებში, რაც ზოგ შემთხვევაში, სრულიად უნიკალურია და მხოლოდ ადგილობრივი არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი. ამ მხრივ კვლევებისთვის ძალიან საინტერესოა სვანეთი – ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი მხარე, რომელსაც უნიკალურობას უნარჩუნებს იდუმალებით მოცული, კირით მყარად ნაგები კოშკები. სვანური საცხოვრებლის მშენებლობაში გამოიყენებოდა რიყის ქვა და ლოდები. პირველი კოშკი მე-8-9 საუკუნეში  გვხვდება, ბოლო კოშკი კი მე-18 საუკუნეში აშენდა. უშგულში დაცულია საერთო-სათავდაცვო დანიშნულების კოშკებიც, რომლებიც თამარ მეფის სახელს უკავშირდება. სოფელი ჩაჟაში კი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საუკეთესო ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. სვანური კოშკი, როგორც უძველესი საინჟინრო ნაგებობა, მრავალმხრივ საინტერესოა, თუმცა ასევე, საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს. კოშკი თავისი უსაძირკვლო კონსტრუქციით იდეალურად შეეფერება სეისმურად აქტიურ რეგიონს, ხოლო განლაგება ფერდობის მიმართ ისეა გათვლილი, რომ ზვავებისა და მეწყერებისგან იცავს ძირითად საცხოვრებელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნაგებობას აქვს სითბოს შესანახი კამერა – ეს კოშკის დაგმანული პირველი სართულია, აქვს კარგი თბოიზოლაცია და შესანიშნავად მოწყობილი სავენტილაციო სისტემა – დეფლეტორით, რომელიც ბოლო სართულზეა მოწყობილი და თვალსაჩინოდ ჩანს გადახურვის პრინციპში. ჩვენი კვლევის მიზანია საფუძვლიანად შევისწავლოთ და ამოვხსნათ სვანური საცხოვრებლის საიდუმლო, რომელიც კოშკთან ერთად, თანამედროვე ენერგოპასიური შენობებისთვის დამახასიათებელი პრინციპების გათვალისწინებით შექნილი ნაგებობაა“, – აღნიშნა პროფესორმა ნანი მეფარიშვილმა. 

საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მომავალმა ინჟინრებმა მკვლევრებს არაერთი შეკითხვა დაუსვეს და იმ შესაძლებლობით დაინტერესდნენ, რაც უძველესი ენერგოპასიური მშენებლობისა და „ხალხური არქიტექტურის“ მიღწევების თანამედროვე მშენებლობაში გამოყენებას უკავშირდება.

 

სტუ-ში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღე აღინიშნა. საუნივერსიტეტო სივრცეში ახალი ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს, მთის საერთაშორისო დღეს დაფუძნდა და დღეს უკვე, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ ოთხ პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცოდნას 300-მდე სტუდენტი ეუფლება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი – ავთანდილ კორახაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი – ნოდარ ჭითანავა, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის მთიანი რეგიონების განვითარების საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მირიან წიკლაური, სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა მიწვეული სტუმრები. 

ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ  გახსნა, ფაკულტეტის ხელმძღვანელს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მან საუნივერსიტეტო სივრცეში ახალშექმნილი ფაკულტეტის ისტორია მიმოიხილა და იმ წარმატებულ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ფაკულტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა და სტუდენტებმა 2021 წლიდან დღემდე განახორციელეს.

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი, თავისი 2-წლიანი ისტორიის მიუხედავად, ერთ-ერთი წარმატებულია საუნივერსიტეტო სივრცეში და მის სტუდენტებს ყველა საშუალება აქვთ, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, ქვეყნისთვის უაღრესად საჭირო პროფესიები აითვისონ, ჩაატარონ ექსპერიმენტები, კვლევები, სამეცნიერო კონფერენციები თუ სემინარები და რაც მთავარია, კონკურენტუნარიან სპეციალისტებად და მკვლევრებად ჩამოყალიბდნენ.  

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია ყველა ის პროფესია, რომლებსაც ახალგაზრდები ალმა-მატერში ეუფლებიან, მაგრამ დღეს, 21-ე საუკუნეში, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოს მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარებისთვის კონკურენტუნარიანი ახალგაზრდა სპეციალისტების მომზადება. მთიანი რეგიონების განვითარება ერთ-ერთი აქტუალური საერთაშორისო გამოწვევაა, რისი დასტურია ისიც, რომ გაერო 2002 წლიდან აღნიშნავს მთის საერთაშორისო დღეს. ახალი ფაკულტეტი, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის – ავსტრიის, შვეიცარიის, იტალიის, შოტლანდიის და ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გაზიარებითა და ქართულ სინამდვილესთან ადაპტირებით, სწორედ 2 წლის წინ, 11 დეკემბერს დაარსდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჩვენი უნივერსიტეტი ერთადერთია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი ოთხი საბაკალავრო პროგრამით მოქმედებს და ამ ფაკულტეტზე, დღევანდელი მოცემულობით, 300-მდე სტუდენტი სწავლობს. ჩვენი ახალგაზრდებისთვის ამ უნიკალური შესაძლებლობის შექმნისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რადგან სწორედ იმ დროიდან დაიწყო ფაკულტეტის დაარსებაზე ზრუნვა. ქმედითი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, ყოფილ მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს – უნივერსიტეტი ძალისხმევას არ დაიშურებს, აღზარდოს პროფესიონალი კადრები, რომლებიც უშურველად იზრუნებენ მთიანი რეგიონების განვითარებისთვის. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს და გისურვებთ წარმატებებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა დავით გურგენიძემ.   

სტუ-ის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ნოე ხოზრევანიძემ მადლობა გადაუხადა რექტორსა და  უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ასევე, პარტნიორ ორგანიზაციებს იმ მხარდაჭერისთვის, რაც ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მიმართ ვლინდება.

„ჩვენი ფაკულტეტი 2021 წლის 11 დეკემბერს ჩამოყალიბდა. ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ კოლეგებს, სტუდენტებს, პარტნიორ ორგანიზაციებს და ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მთიანი რეგიონების მდგრადი განვითარების საკითხები. ჩვენ არ ვართ დიდი ისტორიის მქონე ფაკულტეტი, მაგრამ 2 წლის განმავლობაში აქტიური და ორგანიზებული მუშაობით მივაღწიეთ იმას, რომ ოთხ საბაკალავრო პროგრამაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 300-მდე სტუდენტი სწავლობს. ის, რომ ჩვენი პროგრამები მიმზიდველია ახალგაზრდებისთვის, ამას მოწმობს ერთიან ეროვნულ გამოცდებში ოთხივე პროგრამაზე კონკურსების მაღალი მაჩვენებელი. დღეს, მილანის უნივერსიტეტთან პარტნიორობით, იქმნება   ახალი ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა, ასევე, უკვე შემუშავებული გვაქვს სამაგისტრო პროგრამა და შესაბამისი სილაბუსები. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს საველე პრაქტიკები სტუდენტების ჩართულობითა და ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციით. მნიშვნელოვანია, რომ უახლოეს მომავალში ფაკულტეტი დაანონსებს ორგანული ფერმერული პროდუქტების წარმოების ასოციაციის შექმნას, ასევე, ვგეგმავთ ორგანული ფერმერული ტურიზმის ასოციაციის დაფუძნებასაც. უნდა აღინიშნოს, რომ ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობითა და თანაორგანიზებით, გაიმართა ორი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. ახალგაზრდებისთვის ვაწყობთ კონკურსებს, გამოფენებს, განვიხილავთ გაცვლითი პროგრამების კიდევ უფრო მეტად გააქტიურების საკითხებსაც და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით სერიოზული ნაბიჯების გადადგმას. უამრავი გეგმა გვაქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ფაკულტეტის განვითარებასა და დეფიციტურ პროფესიებში ახალგაზრდა სპეციალისტთა თუ დარგის მკვლევართა აღზრდა-ფორმირებასთან“, – აღნიშნა ნოე ხოზრევანიძემ.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე რექტორმა და ფაკულტეტის ხელმძღვანელმა საპატიო სიგელებით დააჯილდოვეს  ასოცირებული პროფესორები – კობა კობალაძე და შორენა კუპრეიშვილი. სერტიფიკატები გადაეცათ საუნივერსიტეტო სტუდენტური ოლიმპიადის – ,,ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირება“ და სტუდენტთა მე-3 სამეცნიერო კონფერენციის – „მთის ეკოსისტემები“ მონაწილე სტუდენტებს, ხოლო სტუდენტურ ოლიმპიადაში გამარჯვებული ოთხი სტუდენტი – თამარ სეფაშვილი, ირაკლი ჭინჭარაული, ანა ომანაძე და ნუში ჯაყელი ფაკულტეტმა სპეციალური პრიზებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავის ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია FAO – The Food and Agriculture Organization.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, სენაკში „მე ვხედავ მზეს“ წარადგინა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდიამ – „მოდინახე“, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, სენაკში, დიმიტრი ჯაიანის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში, სპექტაკლი გამართა.

„მოდინახეს“ დასი მაყურებლის წინაშე ცნობილი მწერლისა და ჰუმანისტის, ნოდარ დუმბაძის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლით „მე ვხედავ მზეს“, წარსდგა. სპექტაკლის რეჟისორია გიორგი ჭანტურია, დამდგმელი რეჟისორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კი – ნუგზარ ბუცხრიკიძე.

სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელის თქმით, „მოდინახეს“ სცენაზე ნოდარ დუმბაძის ოთხი პიესა გადის. სპექტაკლმა „მე ვხედავ მზეს“, რომელშიც, საქართველოს ტექქნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობენ, სრული ანშლაგით ჩაიარა და მას ესწრებოდნენ: სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია,მერის პირველი მოადგილე, ბადრი ქუთელია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან უჩანეიშვილი, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ეჯიბია, თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.

„სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა, ეს არის ჩვენი დასის კიდევ ერთი წარმატება. როლებს, რომელიც საქართველოს დიდმა მსახიობებმა შეასრულეს, სტუდენტები, მოყვარული მსახიობები ასრულებენ. ახალგაზრდებმა დიდი შრომით მიაღწიეს წარმატებას, ძალიან საინტერესოდ და ახალი ხედვით თამაშობენ. სენაკმა, უკვე მერამდენედ, დიდი სიყვარულითა და ოვაციით მიგვიღო. ეს ნამდვილად დიდი მოტივაციაა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მხარდაჭერისთვის, ხოლო სენაკის მუნიციპალიტეტის მერს, მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრს გულთბილი მიღებისთვის. უღრმესი მადლობა მაყურებელს, რომელთა მხრიდან გამოხატული სიყვარულის სითბო დიდხანს ემახსოვრება ჩვენი დასის მოყვარულ მსახიობებს“, – აცხადებს ნუგზარ ბუცხრიკიძე.

ინფორმაციისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი საუნივერსიტეტო ტრადიციების მქონე სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“2022 წელს დაარსებიდან 75 წელი შეუსრულდა.

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/10 დღის წესრიგი

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) შემადგენლობაში ცვლილების შეტანის შესახებ – მომხსენებელი უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დავით გორგიძე;

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ – მომხსენებელი სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის  უფროსი ბექა მაისურაძე;

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ – მომხსენებელი ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ლენა შატაკიშვილი;

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დებულებაში ცვლილების შეტანის შესახებ  – მომხსენებელი სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი აბრამიშვილი;

5. აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე „ბიოლოგიურად აქტიური ნაერთების კვლევის ლაბორატორიის“ შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ – მომხსენებელი აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ედიშერ კვესიტაძე;

6. დოკუმენტური ფილმის „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლოვანი ისტორია“ პროექტის დამტკიცების შესახებ – მომხსენებელი უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი დავით ოქიტაშვილი;

7. მიმდინარე საკითხები.

წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომა №01-06-02/10 ჩატარდება

2023 წლის 13 დეკემბერს, 14:00 საათზე

ადმინისტრაციული კორპუსი, გიორგი ნიკოლაძის დარბაზი

სტუ-ში სემინარი – „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“ გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, უნივერსიტეტისა და ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, სამეცნიერო სიმპოზიუმის – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყაროს“ ფარგლებში, სემინარი – „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“ გაიმართა.

სემინარი, რომელსაც ესწრებოდნენ ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ავთანდილ არაბული, გახსნა სტუ-ის რექტორმა.

როგორც დავით გურგენიძემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, სემინარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორეს კურთხევით ტარდება.

„სამეცნიერო სიმპოზიუმის – „მარადიული ღირებულებები და მარად ცვალებადი სამყარო“, ციკლი დაიწყო პატრიარქის აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში. სიმპოზიუმის ეგიდით, ჩვენი სულიერი მამები საქართველოს რეგიონებში ხვდებიან მოსახლეობას და მათ კულტურულ-საგანმანათლებლო თემებზე ესაუბრებიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩაერთო ღონისძიებების ციკლში, მადლობა მინდა ვუთხრა სტუმრებს სემინარის ჩატარებისთვის. აინშტაინი წერდა: ,,მეცნიერება, რომელიც არ ეფუძნება რელიგიას, ნდობას არ იმსახურებს“, ამდენად, უნივერსიტეტში შეკრება შემთხვევითი არაა. დიახ, რწმენა და ცოდნაა ჭეშმარიტების ორი ფრთა, რაც ჩვენმა ახალგაზრდებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. დარწმუნებული ვარ, სემინარზე წარდგენილი თემა ხელს შეუწყობს სამოქალაქო მშვიდობის განმტკიცებასა და საზოგადოებრივი ურთიერთობების განვითარებას. ჩვენმა პატრიარქმა ერთ-ერთ თავის ეპისტოლეში ბრძანა: „დროის მოთხოვნილებები, დროის სული ცვალებადია, ხშირად იგი ცრუ იდეალებს გვთავაზობს და ბევრი შეჰყავს შეცდომაში იმის მიუხედავად, რომ ხედავენ, რაც გუშინ სამაგალითოდ ითვლებოდა, მას დღეს დასცინიან და რასაც დღეს აქებენ, ხვალ შეიძლება დაიწუნონ“. დიახ, დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ მარადიულია სული, რომელზე ზრუნვაც ჩვენი უპირველესი მოვალეობაა. მარადიულია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ენა ქართული – ეს არის ჩვენი იდენტობის მთავარი ღირებულება.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები ითხოვს რელიგიის საკითხისადმი განსაკუთრებულ მიდგომას. თანამედროვე ცივილიზებული სამყარო მშვიდობის პრობლემის გადაჭრაში აქტიურად რთავს ქრისტიანულ ეკლესიას, რაც განაპირობებს მის სიღრმისეულ გააზრებას, პროფესიონალი კადრების აღზრდას, ამ მიმართულებით სამეცნიერო საქმიანობის გააქტიურებას და ა.შ. დღეს, ინტელექტუალურ მსოფლიოში ქრისტიანობის ისტორიული გამოცდილების ასათვისებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს, რათა გადაიჭრას ისეთი სერიოზული პრობლემები, როგორიცაა: ეკლესიათა გაერთიანება მსოფლიოში მშვიდობისათვის; მისიონერული მიმართულებები; ქრისტიანობის ურთიერთმიმართების პრობლემა სხვადასხვა რელიგიებთან და ა.შ. ამ ჭრილში გასათვალისწინებელია მნიშვნელოვანი მოცემულობაც, რომ ცივილიზაციათა გზასაყარზე მყოფი ჩვენი ქვეყანა ოდითგანვე გამოირჩევა ეთნიკურ-კომფესიური სიჭრელით და თვით ქრისტიანობაც ჩვენში მრავალი მიმართულებით არის წარმოდგენილი.

მიხარია, რომ დღეს სემინარს ბევრი ახალგაზრდა ესწრება და ისიც სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედებს თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრი. ქრისტიანობის ისტორიის ჰუმანიტარულ დარგებთან კონტექსტში სწავლება და კვლევა უნდა შეესაბამებოდეს დასავლეთის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას, მაგრამ ამავდროულად, საჭიროა გამოიკვეთოს საქართველოსთვის პრიორიტეტული მიმართულებები. სწორედ ასეთ მიდგომებს ეთმობა დიდი ყურადღება იმ კვლევებში, რომლებსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის სამეცნიერო ცენტრი ახორციელებს. ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო-თეოლოგიური კვლევები განსაკუთრებულ როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოს მშენებლობასა და დემოკრატიულ პრინციპებთან მის დაახლოებაში.

უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტი უნდა ჩამოყალიბდეს არა მხოლოდ პროფესიონალ სპეციალისტად, არამედ მაღალი თვითშეგნების მქონე მოქალაქედ და საზოგადოების სრულფასოვან წევრად, რაშიც დიდი წვლილი სწორედაც რომ სულიერებას მიუძღვის. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს ახალგაზრდებს და კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ მიტროპოლიტ დანიელს, მიტროპოლიტ ანანიას და ბატონ ავთანდილ არაბულს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

სემინარზე – „ეროვნული ენა და სახელმწიფო ენა 21-ე საუკუნეში“, დამსწრე საზოგადოების წინაშე მოხსენებით წარსდგა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი. შეხვედრის დასასრულს კი, აწყურის ღვთისმშობლის ხატის საქართველოში მოგზაურობის ამსახველი ფილმის ჩვენება შედგა.

 

სტუ-ში ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „ლაიონ ტრანსს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და კომპანიის დირექტორმა გურამ ყველაიძემ მოაწერეს ხელი, სტუ-ის სატრანსპორტრო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტზე ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევითი ლაბორატორია გაიხსნა. სასწავლო-კვლევითი ლაბორატორიის კონცეფცია საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიმუშავა, ხოლო ლაბორატორიის აღჭურვა კომპანიამ დააფინანსა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

უნივერსიტეტის ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, კომპანია ,,ლაიონ ტრანსი“ ელექტროავტომობილების სასწავლო-კვლევით ლაბორატორიას უზრუნველყოფს დარგის შესწავლისა და განვითარებისთვის აუცილებელი  დანადგარებითა და მასალებით, როგორიცაა: ელექტროავტომობილის ელექტროძრავა; ელექტროავტომობილის მთავარი გადაცემა (რედუქტორი) დიფერენციალი; P-D-R გადამრთველი სელექტორი; ელექტროავტომობილის მაღალი ძაბვის აკუმულატორთა ბატარეა; ელექტროავტომობილის მაღალი ძაბვის ელექტროსადენები; ელექტრო დენის მიწოდების მარეგულირებელი ინვერტორი; მუდმივი დენის ძაბვის გარდამქმნელი (ე.წ. DC-DC გარდამქმნელი); აკუმულატორთა ბატარეის დამუხტვის მოდული და მოწყობილობა (კომპლექტი); აკუმულატორთა ბატარეის პორტატიული დასამუხტი მოწყობილობა.

მემორანდუმის თანახმად, სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ლაბორატორიაში კვლევითი სამუშაოები დარგის წამყვან, უცხოელ (ჩინეთი/გერმანია) სპეციალისტებთან ერთად ჩაატარონ და ინდუსტრიის ყველაზე დიდ მწარმოებლებთან ერთად იმ სამუშაო პროცესში ჩაერთონ, რომელიც საჭირო და აუცილებელია დარგის შესწავლისა და განვითარებისთვის. 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მადლობა გადაუხადა კომპანია „ლაიონ ტრანსის“ დამფუძნებლებს სტუ-ში ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიის აღჭურვისთვის. როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, ლაბორატორია უკვე მზადაა ერთობლივი სამუშაოების ჩასატარებლად.

„ბოლო პერიოდში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი არაერთი ლაბორატორია გაიხსნა. განსაკუთრებით სასიხარულოა, როცა მშობლიური ალმა-მატერის გვერდით მისი კურსდამთავრებულები დგანან. სწორედ სტუ-ის კურსდამთავრებულები დაეხმარნენ ფაკულტეტს ლაბორატორიის აღჭურვაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ლაბორატორიის შექმნის იდეა ეკუთვნის სატრანსპორტრო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტის ყოფილ დეკანს, აწ განსვენებულ ოთარ გელაშვილს, რომელმაც ბევრი მეცნიერული შრომა მიუძღვნა ელექტროავტომობილებს კვლევას. დარწმუნებული ვარ, ბატონი ოთარის უკვე ხორცშესხმულ იდეას წარმატებით განახორციელებს ფაკულტეტის ახალი მენეჯმენტი. ვიმედოვნებ, რომ ეს პროექტი სტიმულს მისცემს და  ახალ სიცოცხლეს შესძენს საავტომობილო დარგის სასწავლო კურსის განვითარებას, რაც კომპანიის დამფუძნებლისთვის, ასევე, უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისათვის წარმატების გარანტია იქნება. მადლობა მინდა გადავუხარო „ლაიონ-ტრანსის“ დამფუძნებლებს და წარმატებები ვუსურვო ჩვენს სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და  “ლაიონ ტრანსს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერინგის ფაკულტეტის პერიოდულ გამოცემაში (რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალი „ტრანსპორტი და მანქანათმშენებლობა“), გამოქვეყნდება, როგორც კომპანიის თანამშრომლების, ასევე „ლაიონ-ტრანსისა“ და ფაკულტეტის წარმომადგენლების მიერ  ერთობლივად შესრულებული შრომები. ასევე, უნივერსიტეტი და კომპანია ერთობლივად ჩაატარებს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებს. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს კომპანიის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას. კომპანია, უნივერსიტეტთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად, ელექტროავტომობილების დანერგვის, გაუმჯობესების, გავრცელების და ეკოლოგიურობის, მათი ექსპლუატაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით ჩაატარებს კვლევას, შედეგები კი გამოქვეყნდება უცხოურ და ადგილობრივ გამოცემებში. კომპანიის თანამშრომლები სტუდენტებისათვის საჯარო ლექციებს წაიკითხავენ და ასევე, წარმატებულ სტუდენტებს კომპანიაში დაასაქმებენ.

 

სტუ-ის სტუდენტები ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებს შეხვდნენ

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები, სტუ-ის  სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით,   საქართველოში პირველი ნეოსოციალური ქსელის Sfero-ს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსის თქმით, უნივერსიტეტს აქვს ჯანსაღი ამბიცია, გარდა სწავლება-სწავლის პროცესისა და ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნვისა, ხელი შეუწყოს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცესს. როგორც ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე აღნიშნავს, უნივერსიტეტი არის ხიდი სტუდენტებსა და დამსაქმებელ კომპანიებს შორის.

„ნეოსოციალური ქსელი Sfero 500-ზე მეტ კომპანიასთან თანამშრომლობს. კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს აუხსნეს როგორ უნდა დარეგისტრირდნენ საიტზე და მოიძიონ სასურველი ვაკანსია. კომპანია, გარდა ამისა, თავად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებაზე. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სტუდენტებში, მათთვის მიწოდებულმა ინფორმაციამ, დიდი ინტერესი გამოიწვია. იყო კითხვები, რაზედაც ამომწურავი პასუხები მოვისმინეთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, უნივერსიტეტის უმთავრესი საზრუნავი სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა კარიერული ზრდა და მათი ღირსეულად დასაქმებაა. რაც მთავარია, საუნივერსიტეტო სივრცეში კარიერული განვითარების ქმედითი პლატფორმის არსებობა ყველა ახალგაზრდას განვითარების თანაბარ შესაძლებლობას უქმნის და ამის დასტური ჩვენი საუნივერსიტეტო დასაქმების ფორუმია, რომელიც უკვე ორჯერ გაიმართა და  სტუდენტები დასაქმდნენ“, – აცხადებს ნატო ქათამაძე.

როგორც ნეოსოციალური ქსელის წარმომადგნელბემა განაცხადეს, Sfero-ს ფუნქციონალი განსხვავებულია, ბაზარზე არსებული სხვა გადაწყვეტებისაგან. Sfero-მ სამი მიმართულება გააერთიანა: ინფორმაციის გამოქვეყნება, კომუნიკაცია და მენეჯმენტი. „ასეთი მიდგომა ბევრად მოსახერხებელია, რომელიც ამცირებს პროცესების ხარჯებს და აჩქარებს ინფორმაციის საბოლოო დანიშნულებამდე მისვლის დროს. სწორედ ეს ფაქტორები იძლევა შესაძლებლობას, Sfero-მ პროფესიონალებს შესთავაზოს ყველაზე მრავალფუნქციური და მოქნილი ინსტრუმენტი ყველაზე დაბალ ფასად, რაც მის კონკურენტუნარიანობას ზრდის როგორც ლოკალურ, ასევე გლობალურ ბაზარზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე წარმოებული ყველა პროცესი ხელოვნური ინტელექტის საშუალებით იმართება, შესაბამისად პლატფორმის მომსახურებას არ სჭირდება ადამიანის ჩარევა. ეს ფაქტორი ასევე ძალიან სწრაფად მასშტაბირების საშუალებას იძლევა, ვინაიდან რაც უფრო დიდი იქნება საიტის მომხმარებლების პოპულაცია, მით მეტად გაუადვილდება ხელოვნურ ინტელექტს საიტის მართვა, რადგან სტატისტიკური ანალიზი ხელოვნური ინტელექტის კვების წყაროს წარმოადგენს”, – განაცხადეს ნეოსოციალური ქსელის წარმომადგენლებმა.

 

სტუ-ის სტუდენტებმა კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ინფორმაცია მიიღეს

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრისა და სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, საინფორმაციო კამპანიის – „იცნობდე შენს უფლებებს კომუნიკაციების სფეროში“ ფარგლებში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს, გვანცა ჩხეიძეს შეხვდნენ.

სტუდენტებმა ომბუდსმენისგან, ვიზუალური მასალისა და სტატისტიკური მონაცემების თანხლებით, ელექტრონული კომუნიკაციებისა და მაუწყებლობის სფეროში მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

როგორც გვანცა ჩხეიძე აცხადებს, მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, კომუნიკაციების კომისიასთან (ComCom) დამოუკიდებლად მოქმედი მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური რეგულარულად მართავს საინფორმაციო შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის სტუდენტებთან. ომბუდსმენის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სატელეფონო კავშირის, ინტერნეტ და მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების პროცესში, თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ინფორმაცია მომხმარებლის უფლებებისა და განსაკუთრებით, მომსახურების გამწევ კომპანიასთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხიანი მომსახურების მიღების უფლების, ასევე, კომუნიკაციების სფეროში ომბუდსმენის სამსახურის არსებობისა და მისი კომპეტენციის თაობაზე, რადგან მომხმარებლის ინტერესებისა და უფლებების დაცვას სწორედ ეს სამსახური უზრუნველყოფს.

„სასიხარულოა, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მხრიდან ჩვენი საინფორმაციო კამპანიის მიმართ დაინტერესება ამდენად დიდია. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რომლებიც  ინტერნეტისა და ციფრული საკომუნიკაციო საშუალებების ყველაზე აქტიური მომხმარებლები არიან, გავუზიაროთ სრულყოფილი ინფორმაცია კომუნიკაციების სფეროში, არა მხოლოდ თავიანთი უფლებების, არამედ საკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი კომპანიების ვალდებულებების შესახებაც. სტუდენტებს გავაცანით კომუნიკაციების სფეროში ომბუდსმენის სამსახურის ძირითადი ფუნქციები. მომხმარებელი აუცილებლად უნდა იყოს ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ როგორ იმოქმედოს საჭიროების შემთხვევაში, როგორ შეამოწმოს ინტერნეტით მომსახურების ხარისხი ონლაინ პორტალის მეშვეობით, კონკრეტულად ვის მიმართოს, სად და რა ფორმით წარადგინოს განცხადება თუ საჩივარი და როგორია მათი განხილვის წესები და ვადები“,  –  აღნიშნავს გვანცა ჩხეიძე.

სტუ-ის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტის, ერეკლე სარიშვილის თქმით, კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისგან სტუდენტებმა მრავალმხრივ საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღეს.

„საინტერესო შეხვედრა შედგა, რისთვისაც მადლობას ვუხდით კომუნიკაციების სფეროს ომბუდსმენს. მივიღე სრულყოფილი ინფორმაცია ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებების შესახებ და ისიც, თუ ციფრული ტექნოლოგიების განვითარების ხანაში რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველისა და მისი სამსახურის არსებობა. შევიტყვეთ, თუ როგორ შეგვიძლია ინტერნეტის ხარისხის კონტროლი სპეციალური პორტალის მეშვეობით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უკვე ვიცით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ვის უნდა მივმართოთ და საკუთარი უფლებები როგორ დავიცვათ“, – ამბობს სტუდენტი ერეკლე სარიშვილი.

კომუნიკაციების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველთან ინტერაქციურ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, სხვადასხვა ფაკულტეტის 150-ზე მეტი სტუდენტი ესწრებოდა.

 

სტუ-ში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის ტრენინგი ჩატარდა

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელთათვის, ფაკულტეტის პროფესორმა, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელმა თეა ბარამაშვილმა, ჩაატარა ტრენინგი თემაზე: „სასწავლო პროცესის დაგეგმვა და პროფესიული სტუდენტის შეფასების სისტემა“. 

ტრენინგს, რომელიც ფაკულტეტის ადმინისტრაციისა და სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის პროფესიული სწავლების ცენტრის თანამშრომლობით ჩატარდა  და მისი მიზანია პროფესიული განათლების განმახორციელებელთა და პედაგოგთა მხარდაჭერა  სწავლა-სწავლების დაგეგმვა-განხორციელების პროცესში, დაესწრნენ  სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მასწავლებლები.

სტუ-ის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის პროფესორის თქმით, ტრენინგის მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ დეტალური ინფორმაცია შეფასების პრინციპების, შეფასების სისტემის, სასწავლო პროცესის დაგეგმვისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებისა და სხვა აუცილებელი  პროცესების შესახებ. თეა ბარამაშვილის თქმით: „ჩვენი გუნდის პრიორიტეტია, პროფესიული განათლება გახდეს კიდევ უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი. ამასთან, საწავლო პროცესს უძღვებოდეს მაღალკვალიფიციური კადრი. შესაბამისად, მსგავსი ტრენინგების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან მასწავლებელს ეძლევა შესაძლებლობა, პროფესიული განათლების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებსა და საუკეთესო მაგალითებს გაეცნოს, შეისწავლოს სასწავლო პროცესის განხორციელებისათვის აუცილებელი პრინციპები“.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღო სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე არსებული ყველა პროფესიული პროგრამის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. მათ გადაეცათ შესაბამისი სერთიფიკატები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე, 15 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, მათ შორის: გრაფიკული დიზაინის შესრულება; ბეჭდვითი მედიატექნოლოგიები; სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა; ავტომობილის ელექტრული სისტემის შეკეთება; ავტომობილის ძრავას შეკეთება; მექანიკის ინჟინერიის ტექნიკოსი; მექატრონიკა; სარკინიგზო გადაზიდვები; საბაჟო საქმე; საოფისე საქმე; ღონისძიების ორგანიზება; სამკერვალო წარმოება; ფეხსაცმლისა და ტყავის ნაკეთობათა წარმოება; ხის მხატვრული დამუშავება და ჰაერის კონდიცირება, ხორციელდება.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?