სტუ-სა და აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის, აფხაზეთის ა/რ მთავრობის ჩართულობით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების ჩატარებას განათლების, კულტურისა და სპორტის მიმართულებებით, ასევე, სტუდენტებისა და ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების ხელშეწყობისთვის შეხვედრებისა და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას, ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა  დავით გურგენიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა ნანა გაბელიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის თქმით, უნივერსიტეტსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს შორის,  თანამშრომლობა უწყვეტი რეჟიმის ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც მხარეებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უფრო განამტკიცებს.

„ჩვენ გვახსოვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. უნივერსიტეტისათვის პრიორიტეტულია საქართველოს ამ ტერიტორიებიდან დევნილ ახალგაზრდებზე ზრუნვა. ჩვენს მთავარ მიზანს წარმოადგენს დევნილი სკოლის მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისათვის ხელშეწყობა, რასაც, სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, შესაძლებლობის ფარგლებში, მაქსიმალური დატვირთვით ახორციელებს. უნივერსიტეტმა რამდენიმე წლის წინ მოამზადა უფროსკლასელი მოსწავლეებისა და აბიტურიენტებისთვის მოსამზადებელი კურსი. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ონლაინპლატფორმა, რომელიც STEM განათლების ხარისხის განვითარებას ისახავს მიზნად. ეს არის საგნების უფასო სწავლების კურსი სკოლის მოსწავლეებისთვის. ამ პროექტში ჩართულია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები. პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი სტუდენტების გვერდით დგას, მათ მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ დასაქმებისა და კარიერული განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ევროპული სტანდარტების შესაბამისი ლაბორატორიები და კვლევითი ცენტრები, სადაც მიმდინარე სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ დევნილი ახალგაზრდები. უნივერსიტეტს აქვს საშუალება ახალგაზრდები ჩართოს თვითშემოქმედებით კოლექტივებში, სპორტულ გუნდებში. მემორანდუმის გაფორმება და თანამშრომლობის გამყარება, სასიამოვნოა, მაგრამ ჩვენთვის, მემორანდუმის ხელმომწერებისთვის მთავარია, მიზნების პრაქტიკაში წარმატებით განხორციელება. აფხაზეთის მთავრობის მეთაურთან საუბრისას გამოიკვეთა პრიორიტეტები. დავგეგმეთ მთელი რიგი ღონისძიებები, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტი, მისი ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი. ჩვენ მზად ვართ უფრო დატვირთული და შემოქმედებითი გრაფიკისთვის. სასიამოვნოა, რომ ასევე მზადაა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო. წარმატებები მინდა ვუსურვო უნივერსიტეტს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ამ მეტად კეთილშობილური იდეის განხორციელებაში“, – განაცხადა სტუ-ის რექტორმა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, ნანა გაბელიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და აკადემიურ პერსონალს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?