სტუ-ში საჯარო ლექცია – „სვანური კოშკების საიდუმლოება – პასიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები“ გაიმართა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე, სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია – „სვანური კოშკების საიდუმლოება – პასიური გათბობისა და ვენტილაციის სისტემები“ გაიმართა.

საჯარო ლეციაზე მოხსენებით ფაკულტეტის პროფესორი ნანი მეფარიშვილი და აკადემიური დოქტორი ხათუნა სიჭინავა წარსდგნენ და სტუდენტებს, კვლევასთან ერთად,  მრავალფეროვანი ვიზუალური მასალა გააცნეს.

როგორც მომხსენებლებლებმა აღნიშნეს, გლობალური დათბობის ტენდეციის გამო, სულ უფრო აქტუალური ხდება ადგილობრივი ბუნებრივი სამშენებლო მასალებისა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება და უძველესი უნიკალური საცხოვრებელი შენობების სამეცნიერო დონეზე შესწავლა იმ მიზნით, რომ კვლევების შედეგების დანერგვა-გაზიარება თანამედროვე მშენებლობის პროცესში მოხდეს. გამომსვლელების თქმით, აღნიშნულის საუკეთესო მაგალითი სვანური კოშკებია.

„დღეისათვის, გლობალური დათბობის მზარდი ტენდენციის გათვალისწინებით, სულ უფრო აქტიურად ხდება უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობისას გამოყენებული პასიური გათბობისა და გაგრილების სისტემების შესწავლა. ეს მეთოდები გვხვდება სხვადასხვა ძველი ცივილიზაციების საცხოვრებელ შენობებში, რაც ზოგ შემთხვევაში, სრულიად უნიკალურია და მხოლოდ ადგილობრივი არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი. ამ მხრივ კვლევებისთვის ძალიან საინტერესოა სვანეთი – ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი ულამაზესი და უძველესი მხარე, რომელსაც უნიკალურობას უნარჩუნებს იდუმალებით მოცული, კირით მყარად ნაგები კოშკები. სვანური საცხოვრებლის მშენებლობაში გამოიყენებოდა რიყის ქვა და ლოდები. პირველი კოშკი მე-8-9 საუკუნეში  გვხვდება, ბოლო კოშკი კი მე-18 საუკუნეში აშენდა. უშგულში დაცულია საერთო-სათავდაცვო დანიშნულების კოშკებიც, რომლებიც თამარ მეფის სახელს უკავშირდება. სოფელი ჩაჟაში კი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საუკეთესო ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი. სვანური კოშკი, როგორც უძველესი საინჟინრო ნაგებობა, მრავალმხრივ საინტერესოა, თუმცა ასევე, საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს. კოშკი თავისი უსაძირკვლო კონსტრუქციით იდეალურად შეეფერება სეისმურად აქტიურ რეგიონს, ხოლო განლაგება ფერდობის მიმართ ისეა გათვლილი, რომ ზვავებისა და მეწყერებისგან იცავს ძირითად საცხოვრებელს. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ნაგებობას აქვს სითბოს შესანახი კამერა – ეს კოშკის დაგმანული პირველი სართულია, აქვს კარგი თბოიზოლაცია და შესანიშნავად მოწყობილი სავენტილაციო სისტემა – დეფლეტორით, რომელიც ბოლო სართულზეა მოწყობილი და თვალსაჩინოდ ჩანს გადახურვის პრინციპში. ჩვენი კვლევის მიზანია საფუძვლიანად შევისწავლოთ და ამოვხსნათ სვანური საცხოვრებლის საიდუმლო, რომელიც კოშკთან ერთად, თანამედროვე ენერგოპასიური შენობებისთვის დამახასიათებელი პრინციპების გათვალისწინებით შექნილი ნაგებობაა“, – აღნიშნა პროფესორმა ნანი მეფარიშვილმა. 

საჯარო ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა. მომავალმა ინჟინრებმა მკვლევრებს არაერთი შეკითხვა დაუსვეს და იმ შესაძლებლობით დაინტერესდნენ, რაც უძველესი ენერგოპასიური მშენებლობისა და „ხალხური არქიტექტურის“ მიღწევების თანამედროვე მშენებლობაში გამოყენებას უკავშირდება.

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?