დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტებს, პროექტის – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ ფარგლებში, მარიამ ბოჭორიშვილი შეხვდა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, გრძელდება უნივერსიტეტის სტუდენტების შეხვედრები კურსდამთავრებულებთან ახალი პროექტის – „სტუ-ჩემი წარმატების ფორმულა“-  ფარგლებში. 

ინგლისურენოვანი ფაკულტეტის – დიზაინის საერთაშორისო სკოლა,  წარმატებული კურდამთავრებული, „თბილისის არქიტექტურული კვირეულის“ დამფუძნებელი მარიამ ბოჭორიშვილი, ამავე სკოლის პირველკურსელებს შეხვდა.

სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, პროფესორ მალხაზ რაზმაძის განცხადებით, პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივით განხორციელებული ერთ-ერთი საინტერესო პროექტია. მალხაზ რაზმაძემ პროექტის მხარდაჭერისთვის რექტორს მადლობა გადაუხადა, მარიამ ბოჭორიშვილს კი წარმატება უსურვა.

„მადლობა სტუდენტური სერვისების ცენტრს მეტად საინტერესო პროექტის განხორციელებისათვის. ეს არის მნიშვნელოვანი ინიციატივა და აუცილებელი, იმდენად, რამდენადაც მომავალი დიზაინერები უნდა იცნობდნენ უფროს კოლეგებს, მათ, ვინც დაასრულეს ჩვენი ფაკულტეტი და აქ მიღებული ცოდნა კარიერული წინსვლისთვის გამოიყენეს. მარიამის სტუმრობა ორმაგ დატვირთვას ატარებს. ჩვენი ფაკულტეტი არსებობს 10 წელს ითვლის, მარიამი კი არის პირველი კურსდამთავრებული. პირველი სტუდენტი, რომელმაც ისარგებლა Erasmus+ პროგრამით, იტალიაში დაასრულა მაგისტრატურა, გახდა ახალგაზრდა ელჩი. მარიამის წარმატების ფორმულა საინტერესოა სტუდენტებისთვის, რაც მათ აქტიურობაში გამოიხატა“, – აცხადებს მალხაზ რაზმაძე.

მარიამ ბოჭორიშვილის თქმით, პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, სტუდენტებისთვის სტიმულისა და მოტივაციის ამაღლების საუკეთესო საშუალებაა.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემი, როგორც პროფესიონალად ჩამოყალიბებისათვის. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის პერიოდში გავემგზავრე მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. სწორედ ეს იყო პირველი წარმატება, რომელმაც მომცა შესაძლებლობა მაგისტრატურის კურსი მილანში გამევლო. ამ პერიოდში გავხდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი იტალიის რესპუბლიკაში. მაგისტრატურის ეტაპის შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დოქტორანტურაზე ჩავაბარე. აქტიურად ვარ ჩართული კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტში. ამ ეტაპზე ვახორციელებ პროექტს – „თბილისის არქიტექტურული კვირეული“, რომლის მთავარი პარტნიორი ჩვენი უნივერსიტეტია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სტუდენტებთან შეხვედრა ძალიან საინტერესო ფორმატში გაიმართა. სასიხარულოა, ქართველი სტუდენტების გარდა, შეხვედრას უცხოელებიც ესწრებოდნენ. ამ პროექტისათვის მადლობა უნივერსიტეტის რექტორს“, –

შეხვედრის დასასრულს, სტუ-ის  სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან ფიფიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, დავით გურგენიძეს მხარდაჭერისათვის და მარიამ ბოჭორიშვილს სტუმრობისთვის.

პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“, რომლის არსი ცალკეული ფაკულტეტების წარმატებული კურსდამთავრებულების სტუდენტებთან შეხვედრაში მდგომარეობს, თოთხმეტივე ფაკულტეტზე განხორციელდება.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?