სტუ-ში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცნიერების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთი ქოქრაშვილი, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, პროფესორი ზაზა მარუაშვილი და ასევე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტით მყოფი მსოფლიოს ორი უმსხვილესი კოლაბორაციის – CERN/IPPOG-ის და ATLAS-ის წარმომადგენლები: ჰანს-პიტერ ბექი – ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსი, CERN-IPPOG კოლაბორაციის დამფუძნებელი; დარენ პრაისი – მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო მომზადების ცენტრის დირექტორი, CERN-ATLAS Outreach სპიკერი;  ეირიკ გრამსტადი – ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მთავარი ექსპერტი, CERN-ATLAS ფიზიკოსი; შონ რო – დოქტორი, ცერნის სენიორ ფიზიკოსი, CERN-ATLAS კომპიუტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი; დილია მარია პორტილო ქუინტერო – ანტიოქიის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-ATLAS Outreach სპიკერი; ოლეგ სოლოვიანოვი – CERN-ATLAS სენიორ ფიზიკოსი, პროფესორი, ATLAS-ის კალორიმეტრების სპიკერი. 

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა. რექტორმა უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს  მეცნიერების მსოფლიო დღე და ასევე, 8 ნოემბერს ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილების მიღება მიულოცა და აღნიშნა, რომ მკვლევრებს ევროპული ოჯახის წევრობა გაცილებით ფართო შესაძლებლობებს აძლევს, თავიანთი ნიჭი და უნარი მეცნიერების განვითარებასა და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ. პარტნიორებთან ნაყოფიერი სამეცნიერო კოლაბორაციისთვის დავით გურგენიძემ მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პროექტებში მონაწილე უცხოელ კოლეგებს, სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებსა და მის ხელმძღვანელს, პროფესორ ალექსანდრე შარმაზანაშვილს.

„22 წელია, რაც UNESCO-მ მეცნიერების საერთაშორისო დღე დააწესა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავ ჩვენს კოლეგებს, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა მკვლევრებს ვუსურვებ წარმატებებს იმ ურთულეს გზაზე, რასაც მეცნიერება ჰქვია. 22 წლის განმავლობაში ქართულმა სამეცნიერო წრემ მრავალ გასაჭირს გაუძლო და ნაბიჯ-ნაბიჯ, აღმავლობის გზით, დღევანდლობამდე მოვედით. დღეს, საქართველოს მთავრობისთვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის, მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა მთავარი პრიორიტეტია. „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ შეგვახსენებს, თუ რამდენად დიდია მეცნიერების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში და რამდენად აქტიურად უნდა ხდებოდეს მეცნიერთა უახლესი მიღწევების შესახებ საზოგადოების ინფორმირება. სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები და ახალგაზრდა მკვლევრები მოღვაწეობენ ევროპის, აზიისა და ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და უდიდეს კვლევით ცენტრებში ეს არა მხოლოდ უნივერსიტეტის, არამედ საქართველოს გამარჯვებაა. წინსვლა და წარმატება მინდა ვუსურვო კოლეგებს, ჩვენს სტუმრებს, ახალგაზრდებს“, – განაცხადა რექტორმა.

დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ქეთი ქოქრაშვილმა, ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, პროფესორმა ზაზა მარუაშვილმა. ასევე, ბერნის უნივერსიტეტის პროფესორმა, შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტმა, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსმა, CERN-IPPOG კოლაბორაციის დამფუძნებელმა, ჰანს-პიტერ ბექმა.

სტუმრებმა მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს სტუ-ის რექტორს, მეცნიერების განვითარებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილის შესახებ ისაუბრეს და უნივერსიტეტს წარმატებები უსურვეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტმა, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის წარმომადგენელმა, დოქტორანტმა სალომე ვაშაკიძემ წარადგინა პრეზენტაცია – „რადიაციული პარამეტრების გაანგარიშება, გეომეტრიების განვითარების ადრეულ სტადიებზე“, რომელსაც ქართველ და უცხოელ მეცნიერთა დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ სტუ-ის ირაკლი ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო

ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორ ნოდარ სიჭინავა, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სტუ-ის ოქროს მედლით დააჯილდოვა. რექტორმა საპატიო დიპლომები გადასცა სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დირექტორის მოადგილეს, ბესიკ კეკელიას, პროექტების მენეჯერს, ნიკო ცუცქირიძეს და ნინო ზურაშვილს.  საპატიო დიპლომები, ასევე, გადაეცათ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორს, ირინე ბერძენიშვილს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორს, მარიამ ხომასურიძეს.

მე-14 საერთაშორისო კონფერენცია – „კერამიკული მასალები და კომპონენტები ენერგიისა და გარემოსდაცვითი სისტემებისთვის“ – ბუდაპეშტში გაიმართება

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

2024 წლის 18–22 აგვისტოს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება მე-14 კონფერენცია – „კერამიკული მასალები და კომპონენტები ენერგიისა და გარემოსდაცვითი სისტემებისთვის“ (14th International Conference on Ceramic Materials and Components for Energy and Environmental Systems, CMCEE-14).

კონფერენციაზე საპატიო პლენარული მომხსენებლის რანგში წარდგება 2019 წლის ნობელის ლაურეატი ქიმიაში, სტენლი უიტინგემი, რომელმაც 2019 წელს პრემია ლითიუმ-იონის ბატარეების შექმნაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდება 5 სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომლებზეც განიხილება ენერგეტიკასთან დაკავშირებული კერამიკული მასალებისა და კომპონენტების, მათ შორის ოქსიდური მასალების ფართო სპექტრი.

საკონფერენციო აბსტრაქტების (ზეპირი და სასტენდო) წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 იანვარი.

დეტალური ინფორმაცია განთავსებულია კონფერენციის ვებგვერდზე:

https://akcongress.com/cmcee14/

საკონტაქტო პირი:

გიორგი მუმლაძე – კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი, სტუ-ის ვლ. ჭავჭანიძის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი | g.mumladze@gtu.ge

For English please click here

სტუ-ში ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედ ეკოლოგიურ ფაქტორებზე სემინარი ჩატარდება

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

2023 წლის 14 ნოემბერს, 14.00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, ჩატარდება სემინარი თემაზე – „ისტორიულ და კულტურის ძეგლებზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები“.

სემინარზე მოხსენებით წარდგება ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ფიზიკურ-ქიმიური პროცესების კვლევის ლაბორატორიის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი, ქიმიურ მეცნიერებათა დოქტორი გოგი წინწკალაძე.

სემინარს გაუძღვება სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორი რეზო კლდიაშვილი.

მისამართი: კოსტავას ქუჩა 69, სტუ-ის მე-2 სასწავლო კორპუსი, აუდიტორია #205.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, რექტორი, დავით გურგენიძე ხელისუფლებას და საზოგადოებას ევროკომისიის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 25%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, დეპუტატებს, საქართველოს მოქალაქეებსა და ახალგაზრდებს ევროკომისიის მიერ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებას და საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას ულოცავს.

„დღეს საქართველო უმნიშვნელოვანესი, ეპოქალური გადაწყვეტილების წინაშე დგას. ჩვენი ქვეყნის მთავრობის მეთაურის, „ქართული ოცნების“ გუნდისა და საზოგადოების ერთიანი ძალისხმევით, ერთიან ევროპულ ოჯახში გაწევრიანების პირველი, რეალური ნაბიჯი გადავდგით. ეს დღე ისტორიას დარჩება და ალბათ, შემთხვევითი არ არის, რომ ეს თარიღი ერის მამის, დიდი ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს დაემთხვა.

„აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა!“ – დღევანდელი დღე სწორედ ჩვენი დიდი წინაპრების დამსახურებაა და სასიხარულოა, რომ ხელისუფლება და საზოგადოება ამ გზას ღირსეულად აგრძელებს.

ჩვენს ახალგაზრდებს, მომავალ თაობებს ევროპული ოჯახის წევრობა კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს აძლევს, თავიანთი ნიჭი და უნარი სამშობლოს კეთილდღეობას და ქვეყნის აღმშენებლობას მოახმარონ. ეს მათთვის შანსია საკუთარი პოტენციალი მრავალმხრივ განავითარონ და საქართველოს სახელი ევროპის საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცეში კიდევ უფრო მეტად ხილვადი და ცნობადი გახადონ –  მადლობა ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას!

 გილოცავთ!“
– აღნიშნულია სტუ-ის რექტორის მიმართვაში.

თბილისის პიარის დღეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

3 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომუნიკაციების სფეროში, საქართველოში საერთაშორისო ფორუმი  “თბილისის პიარის დღეები -2023” გაიმართა.  ღონისძიებაზე განსაკუთრებული სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი თამარი დევიძე („საზოგადოებასთან ურთიერთობა“  სასწავლო კურსის ლექტორი), რომელიც ფორუმზე ამავე ფაკულტეტის III კურსის, 111/115 ჯგუფის სტუდენტებთან ერთად იმყოფებოდა.

ფორუმი მიზნად ისახავდა  საქართველოში სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროს განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას და ასევე,  დამაკავშირებელი ხიდის შექმნას წამყვან სპეციალისტებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას შორის.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, ქართველი და მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები, ყველაზე აქტუალურ საკითხზე – პიარში ხელოვნური ინტელექტის როლზე საუბრობდნენ, მათ შორის  იყვნენ  პიარ თეორიების ფუძემდებელი –  ჯეიმს გრუნიგი, ნიკოლო აუგუსტო მანიკა – გიზმას ბიზნეს სკოლა, პროფესორი; მაკ მერსონი – Ambrosia Consulting-ის თანადამფუძნებელი; გიორგი არველაძე – “Xtar”-ის ბიზნესის ზრდის ხელმძღვანელი და სხვ.

დამსწრე საზოგადოებისთვის ფორუმი ძალიან საინტერესო  და სასარგებლო აღმოჩნდა.   სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ხელოვნური ინტელექტის სამყაროში მოგზაურობამ საოცარი ემოციები დატოვა. სტუდენტები საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში სიახლეებს გაეცვნენ და შემდეგ წელს ფორუმზე დასწრების სურვილი გამოთქვეს.

 

სტუ-ში ვორქშოფი „PMBC-2023“ დაიწყო

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „PMBC-2023“ გაიხსნა. ვორქშოფში სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრისა და მსოფლიოს ორი უმსხვილესი კოლაბორაციის –  CERN/IPPOG და  ATLAS ექსპერიმენტის წარმომადგენლები  მონაწილეობენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, საინჟინრო განხრით, წარმატებული კოლაბორაცია აკავშირებს ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციასთან (CERN). ამჟამად, ამ მიმართულებით ორი მსხვილი კოლაბორაცია – CERN-IPPOG (International Particle Physics Outreach Group) და TAI (Technical Associate Institute) ATLAS ექსპერიმენტთან ერთად მიმდინარეობს. IPPOG აერთიანებს – 39, ხოლო ATLAS – 42 ქვეყნის უნივერსიტეტებს. კოლაბორაცია ასეთ მსხვილ სამეცნიერო პარტნიორებთან გულისხმობს მათთან გაერთიანებულ საუნივერსიტეტო ჯგუფებთან ერთად საერთო სამუშაო პაკეტების შესრულებას. PMBC ვორკშოფის მიზანია, პროექტებში მონაწილე საუნივერსიტეტო ჯგუფების სამუშაო შეხვედრაზე წარიმართოს დისკუსიები საერთო სამუშაო პაკეტების ირგვლივ, შეფასდეს მათი სამუშაო სტატუსი, განხილულ იქნას პრობლემური საკითხების გადაჭრის გზები და დაიგეგმოს სამომავლო აქტივობები.

„PMBC-2023“-ის სამეცნიერო ხელმძღვანელები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ატლასის კომპიუტინგის კოორდინატორი, პროფესორი დარიო ბარბერისი და სტუ-ის ბირთვული ინჟინერიის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ალექსანდრე შარმაზანაშვილი. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს „PMBC-2023“-ის ფარგლებში ეწვივნენ: ეირიკ გრამსტადი – ოსლოს უნივერსიტეტის პროფესორი, IPPOG საერთაშორისო მასტერკლასების მთავარი ექსპერტი, CERN-ATLAS ფიზიკოსი;  შონ რო – დოქტორი, ცერნის სინიორ-ფიზიკოსი, CERN-ATLAS კომპიუტინგის და პროგრამული უზრუნველყოფის კოორდინატორი;  დარენ პრაისი – მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორი, სადოქტორო მომზადების ცენტრის დირექტორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; დილია მარია პორტილო ქუინტერო  –  ანტიოქიის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-ATLAS Outreach სპოკსპერსონი; ოლეგ სოლოვიანოვი  – CERN-ATLAS სინიორ-ფიზიკოსი, პროფესორი,  ATLAS-ის კალორიმეტრების სპოკსპერსონი. ჰანს-პიტერ ბექი – ბერნის უნივერსიტეტის პროფესორი, შვეიცარიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ATLAS კოლაბორაციის ფიზიკოსი, CERN-IPPOG კოლაბორაციის დამფუძნებელი;  პედრო აბრუ  – ლისაბონის უნივერსიტეტის პროფესორი, CERN-IPPOG კოლაბორაციის სპოკსპერსონი, პორტუგალიის ფიზიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი, CERN-ის ფიზიკოსი.

ვორკშოფის ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პროექტებში მონაწილეობს ბირთვული ინჟინერიის ცენტრი. თუმცა, ვორკშოფის მიზანია, ასევე მოხდეს სხვა ჯგუფების იდენტიფიცირება როგორც უნივერსიტეტის შიგნით, ასევე მის გარეთ და განხორციელდეს მათი პოტენციური ჩართულობა ამ მაღალი პრესტიჟის მქონე სამეცნიერო კოლაბორაციაში.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს ორ უმსხვილეს კოლაბორაციასთან. რამდენიმე წლის წინ უნივერსიტეტმა დაიწყო კოგნიტურ პროგრამული აპლიკაციების უახლესი ტექნოლოგიებით დაამუშავება, რომლის ბაზაზე  ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) მასტერკლასების ჩატარების ახალი მეთოდოლოგია შეიქმნა. ეს არის საქართველოს მხრიდან მსოფლიო მეცნიერების განვითარებაში და საუნივერსიტეტო განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია.  აღსანიშნავია, რომ ორმხრივი გადაწყვეტილება  2021 წელს მემორანდუმით განმტკიცდა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და CERN-ის IPPOG კოლაბორაციის თავმჯდომარეებმა, პროფესორებმა სტივენ გოლდფარბმა და პედრო აბრუმ მოაწერეს ხელი. კოგნიტური პროგრამული აპლიკაციები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბირთვული ინჟინერიის ცენტრში მუშავდება, ხოლო მათ ბაზაზე შექმნილი პროგრამულ-მეთოდური რესურსი, მსოფლიო მასშტაბით, CERN-თან დაკავშირებულ უნივერსიტეტებსა და საგანმანათლებლო ქსელებში ვრცელდება. ეს არის ჩვენი მეცნიერებისა და მკვლევრების დიდი წარმატება. ვორკშოფი მეცნიერული დატვირთვის გარდა, შემაჯამებელ ხასიათს ატარებს. კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილე ცერნის პარტნიორები, ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ სტატუსი როგორ მიმდინარეობს პროექტები. შეხვდნენ უშუალო შემსრულებლებს, ბირთვული ინჟინერიის ცენტრის თანამშრომლებს. გარდა ამისა, გვექნება შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც პარტნიორები შეაფასებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაწეულ სამუშაოს. წარმატებები მინდა ვუსურვო მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში ზურაბ გასიტაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის თქმით, „PMBC-2023“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, სადაც სტუ-ის აკადემიური პერსონალის გარდა ჩართულნი არიან დოქტორანტურის სტუდენტები.

„კოლაბორაციულ პროექტებში მონაწილე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორები ჩამოსული არიან იმისათვის, რომ შეაფასონ პროექტების მიმდინარეობა. ჩვენი სტუდენტები, ორი კოლაბორაციის პირველი პირებიდან გაიგებენ რა სახის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები მიმდინარეობს CERN-ში, რა არის ყველაზე თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით, ეს მათ მისცემს საშუალებას დაფიქრდნენ კარიერაზე, რომელი მიმართულებით შეიძლება განვითარდნენ, სად შეიძლება ყველაზე კარგად გამოიყენონ ცოდნა, რომელიც მიიღეს სტუ-ში. ისინი პირისპირ შეხვდებიან იმ ადამიანებს, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდნენ მათი სამეცნიერო ხელმძღვანელები, ან მათთან ერთად იმუშაონ, იმ კვლევით თემატიკებზე, რასაც  დღეს ამუშავებენ. ამდენად, ღონისძიებას დიდი დატვირთვა აქვს, წარმატებებს ვუსურვებ მონაწილეებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

ვორკშოფი „PMBC-2023“ ოთხ დღეს გასტანს.

 

სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ ანზორ აბრალავას დაბადებიდან 65 წლის იუბილეს ულოცავს

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, 65  წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 20 წლისთავს ულოცავს მეცნიერ-ეკონომისტს, ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ანზორ აბრალავას.

„ბატონო ანზორ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 65 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 20-ე წლისთავს. თქვენ მრავალი წელია  ზრდით პროფესიონალ კადრებს დარგისთვის, რომელიც წამყვანია ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის მიმართულებით. წარმატებული საქმიანობის დასტურია ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ აღზრდილი თაობები მრავალი წელია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ანზორ, წარმატებებს გისურვებთ!“, – აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.

ინფორმაციისთვის: ანზორ აბრალავა – ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, არის 10-მდე სახელმძღვანელოს ავტორი. 1999-2004 წლებში იყო მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.

 

სტუ-ში მე-17 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება 2023“ გაიმართა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის, ღია დიპლომატიის ასოციაციისა და სამეცნიერო ჟურნალის „ხელისუფლება და საზოგადოება“  ორგანიზებით მე-17 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ხელისუფლება და საზოგადოება-2023“ გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენცია გახსნა სტუ-ის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა. რომელმაც თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საჯარო მმართველობა საქართველოში შედარებით ახალი დარგია, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ სფეროში საგანმანათლებლო პროგრამა დანერგა. კარლო კოპალიანის თქმით, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 1995 წელს ჩაეყარა საფუძველი საჯარო მმართველობის (სახელმწიფო მართვის მოხელე) სპეციალობას და დღეისათვის ამ მიმართულებით სამი საფეხურის: საბაკალავრო; სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამა ფუნქციონირებს.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საჯარო მმართველობის მეცნიერების განვითარებაში. ეს სამეცნიერო კონფერენციაც, რომელიც, ტრადიციულია და 17 წელია ყოველწლიურად ტარდება, გამოცდილ და ახალბედა მრავალ მეცნიერს იზიდავს, როგორც ჩვენი, ასევე, უცხოეთის ქვეყნებიდან. ხელისუფლებისა და საზოგადოების ერთიანობა დღეს, ისე, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია. ამდენად, კონფერენციას, რომელსაც ჩვენი უცხოელი კოლეგებიც ესწრებიან და აქ განსახილველად გამოტანილი თემები, ვფიქრობ დიდ ინტერესს გამოიწვევს. წარმატებებს ვუსურვებ კონფერენციის მონაწილეებს“, – აღნიშნა თავის გამოსვლაში კარლო კოპალიანმა.

კონფერენციას მიესალმნენ სტუ-ის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე; სტუ-ის საპატიო დოქტორი, ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორი ვილჰელმ ჰაუტერი; ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დომინიკ შუგი.

ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორის, შტეფან ჰუტერის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს მრავალწლიანი თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს.

„ჩვენ ვამაყობთ იმ თანამშრომლობით, რომელიც გვაკავშირებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია მომავალ წელს დავიწყოთ დოქტორანტურის ერთობლივი პროგრამა. ჩვენი მეცნიერ-თანამშრომელი იქნება პირველი კანდიდატი, რომელიც ჩაირიცხება ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელზედაც ჩვენ ვმუშაობთ, მობილობის საკითხია. ჩვენ ორი წლის წინ ვიყავით საქართველოში და დავინახეთ, რომ ეს საკითხი თქვენთვისაც აქტუალურია. დღეს მსოფლიოსთვის, კრიზისის პირობებში, ამ საკითხმა უფრო მეტი აქტუალურობა შეიძინა. ეს კონფერენციაც სწორედ ამგვარი საკითხების გადაჭრისთვის არის საუკეთესო საშუალება. იმედი მაქვს, ჩვენ მიერ წარმოდგენილი საკონფერენციო თემა ზუსტად ასახავს ვითარებას“, – განაცხადა შტეფან ჰუტერმა.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციის მონაწილეების ნაშრომები გამოქვეყნდება საერთაშორისო ინდექსის მქონე სამეცნიერო ჟურნალში.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფორმატში, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე ამოქმედდა ორი უნივერსიტეტის ერთობლივი საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა, რომლის პირველი დოქტორანტი იქნება ზაარლანდის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელი. ეს თავიდანვე ძალიან კარგი იდეა იყო და რაც მთავარია, სწრაფად შესრულებადი. წელს კონფერენციაზე წარმოდგენილია 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის უცხოელი მეცნიერების. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი, გამოვა შრომების კრებული, რომელსაც ექნება საერთაშორისო ინდექსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

კონფერენცია გაგრძელდა სექციურ ფორმატში. მომხსენებლები განაწილდნენ 3 სექციად: საჯარო მმართველობის და საჯარო პოლიტიკის თეორია, პრაქტიკა და მეთოდოლოგია; პოლიტიკა და კულტურა; საჯარო მმართველობის ეკონომიკური საკითხები და სამართლებრივი ბაზა.

 

დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს, პროექტის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ ფარგლებში, მარიამ ბოჭორიშვილი შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის – „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“-  ფარგლებში. 

ინგლისურენოვანი ფაკულტეტის – დიზაინის საერთაშორისო სკოლა,  წარმატებული კურდამთავრებული, „თბილისის არქიტექტურული კვირეულის“ დამფუძნებელი მარიამ ბოჭორიშვილი, ამავე სკოლის პირველკურსელებს შეხვდა.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, პროფესორ მალხაზ რაზმაძის განცხადებით, პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივით განხორციელებული ერთ-ერთი საინტერესო პროექტია. მალხაზ რაზმაძემ პროექტის მხარდაჭერისთვის რექტორს მადლობა გადაუხადა, მარიამ ბოჭორიშვილს კი წარმატება უსურვა.

„მადლობა სტუდენტური სერვისების ცენტრს მეტად საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა და აუცილებელი, იმდენად, რამდენადაც მომავალი დიზაინერები უნდა იცნობდნენ უფროს კოლეგებს, მათ, ვინც დაასრულეს ჩვენი ფაკულტეტი და აქ მიღებული ცოდნა კარიერული წინსვლისთვის გამოიყენეს. მარიამის სტუმრობა ორმაგ დატვირთვას ატარებს. ჩვენი ფაკულტეტი არსებობს 10 წელს ითვლის, მარიამი კი არის პირველი კურსდამთავრებული. პირველი სტუდენტი, რომელმაც ისარგებლა Erasmus+ პროგრამით, იტალიაში დაასრულა მაგისტრატურა, გახდა ახალგაზრდა ელჩი. მარიამის წარმატების ფორმულა საინტერესოა სტუდენტებისთვის, რაც მათ აქტიურობაში გამოიხატა“, – აცხადებს მალხაზ რაზმაძე.

მარიამ ბოჭორიშვილის თქმით, პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, სტუდენტებისთვის სტიმულისა და მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის პერიოდში გავემგზავრე მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. სწორედ ეს იყო პირველი წარმატება, რომელმაც მომცა შესაძლებლობა მაგისტრატურის კურსი მილანში გამევლო. ამ პერიოდში გავხდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში. მაგისტრატურის ეტაპის შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტურაზე ჩავაბარე. აქტიურად ვარ ჩართული კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტში. ამ ეტაპზე ვახორციელებ პროექტს – „თბილისის არქიტექტურული კვირეული“, რომლის მთავარი პარტნიორი ჩვენი უნივერსიტეტია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტუდენტებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში გაიმართა. სასიხარულოა, ქართველი სტუდენტების გარდა, შეხვედრას უცხოელებიც ესწრებოდნენ. ამ პროექტისათვის მადლობა უნივერსიტეტის რექტორს“, –

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის  სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და მარიამ ბოჭორიშვილს სტუმრობისთვის.

პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.

სტუ-ში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების მოკლევადიან პროგრამებზე მიღება დაიწყო

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების ოთხ მოკლევადიან პროგრამაზე მსმენელთა მიღება დაიწყო.

რეგისტრაცია 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება და სწავლა დაიწყება 2023 წლის 2 ოქტომბერს.

დონორი ორგანიზაციის მიერ დაქირავებული საგანმანათლებლო და განახლებადი ენერგიის დარგის ექსპერტებისა და ტექნიკური უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორების მიერ მომზადდა განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების  ოთხი მოკლევადიანი პროგრამა (თითოეული 75 საათის ხანგრძლივობით), კერძოდ:

1.​ენერგიის  განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი);

2.​ენერგიის  განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (მზის თერმული სისტემების მონტაჟი);

3.​ენერგიის  განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ბიომასის ბოილერების და ღუმელების მონტაჟი)

4.​ენერგიის  განახლებადი წყაროების მოწყობილობის მონტაჟი (ზედაპირული გეოთერმული სისტემების და თბური ტუმბოების მონტაჟი).

სტუ-ის ინფორმაციით, პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი გაივლის სერტიფიცირებას, ხოლო სერტიფიცირებულ მემონტაჟეთა სია განთავსდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე. 

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, ლენა შატაკიშვილი აცხადებს, სექტემბერში აღნიშნულ პროგრამებზე მეორე ნაკადის მიღება გამოცხადდა. პირველმა ნაკადმა წარმატებით დაასრულა სასწავლო პროცესი. წელს, თითოეულ პროგრამაზე 10-10 მსმენელის მიღება იგეგმება.  ოთხივე პროგრამა სრულად დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის მიერ და დაინტერესებულ პირებს მომზადება/გადამზადების პროგრამებზე რეგისტრაცია შეუძლიათ გაიარონ ონლაინ, ვებგვერდზე –  vet.emis.ge .

ინფორმაციისთვის: საქართველოსთვის ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანება სამართლებრივი ვალდებულების აღებასა და საკანონმდებლო ჰარმონიზაციას გულისხმობს. კერძოდ, საქართველომ უნდა მოახდინოს ადგილობრივ კანონმდებლობაში ევროკავშირის ენერგეტიკის სფეროში მოქმედი იმ დირექტივებისა და რეგულაციების ასახვა, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულების XXV დანართშია მოცემული. 

აღნიშნული ვალდებულებების შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის დეკემბერში დაამტკიცა კანონი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“. აღნიშნული კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება განახლებადი ენერგიების შესახებ ევროკავშირის დირექტივას, საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების კვალიფიციური და სერტიფიცირებული მემონტაჟეების არსებობა ქვეყანაში.

რადგანაც ქვეყანაში აღნიშნული პროგრამა პირველად უნდა დანერგილიყო, საჭირო გახდა უწყებათაშორისი თანამშრომლობა და კოორდინაცია, რა მიზნითაც,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ს.ს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის  2020 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი.  განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიების მემონტაჟეთა მომზადება/გადამზადების პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) პროგრამის  „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში’’ ფარგლებში. 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?