საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეების და სტუდენტების სახელით, მსახიობ თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ოჯახს, კოლეგებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, თენგიზ არჩვაძის გარდაცვალების გამო.

ჩვენგან წავიდა დიდი ადამიანი და დიდი მსახიობი, რომლისთვისაც სამშობლო, ოჯახი და თეატრი განუყოფელი იყო. მის მიერ შესრულებული როლები ფილმებში  – „ხევისბერი გოჩა“, „ხევსურული ბალადა“, „დიდოსტატის მარჯვენა“, „დათა თუთაშხია“, „შეხვედრა წარსულთან“, „შეხვედრა მთაში“, „მალე გაზაფხული მოვა“ და ა.შ., დაუვიწყარია.

ნათელში ამყოფოს თენგიზ არჩვაძის სული უფალმა!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთელი კოლექტივისა და სტუდენტების სახელით, სამძიმარს ვუცხადებთ ბატონი თენგიზ არჩვაძის  ოჯახს, მეგობრებსა და საზოგადოებას“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის სამძიმრის წერილში.

 

სტუ-სა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტის პრიორიტეტი მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის უზრუნველყოფის  გარდა, სტუდენტების დასაქმება და მათი პროფესიონალად ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა სტუდენტისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის არსებობაა, მიზანი – მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი სტუდენტებისთვის კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა შესაძლებლობას იყენებს,  ხელი შეუწყოს სტუდენტს გარანტირებული მომავლის შექმნაში. დღეს მორიგ თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც გულისხმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, ხელი შევუწყოთ  სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები საქსტატთან ურთიერთობის გზით, გამოცდილებას მიიღებენ, გაივლიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს პარტნიორებს და სტუდენტებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიურ პერსონალს თანამშრომლობისთვის. როგორც  გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მზადაა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი გასაუბრების შედეგად, შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოს სტაჟირების გავლისათვის აუცილებელი სათანადო პირობებით, ასევე, საქსტატისათვის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უნივერსიტეტში ჩაატარებენ საჯარო ლექციებს სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე.  სამსახური ხელს შეუწყობს საქსტატის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობას.

 

სტუ-ში დიზაინის საერთაშორისო სკოლის დაარსების დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიზაინის საერთაშორისო სკოლის (IDS) დღე აღინიშნა. მიმდინარე წელს სტუ-ის ამ ერთადერთ, სრულად ინგლისურენოვან ფაკულტეტს დაარსებიდან 10 წელი შეუსრულდა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის სხვადასხვა  ფაკულტის დეკანები, სფეროში მოღვაწე ცნობილი სპეციალისტები და მიწვეული სტუმრები.

დიზაინის საერთაშორისო სკოლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა და სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ფაკულტეტის დაარსებიდან 10 წლისთავი მიულოცა.

რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ახლადდაარსებული, ათწლიანი ისტორიის მქონე და თავისი შინაარსით უნიკალური დიზაინის საერთაშორისო სკოლა უკვე შემდგარი ფაკულტეტია, რასაც მისი არსებობის მანძილზე სტუდენტთა, მაღალკვალიფიციურ პროფესორ-მასწავლებელთა და კურსდამთავრებულთა მიერ მოპოვებული არაერთი წარმატება ადასტურებს.

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა ბევრი ბრძოლა და სირთულე გადალახა, თუმცა შეძლო დაეფუძნებინა და წარმატებით აემოქმედებინა ახალი ფაკულტეტი – ინგლისურენოვანი დიზაინის საერთაშორისო სკოლა. სკოლის შექმნასა და წარმატებით ფუნქციონირებაში დიდია, როგორც იმჟამინდელი რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის წვლილი, ასევე, სკოლის დეკანის, პროფესორ ნიკოლოზ შავიშვილის, თითოეული პედაგოგისა და რაც მთავარია, სტუდენტების წვლილი. დღეს ფაკულტეტი მყარად დგას ფეხზე და ამის დასტური ის მნიშვნელოვანი წარმატებებია, რასაც დიზაინის საერთაშორისო სკოლის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები აღწევენ სწავლა-სწავლების პროცესში, ხოლო კურსდამთავრებულები კი წარმატებით საქმდებიან დიზაინ-სტუდიებსა და სხვადასხვა კომპანიაში. ჩვენთვის სასიხარულოა, რომ სკოლა იზიდავს, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო სტუდენტებს, სასწავლო პროცესში კი ქართველ კოლეგებთან ერთად, არაერთი ცნობილი უცხოელი პედაგოგია ჩართული. დიზაინის საერთაშორისო სკოლას, მის დეკანსა და აკადემიურ პერსონალს მინდა მივულოცო მნიშვნელოვანი წარმატება იმ მხრივაც, რომ მათ მოიპოვეს არქიტექტურის ინგლისურენოვანი პროგრამის აკრედიტაცია და სტუდენტთა მიღებას მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყებენ. მთავარია, არა მხოლოდ ჩვვენს საუნივერსიტეტო სივრცეში, არამედ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ეს სკოლა, თავისი მიზნებითა და არსით, უნიკალური და ერთ-ერთი წამყვანია. დღეს ჩვენი უნივერსიტეტის ცხოვრებაში ბევრი გარდაქმნა ხორციელდება, გვაქვს სერიოზული გამოწვევები, რომელთა დაძლევაზეც აქტიურად ვმუშაობთ, ჩვენმა ბიოსამედიცინო იჟინერიის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკვე მოიპოვა ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს საერთაშორისო ABET აკრედიტაცია. აღსანიშნავია, რომ ამ აკრედიტაციის მისაღებად, ამ ეტაპზე, კიდევ ხუთ პროგრამას ვამზადებთ, დავაარსეთ ორი ახალი ფაკულტეტი, ახალი საგანმანათლებლო პროგრამებით და ეს პროგრამები უკვე პოპულარული ხდება ახალგაზრდებში, რაც, დაგვეთანხმებით, უნივერსიტეტის დიდი წარმატებაა, აქტიურად მოდერნიზდება საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, იხსნება ახალი ლაბორატორიები – ყოველივე ერთობლიობაში, მიმზიდველს ხდის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განათლების მიღებას. ვიმედოვნებთ, დიზაინის საერთაშორისო სკოლაც, რომელიც სრულიად გამორჩეულია თავისი ინფრასტრუქტურით, უფრო და უფრო მეტს იზრუნებს, რომ ჩვენს ახალგაზრდებს მუდმივად შესთავაზოს სიახლეები. გილოცავთ, კოლეგებო, ჩვენო ახალგაზრდებო, სკოლის დაარსების დღეს და მრავალმხრივ წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნა რექტორმა დავით გურგენიძემ.

როგორც დეკანმა, პროფესორმა ნიკოლოზ შავიშვილმა განაცხადა, დიზაინის საერთაშორისო სკოლის უმთავრესი მიზანია, მასშტაბურად დანერგოს დიზაინ-აზროვნების კონცეფცია, როგორც აკადემიურ დონეზე, ასევე პრაქტიკულ საქმიანობაში, აღზარდოს ახალგაზრდა პროფესიონალთა კონკურენტუნარიანი თაობები და ადეკვატურად მოამზადოს ისინი მომავლისთვის.

„სტუდენტებსა და პედაგოგებს გილოცავთ ჩვენთვის სრულიად ღირსშესანიშნავ დღეს. დიზაინის საერთაშორისო სკოლას 10 წელი შეუსრულდა. ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეს პირველი და ერთადერთი სრულად ინგლისურენოვანი ფაკულტეტი იკავებს ღირსეულ ადგილს, როგორც საუნივერსიტეტო სივრცეში, ასევე, ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში. მისი მიზანი საინჟინრო-ტექნოლოგიური დარგების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და დიზაინის უახლესი მიდგომების ინტეგრირებაა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დიზაინის საერთაშორისო სკოლის გახსნის ერთ-ერთი ინიციატორი თანამედროვე დიზაინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიზაინერი, პროფესორი ჯორჯეტო ჯუჯარო იყო. ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო პროგრამები მომზადებულია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის დიზაინის წამყვან უმაღლეს სკოლებში მოქმედი პროგრამების შესაბამისად და უმაღლესი საერთაშორისო საგანმანათლებლო სტანდარტების სრული დაცვით. სასწავლო პროცესში დიზაინის საერთაშორისო სკოლა წარმატებით ითვალისწინებს ყველა მნიშვნელოვან ფაქტორს, როგორც სწავლების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, უახლესი ტექნოლოგიებისა და უახლესი მეთოდიკების გამოყენების მიმართულებით. ფაკულტეტზე უკლებლივ ყველა პედაგოგი პრაქტიკოსია და მათ ზურგს უმყარებს დიზაინის სფეროში ნამუშევრების სერიოზული კოლექცია, ადგილობრივ და საერთაშორისო კონკურსებში მოპოვებული პრიზები და ჯილდოები, რაც ვფიქრობთ უმნიშვნელოვანესია ჩვენი სტუდენტების პროფესიონალებად ფორმირების პროცესში. სასიხარულოა, ამავე დროს, საამაყო, რომ სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები, ჩვენი მოწვეული პედაგოგები ხდებიან – ამ მხრივ, ჩვენი ყოფილი სტუდენტი დავით დრონი კარგი მაგალითია. დიზაინის საერთაშორისო სკოლის უმთავრესი მიზანია, აღზარდოს კონკურენტუნარიან პროფესიონალთა თაობები, ადეკვატურად მოამზადოს ახალგაზრდები მომავლისთვის იმ ცვალებადი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგანან დიზაინერები და არქიტექტორები და ფართოდ დანერგოს დიზაინ-აზროვნების კონცეფცია, როგორც აკადემიურ დონეზე, ასევე პრაქტიკაში. რექტორის, ბატონი დავით გურგენიძის წამოწყებით, შესანიშნავი ტრადიცია დაინერგა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში – დღეს, ჩვენს სტუდენტებთან ერთად, მოგვეცა საშუალება კოლეგებისა და მოწვეული სტუმრებისთვის გაგვეკეთებინა იმის დემონსტრირება, თუ რისი გაკეთება შევძელით, რანი ვართ დღეს და რა გეგმები გვაქვს სამომავლოდ. მადლობას ვუხდით რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას მხარდაჭერისთვის და დაუფარავად ვაცხადებთ, რომ დიზაინის საერთაშორისო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესში თავის უმთავრეს პრინციპებს არასოდეს უღალატებს“, – აღნიშნა დეკანმა, ნიკოლოზ შავიშვილმა.

უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა და სტუმრებმა დიზაინის საერთაშორისო სკოლის სახელოსნოები, ლაბორატორიები, ასევე, სტუდენტებისა და პედაგოგების ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს. რექტორსა და სტუმრებს დეკანმა, ნიკოლოზ შავიშვილმა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი წიგნი – „დიზაინის საერთაშორისო სკოლა 10 წლისაა“ საჩუქრად გადასცა.     

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია – „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების, მთის მდგრადი განვითარების და აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტების, ასევე, გრიგოლ რობაქიძისა და პორტუგალიის (ბეჟა) ტექნიკური უნივერსიტეტების, კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები“.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ გახსნა.

როგორც რექტორმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, კონფერენცია ერთმანეთთან აკავშირებს ქართველ და უცხოელ მეცნიერთა კვლევების სხვადასხვა მიმართულებას, როგორიცაა: ბუნებრივი რესურსები, ტურიზმი, ეკონომიკური განვითარება. მისი თქმით, კონფერენციის თემატიკა ეხმაურება მსოფლიო გლობალურ პრობლემებს,  გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას და თავისი შინაარსით, მულტიდისციპლინურ ხასიათს ატარებს.

„1972 წელს რომის კლუბის გამოკვლევებმა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გლობალური პრობლემებისაკენ მიაპყრო. კაცობრიობა სახიფათო მდგომარეობაშია და თუ მას გადარჩენის იმედი აქვს, უფრო ფრთხილად და სათუთად უნდა მოეპყროს ბუნებასა და ეკოლოგიას. 1987 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე განიხილეს მოხსენება „ჩვენი საერთო მომავალი“, რომელმაც  მდგრადი განვითარების ერთიანი კონცეფცია გამოკვეთა. რომის კლუბის გამოკვლევებმა განვითარება ჰპოვეს გაეროს 1992 წლის დოკუმენტში – „დღის წესრიგი XXI საუკუნისათვის“ (Agenda 21), რომელიც მდგრადი განვითარების საფუძველია და რომელმაც სამყარო მიიყვანა უმნიშვნელოვანესი სახელმძღვანელო დოკუმენტების მიღებამდე და „მდგრადი განვითარების მიზნები 2030“-მდე.  მდგრადი განვითარების პრინციპმა მნიშვნელოვნად შეცვალა დამოკიდებულება განვითარების, კეთილდღეობის და სხვა საზოგადოებრივი მოვლენების მიმართ. ამ გზაზე გადასვლა შეიძლება შევადაროთ ეპოქალურ ცვლილებებს კაცობრიობის ისტორიაში. სწორედ ამ აქტუალობიდან და ქვეყნის რეგიონული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ფრთებქვეშ, 2022 წელს, შეიქმნა კურორტების განვითარების სააგენტო, რომელიც დღეს ჩვენი მთავარი პარტნიორია და რომლის ძირითადი მიზანია კურორტების, საკურორტო და ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოპულარიზაცია და განვითარება. ვფიქრობთ, ამ მიზნის მიღწევას ეხმაურება დღევანდელი კონფერენციაც. ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი კონფერენცია დასაბამს დაუდებს მომავალ პარტნიორობას ჩვენს უნივერსიტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, ისევე, როგორც ქართველი და უცხოელი მკვლევრების ძალების გაერთიანებას სამყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად. იგეგმება სამომავლო თანამშრომლობა ჩვენს საუნივერსიტეტო სივრცეში ახლად შექმნილ მთის მდგარადი განვითარების ფაკულტეტსა და კურორტების სააგენტოს შორის, რაც სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიების ერთობლივად გამართვის შესაძლებლობას და, გარკვეულწილად, კვლევითი პლატფორმის შექმნას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ სამეცნიერო მუშაობას“, – განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი; განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქეთევან ქოქრაშვილი; საქართველოს კურორტების განვითარების სააგენტოს დირექტორი, ალექსანდრე ონოფრიშვილი; სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ალექსანდრე დიდებულიძე; თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, ვახტანგ ლომჯარია. ასევე, პორტუგალიის ტექნიკური უნივერისტეტის აგრარული სკოლის დეკანი, პროფესორ მარია ჯოაო კარვალო, უკრაინისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის განცხადებით, კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები აქტუალურ გამოწვევებს პასუხობს.

„კონფერენციაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა არაერთმა წამყვანმა უნივერსიტეტმა და დარგის წარმატებულმა სპეციალისტმა, რაც მიუთითებს ამ სამეცნიერო ღონისძიების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სტუმარს მონაწილეობისთვის, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს უკრაინელ კოლეგებს, რომლებიც ქვეყანაში საომარი მდგომარეობის მიუხედავად,  ჩართულნი არიან კონფერენციაში. მხარდაჭერისთვის მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და ყველა ჩვენს კოლეგას“, – განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

2-დღიანი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ოფიციალური ნაწილის დასასრულს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს, ასევე, სტუ-სა და კონსალტინგისა და ახალი პროფესიების რეგიონული ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. საკონფერენციო მუშაობა, რომელზეც ქართველმა და უცხოელმა მკვლევრებმა 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი წარმოადგინეს, სამ სექციად გაგრძელდა.

აქვე გაცნობებთ, რომ “მთის საერთაშორისო პარტნიორობამ” (Mountain Partnership), რომელიც FAO-ს ეგიდით მოქმედი ორგანიზაციაა, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართული  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის – “ბუნებრივი რესურსები და კურორტები, როგორც მდგრადი განვითარების ფაქტორები”  შესახებ:  

https://www.fao.org/mountain-partnership/news/news-detail/en/c/1675169?fbclid=IwAR2a3FsvNyXE6SkDMeIYBXEI1cjxUKxoxan_gcuHHTukKMaT2OxeD_JgjOI

აღნიშნული პუბლიკაციით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტსა და ორგანიზაცია “მთის საერთაშორისო პარტნიორობას” შორის თანამშრომლობა დაიწყო.

სტუ-ში აფხაზური ენის დღისადმი მიძღვნილი სემინარი გაიმართება

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

2023 წლის 27 ოქტომბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ნიკო ნიკოლაძის საკონფერენციო დარბაზში რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ქართულ და აფხაზურ საზოგადოებას საქართველოს მეორე სახელმწიფო ენის – აფხაზური ენის დღეს მიულოცავს და გახსნის სემინარს „ქართული და აფხაზური ენებით ევროკავშირში, ანუ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის  დაფუძნება-ამოქმედების პროექტის პრეზენტაცია“.

სემინარზე მოხსენებით წარდგებიან სახელმწიფო ენის ექსპერტთა კომისიის წევრი, სტუ-ის საქართველოს სახელმწიფო ენების კულტურული დაცვისა და ტექნოლოგიური განვითარების ცენტრის დირექტორი, ხელოვნური ინტელექტის დეპარტამენტის პროფესორი კონსტანტინე ფხაკაძე და ილინოისის  უნივერსიტეტის (აშშ) ენათმეცნიერების დეპარტამენტის ასისტენტ-პროფესორი გამოთვლით ლინგვისტიკაში, ალექსანდრე მასხარაშვილი.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაიწყო ახალი პროექტი – „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუდენტური სერვისების ცენტრის ინიციატივითა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით, ახალი პროექტი „სტუ – ჩემი წარმატების ფორმულა“ დაიწყო. პროექტის ფარგლებში პირველი ღონისძიება სტუ-ის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე ჩატარდა.

პროექტი განხორციელდება სტუ-ის თოთხმეტივე ფაკულტეტზე და მისი არსია სტუდენტების შეხვედრა ცალკეული ფაკულტეტების წარმატებულ კურსდამთავრებულებთან.

პროექტის პირველი სტუმარი, სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის კურსდამთავრებული, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით გეწაძე ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების ცენტრის ხელმძღვანელის, ლევან ფიფიას განცხადებით, პროექტის განხორციელებამდე სტუდენტებს შორის ჩატარდა გამოკითხვა, სურდათ თუ არა წარმატებულ კურსდამთავრებულებთან შეხვედრა.

„ინტერესი იმდენად დიდი იყო, გადაწყდა, პროექტი განგვეხორციელებინა. ვფიქრობ, სტუდენტებისათვის, საინტერესო იქნება ამა თუ იმ წარმატებული ინჟინრის, იურისტის, ბიზნესის წარმომადგენლის თუ სხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა, მათი წარმატების ფორმულის ისტორიების მოსმენა. ეს იქნება მოტივაცია ახალგაზრდებისთვის. მინდა მადლობა გადავუხადო რექტორს მხარდაჭერისთვის, თითოეული ფაკულტეტის დეკანს, სტუდენტებს და რა თქმა უნდა, ჩვენს პირველ სტუმარს, ბატონ დავითს“, – განაცხადა ლევან ფიფიამ.

როგორც საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით გეწაძემ განაცხადა, მისთვის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობა და სტუდენტებთან შეხვედრა დიდი პატივია.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხური – ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა, გავიარე. უნივერსიტეტთან  მთელი 11 წელი მაკავშირებს. ეს იყო მომავლის იმედით დატვირთული წლები. აქ შევიძინე ბევრი მეგობარი, მივიღე მაღალკვალიფიციური განათლება. წარმატება პირდაპირ კავშირშია არჩეული სპეციალობის სიყვარულთან, რაც ამარტივებს როგორც სწავლას, ასევე სამუშაო პროცესში ჩართვას. დღეს შევხვდი სტუდენტებს, რომლებიც ხვალ-ზეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში ან სხვაგან გამოიყენებენ უნივერსიტეტში მიღებულ განათლებას. სასიხარულოა, ახალგაზრდები არიან მოტივირებული, იციან, რომ მოთხოვნა კვალიფიციურ კადრზე დიდია და ყველაფერს ცდილობენ გახდნენ საჭირონი. მინდა წარმატება ვუსურვო მათ და უნივერსიტეტს“, – განაცხადა დავით გეწაძემ.

შეხვედრის დასასრულს სტუ-ის სატრანსპორტო სისტემები და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა მადლობა გადაუხადა სტუდენტური სერვისების ცენტრს ინიციატივისათვის, რექტორს მხარდაჭერისათვის.

„ძალიან საინტერესო პროექტი დაიწყო სტუდენტური სერვისების ცენტრმა, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ასევე მადლობა რექტორს მხარდაჭერისთვის. მსგავსი პროექტები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებულია, სტუდენტები ისმენენ მათი უნივერსიტეტის წარმატებული კურსდამთავრებულების ისტორიებს, რაც მათთვის მოტივაციაა. ძალიან მიხარია, რომ პროექტის განხორციელება ჩვენი ფაკულტეტიდან დაიწყეს, წარმატებებს ვუსურვებ პროექტს“, – განაცხადა ბორის გითოლენდიამ.

 

სტუ-ში ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის დღე აღინიშნა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დღე აღინიშნა. წელს ინსტიტუტს დაარსებიდან 63 წელი შეუსრულდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, დარგის სპეციალისტები, ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები და მიწვეული სტუმრები.

ინსტიტუტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა გახსნა.

როგორც დავით გურგენიძემ განაცხადა, კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი საქართველოში გასული საუკუნის 60-იან წლებში დაფუძნდა, იმ დროს, როცა, მსოფლიოში დარგი ფეხს იდგამდა. ამ ფონზე საქართველოში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დაფუძნება, იმ პერიოდშიც და დღესაც ქართველი მეცნიერების  სიახლეებისკენ სწრაფვაზე მიუთითებს.

„63 წლის წინ, დიდი მეცნიერის, ფიზიკოსის, მათემატიკოსისა და კიბერნეტიკოსის, აკადემიკოს ვლადიმერ ჭავჭანიძის დიდი შრომის და თამამად შეიძლება ითქვას, ბრძოლის შედეგად, საქართველოში დაფუძნდა პირველი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, სადაც ახალგაზრდა, პერსპექტიულმა მეცნიერებმა მოიყარეს თავი. ეს პირველი ნაბიჯი დაკავშირებული იყო გამოთვლითი ტექნიკისა და კიბერნეტიკის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან, რომელთა გამოყენებამ მეცნიერების თითქმის ყველა სფეროში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ვლადიმერ ჭავჭანიძის ხელმძღვანელობით, კიბერნეტიკის ინსტიტუტმა წამყვანი ადგილი მოიპოვა არა მარტო საბჭოთა კავშირის, არამედ მსოფლიო სამეცნიერო წრეებში. შემთხვევითი არაა, რომ თბილისში ჩატარდა მე-4 საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნურ ინტელექტში, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს ყველა წამყვანი სამეცნიერო სკოლის მეცნიერები იაპონიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, შვედეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან. დღეს ინსტიტუტი 63 წლისაა. ინსტიტუტმა ბევრი სირთულე  დასძლია, იყო წარმატებები და იყო შეფერხებაც, თუმცა, დღეს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინსტიტუტი ღირსეულად აგრძელებს დიდი მეცნიერების გაკვალულ გზაზე სიარულს. დღეის მონაცემებით, ინსტიტუტს 100-ზე მეტი უცხოური თუ ეროვნული გრანტი აქვს მოპოვებული, ამ ეტაპზე  მეცნიერები მუშაობენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ოთხი გრანტის,  DAAD-ის სამი და ერთი საერთაშორისო გრანტის შესრულებაზე. ბოლო პერიოდში გაიხსნა ახალი მიმართულებების, ევროპული სტანდარტების შესაბამისი ორი ლაბორატორია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, იმისათვის, რათა ინსტიტუტმა მიიზიდოს მეტი ახალგაზრდა მეცნიერი, რომლებიც ჩვენს ქვეყანას ასახელებენ. ვულოცავ ინსტიტუტს, მეცნიერებს, მკვლევრებს ამ მეტად მნიშვნელოვან თარიღს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ თამაზ სულაბერიძის თქმით, ინსტიტუტში ახალი ლაბორატორიები ამოქმედდა და განახლდა ინფრასტრუქტურა. თამაზ სულაბერიძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა მოვახსენო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის. ვფიქრობ, ინსტიტუტის დღის დაარსება, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  გადაწყვეტილება. ესაა დღე, როცა, ჩვენ, მეცნიერები ერთგვარად ვაჯამებთ მუშაობის შედეგებს. ეს არის ნაფიქრის, ნააზრევისა და განვლილი გზის ხელახლა გააზრების დღე. ეს არის ჩვენს მეცნიერთა მიერ მოპოვებული წარმატებებისა და სამომავლო გეგმების გაზიარების დღე და სიხარული, რომელსაც თითოეული ჩვენგანი და ინსტიტუტი ნამდვილად იმსახურებს. ვულოცავ ყველა ჩვენს თანამშრომელს ინსტიტუტის დაარსების დღეს და წარმატებებს ვუსურვებ მათ“, – განაცხადა თამაზ სულაბერიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და სტუმრებმა, დაათვალიერეს კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ასევე, სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ ლაბორატორიები. კიბერნეტიკის ინსტიტუტი და „ტალღა“ ერთ სივრცეშია განთავსებული. ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორის, მთავარი მეცნიერ-თანამშრომლის, პროფესორ მედეა ბურჯანაძის თქმით, „ტალღა“ ახორციელებს ფუნდამენტურ და გამოყენებით სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და ატარებს მნიშვნელოვან კვლევებს, მათ შორის: შენადნობთა ფიზიკური, მექანიკური, ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლას მათი შემდგომი გამოყენებისთვის ადამიანის ორგანიზმში. ურბანული გარემოს რადიოეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა-შეფასებას და სხვ.

ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამაზ სულაბერიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა, ხოლო პროფესორებს, თერმო-ფიტოქრომული სტრუქტურების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, გია პერტიაშვილსა და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების ლაბორატორიის ხელმძღვანელს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, ნიკოლოზ მარგიანს საპატიო დიპლომები გადასცა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა საპატიო დიპლომები გადასცა სტუ-ის ინსტიტუტ „ტალღის“ დირექტორს, მედეა ბურჯანაძეს, მეცნიერ-თანამშრომელს, იამზე კალანდაძესა და უფროს მეცნიერ-თანამშრომელს, კახა გორგაძეს.

სტუ-სა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ჩართულობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით, ასევე, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების ხელშეწყობისთვის შეხვედრებისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა  დავით გურგენიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის,  თანამშრომლობა უწყვეტი რეჟიმის ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უფრო განამტკიცებს.

„ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია საქართველოს ამ ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდებზე ზრუნვა. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს დევნილი სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისათვის ხელშეწყობა, რასაც, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური დატვირთვით ახორციელებს. უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის წინ მოამზადა უფროსკლასელი მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი კურსი. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ონლაინპლატფორმა, რომელიც STEM განათლების ხარისხის განვითარებას ისახავს მიზნად. ეს არის საგნების უფასო სწავლების კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ პროექტში ჩართულია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სტუდენტების გვერდით დგას, მათ მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები, სადაც მიმდინარე სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ დევნილი ახალგაზრდები. უნივერსიტეტს აქვს საშუალება ახალგაზრდები ჩართოს თვითშემოქმედებით კოლექტივებში, სპორტულ გუნდებში. მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის გამყარება, სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენთვის, მემორანდუმის ხელმომწერებისთვის მთავარია, მიზნების პრაქტიკაში წარმატებით განხორციელება. აფხაზეთის მთავრობის მეთაურთან საუბრისას გამოიკვეთა პრიორიტეტები. დავგეგმეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, მისი ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი. ჩვენ მზად ვართ უფრო დატვირთული და შემოქმედებითი გრაფიკისთვის. სასიამოვნოა, რომ ასევე მზადაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ მეტად კეთილშობილური იდეის განხორციელებაში“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი ევროკავშირის COST პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტ PROBONO-ს მიუერთდა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფი მიუერთდა ევროკავშირის COST Action პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო პროექტს – „პროტონ-ბორის ბირთვული სინთეზი: ენერგიის მიღებიდან სამედიცინო გამოყენებამდე“ (The COST Action CA21128 — PROBONO – PROton BOron Nuclear fusion: from energy production to medical applicatiOns).

პროექტ PROBONO-ში სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის ხელმძღვანელობითა და პროფესორების – მეცნიერების დარგში სტუ-ის რექტორის მოადგილის, ზურაბ გასიტაშვილის, ლევან ჩხარტიშვილის, თამარ ბერბერაშვილის, დეპარტამენტის სხვა მეცნიერ-თანამშრომელთა და ახალგაზრდა მკვლევართა მონაწილეობით ჩაერთო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, პროექტ PROBONO-ში სტუ-ის მეცნიერთა ჩართვა და ევროპის 20 ქვეყნის მკვლევრებთან COST Action პროგრამის ფარგლებში კოლაბორაცია, სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის  მიმართულებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და წარმატების მომტანი ნაბიჯია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის.

„PROBONO, რომელიც ევროკავშირის COST Action პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, პირველი საერთაშორისო პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ლაზერული მეთოდით ბირთვული სინთეზის განხორციელებას, ბორისა და ბორის ნაერთების შესწავლას და ამ მიმართულებით მთელი რიგი სამეცნიერო-კვლევითი და ტექნოლოგიური სამუშაოების ჩატარებას. პროექტი ოთხწლიანია და მასში საქართველოს გარდა, ევროპის 20 ქვეყნის მკვლევრები მონაწილეობენ. სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მხრივ, PROBONO-ში მონაწილეობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, მისი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისა და საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მეცნიერთა და ახალგაზრდა მკვლევართათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმატებაა, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, მეცნიერის, პროფესორ პაატა კერვალიშვილის ხელმძღვანელობით, წვდომა ჰქონდეთ უახლეს სამეცნიერო-ექსპერიმენტულ ინფრასტრუქტურაზე, გაიზიარონ ევროპის წამყვან მკვლევართა თეორიები, უშუალოდ მათთან ერთად ჩაერთონ PROBONO-ს კვლევებში და გახდნენ კარგად ორგანიზებული სამეცნიერო კოლაბორაციის სრულუფლებიანი წევრები. PROBONO-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა კოლაბორაციას ზურგს უმყარებს ის ფაქტიც, რომ გასული წლის მარტიდან, საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით, საქართველო ევროკავშირის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ევროპული თანამშრომლობის ორგანიზაციის – COST ასოციაციის სრულუფლებიანი წევრია. ეს მოცემულობა ჩვენს მკვლევრებს შესაძლებლობას აძლევს, გააფართოონ და გააძლიერონ საერთაშორისო სამეცნიერო კავშირები და ამავდროულად, თავიანთი სამეცნიერო პროექტების საერთაშორისო წარმატებაც უზრუნველყონ.  ვულოცავ ჩვენს უნივერსიტეტს, სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას“, – აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე.

როგორც სტუ-ის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი პაატა კერვალიშვილი აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მონაწილეობა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო პროექტში უმნიშვნელოვანესია სამეცნიერო თვალსაზრისით, რადგან PROBONO-ს ექსპერიმენტები გზას უხსნის ფიზიკაში ინოვაციურ და ალტერნატიულ კვლევებს, მათი შედეგების სრულიად ახლებურ გააზრებასა და განსხვავებული სამეცნიერო მიდგომებისა და სქემების ჩამოყალიბებას. პროფესორ პაატა კერვალიშვილის თქმით, პროექტ PROBONO-ში მონაწილეობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები, ევროპის ცნობილ მკვლევრებთან ერთად, კაცობრიობისთვის პრობლემური და აქამდე პასუხგაუცემელი საკვანძო კითხვების განხილვა-გახსნაზე იმუშავებენ.

სტუ-ში კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კომუნიკაციების კომისიამ, ახალგაზრდებში სატელეკომუნიკაციო სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სტუდენტებისათვის საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება” გამართა.

საჯარო ლექციაზე კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ივანე მახარაძემ, სტუდენტებს საქართველოში არსებული მედია გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, განიხილა თუ როგორია ქვეყნის მედიაპოლიტიკა, რა არის საჭირო ტელე და რადიო მაუწყებლობის დასაწყებად, რა მიმართულებებს არეგულირებს ქართული კანონმდებლობა, ასევე, რა გამოწვევების წინაშე დგას ქართული მედია და რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მის განვითარებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის  ნატო ქათამაძის თქმით, კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენლებმა, მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში უკვე მეორედ გამართეს საჯარო ლექცია.

„უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს კომუნიკაციების კომისიასთან. საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება”, რიგით მეორეა მიმდინარე სასწავლო წელს. პირველ  ლექციაზე კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა  სტუდენტებს 5G ტექნოლოგიის უპირატესობებისა და დანერგილი ტექნოლოგიებისგან მისი განმასხვავებელი ნიშნების შესახებ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ორივე ლექციამ დიდი დაინტერესება გამოიწვია. მედია გარემო და მისი რეგულირება განსაკუთრებით საინტერესოა “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებების ფონზე. მომავალი ჟურნალისტებისთვის და არა მხოლოდ მათტვის, ლექცია ძალიან მრავლისმომცველი იყო. სტუდენტები დაინტერესდნენ  რა როლი აქვს კომუნიკაციების კომისიას მედიიდს განვითარების კუთხით. განხილულ იქნა კონკრეტული მაგალითები“, – განაცხადა ნატო ქათამაძემ.

სტუ-ის სტუდენტის, დანიელ ქორიძის თქმით, ლექცია საინტერესოდ წარიმართა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია მივიღოთ ინფორმაცია. თავის თავად, ის უნდა იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და მაქსიმალურად მიახლოებული სიმართლესთან. ჟურნალისტმა შეიძლება ყველა დეტალი ვერ გამოიძიოს, მაგრამ მოსახლეობას უნდა მიაწოდოს სიმართლე. საჯარო ლექცია -“მედია გარემო და მედიის რეგულირება”, ძალიან საინტერესო იყო. ჟურნალისტის, ისევე როგორც, ნებისმიერი პროფესიის ადამიანის საქმიანობა, კანონის ფარგლებში უნდა იყოს მოქცეული, თუმცა, ვთვლი, რომ მედიის წარმომადგენელს უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია. ის ავრცელებს სიახლეებს და ეს სიახლე არ უნდა ემსახურებოდეს სიცრუის ტირაჟირებას და ფაქტი სიძულვილის ენით არ უნდა მიაწოდოს მკითხველსა თუ მსმენელს. ჩემი აზრით, მისასალმებელია მსგავსი ლექციების ხშირად ჩატარება“, –  განაცხადა სტუ-ის სტუდენტმა დანიელ ქორიძემ.

 

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?