სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე პროფესორ ანზორ აბრალავას დაბადებიდან 65 წლის იუბილეს ულოცავს
img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, 65 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 20 წლისთავს ულოცავს მეცნიერ-ეკონომისტს, ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, პროფესორ ანზორ აბრალავას.
„ბატონო ანზორ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის, პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სახელით, გულითადად გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს – 65 წლის იუბილეს და სამეცნიერო მოღვაწეობის 20-ე წლისთავს. თქვენ მრავალი წელია ზრდით პროფესიონალ კადრებს დარგისთვის, რომელიც წამყვანია ქვეყნის განვითარებისა და აღმშენებლობის მიმართულებით. წარმატებული საქმიანობის დასტურია ის ფაქტი, რომ თქვენს მიერ აღზრდილი თაობები მრავალი წელია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობენ. კიდევ ერთხელ გილოცავთ, ბატონო ანზორ, წარმატებებს გისურვებთ!“, – აღნიშნულია რექტორის მიმართვაში.
ინფორმაციისთვის: ანზორ აბრალავა – ეკონომისტი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი, არის 10-მდე სახელმძღვანელოს ავტორი. 1999-2004 წლებში იყო მეხუთე მოწვევის პარლამენტის წევრი.
მსგავსი
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...
დასკვნითი გამოცდები იწყება!
სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...