სტუ-სა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ.

ღონისძიება გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტის პრიორიტეტი მაღალკვალიფიციური, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის უზრუნველყოფის  გარდა, სტუდენტების დასაქმება და მათი პროფესიონალად ჩამოყალიბების ხელშეწყობაა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა სტუდენტისათვის შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცის არსებობაა, მიზანი – მაღალკვალიფიციური კადრის მომზადება და ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი კი სტუდენტებისთვის კარიერულ წინსვლაში მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა შესაძლებლობას იყენებს,  ხელი შეუწყოს სტუდენტს გარანტირებული მომავლის შექმნაში. დღეს მორიგ თანამშრომლობის მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი, რაც გულისხმობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან ერთად, ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, ხელი შევუწყოთ  სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას. მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტები საქსტატთან ურთიერთობის გზით, გამოცდილებას მიიღებენ, გაივლიან პრაქტიკასა და სტაჟირებას. წარმატებები მინდა ვუსურვო ჩვენს პარტნიორებს და სტუდენტებს“, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორს, აკადემიურ პერსონალს თანამშრომლობისთვის. როგორც  გოგიტა თოდრაძემ აღნიშნა, სტატისტიკის ეროვნული სამსახური მზადაა, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისი გასაუბრების შედეგად, შერჩეული სტუდენტები უზრუნველყოს სტაჟირების გავლისათვის აუცილებელი სათანადო პირობებით, ასევე, საქსტატისათვის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები უნივერსიტეტში ჩაატარებენ საჯარო ლექციებს სტუდენტებისათვის აქტუალურ თემებზე.  სამსახური ხელს შეუწყობს საქსტატის მიერ გამოცხადებულ სტაჟიორთა შესარჩევ კონკურსში უნივერსიტეტის სტუდენტთა მონაწილეობას.

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?