სტუ-ის ხელბურთის გუნდი შესარჩევ შეხვედრებს იწყებს

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

ძვირფასო სტუდენტებო, სტუ- ის ხელბურთის გუნდი შესარჩევ შეხვედრებზე გიწვევთ!

შეხვედრები გაიმართება ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა), სტუ-ის მეცხრე სასწავლო კორპუსის დარბაზში, 18:00- დან -20:00 საათამდე.

გუნდის მთავარი მწვრთნელი- ირაკლი კეკელიძე

საკონტაქტო ნომერი – 593 79 10 01

 

სტუ-ის სტუდენტებისთვის სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ საჯარო ლექცია გამართა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, სტუდენტებში ტრეფიკინგის მსხვერპლთა სახელმწიფო სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საჯარო ლექცია – „ძალადობის სავარაუდო მსხვერპლთა, მსხვერპლთა, დაზარალებულთა (დამოკიდებულ პირ(ებ)თან ერთად) დაცვა, დახმარება და რეაბილიტაცია “, გამართა.

საჯარო ლექციაზე თბილისის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების მენეჯერმა ანა რობაქიძემ ისაუბრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მისიაზე, იმ სერვისებზე, რომელსაც სახელმწიფო დაზარალებულებს სთავაზობს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანის თქმით, საკითხი, რომლის შესახებაც სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა საჯარო ლექცია გამართეს, ძალიან მტკივნეული და აქტუალურია.

„პრობლემა, რომლის შესახებაც სააგენტომ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გამართა, არის ერთ-ერთი მტკივნეული საკითხი. სახელმწიფო ყველა ღონეს მიმართავს, რათა ძალადობა მაქსიმალურად შემცირდეს. იმისათვის, რომ დაზარალებულის რეაბილიტაცია შედეგიანი იყოს 2006 წლიდან – 2023 წლის განმავლობაში სააგენტოს ბაზაზე ამოქმედდა 5 თავშესაფარი, 7 კრიზისული ცენტრი, კანონი მკაცრად სჯის მოძალადეს. სტუდენტებმა ამ და სხვა საკითხებზე მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია. ვფიქრობ, მსგავსი საჯარო ლექციები მომავალი იურისტებისა და არა მხოლოდ მათთვის, აუცილებელია“, – განაცხადა პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების ორგანიზებით ჩატარდა. 

 

სტუ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ცამციშვილის ცილისმწამებლურ განცხადებას ეხმაურება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ეხმაურება პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თემურ ცამციშვილის მიერ ბრიფინგზე გაჟღერებულ ინფორმაციას, თითქოსდა, ნიკო ნიკოლაძის სახელობის დიდი ჯიხაიშის პროფესიული სასწავლებლის რეაბილიტაცია შეჩერებულია, ნაგებობა დანგრეული და მიტოვებული, ხოლო ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი 5 მილიონი ლარი – დაკარგული.

თემურ ცამციშვილის განცხადება არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახელობის აგროინჟინერიისა და სასურსათო ტექნოლოგიების პროფესიული კოლეჯის რეაბილიტაცია  2020 წელს დაიწყო. გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომპანიამ, გაიმარჯვა „სამშენებლო კომპანია N1“-მა, რომელთანაც 2020 წელს დაიდო ხელშეკრულება. კომპანიამ დაიწყო ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კოლეჯის კორპუსის მცირე ნაწილის, რომელიც  არ ექვემდებარებოდა აღდგენას, დემონტაჟი მოხდა, ტერიტორიიდან გატანილ იქნა სამშენებლო ნარჩენები და შესრულდა ასევე, სხვა სამუშაოები, თუმცა სამშენებლო კომპანიამ, გარკვეული მიზეზების გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია.

2022 წლის 4 აპრილს, შეუსრულებელი ვალდებულების მოტივით, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და მიმართა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, შესრულებული სამუშაოს შეფასებითვის. უნივერსიტეტმა, ასევე, მიმართა სასამართლოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად, ობიექტზე მიმდინარე სამუშაო პროცესს და გამოყოფილი თანხის მიზნობრივად ხარჯვით ნაწილს ზედამხედველობას უწევდნენ აკრედიტებული, მაღალი კლასის დამოუკიდებელი ექსპერტები.

ამ და სხვა ფაქტების გამო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კატეგორიულად აცხადებს – თემურ ცამციშვილმა სრულიად შეგნებულად, ჩვენი აზრით, პოლიტიკური მოტივით, დაამახინჯა ფაქტები და საზოგადოება შეიყვანა შეცდომაში. ეს იმ დროს, როცა, 2010 წელს, სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (მინისტრი დიმიტრი შაშკინი) 18 ერთეულით შეამცირა (მათ შორის, იმერეთის რეგიონში ხუთიდან ოთხი) პროფესიული სასწავლებლების რაოდენობა. გაუქმებულ კოლეჯებს შორის იყო დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით  1925 წლის ოქტომბერში გახსნილი სასწავლებელი/კოლეჯი, სადაც 400-მდე სტუდენტი სწავლობდა. ლიკვიდაციის შემდეგ სასწავლებელთან მიმაგრებული 51 ჰა  მიწის ფართობის 20 ჰა-ზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოეწყო თანამედროვე ტექნიკითა  და საირიგაციო სისტემით აღჭურვილი სადემონსტრაციო ნაკვეთი და გადაეცა სოფლის მეურნეობის კორპორაციას. მიუხედავად სტუდენტების და მასწავლებლების საპროტესტო აქციებისა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ნიკო ნიკოლაძის დაარსებული სასწავლებელი არ აღადგინა.

ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის აღდგენა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართულობით, დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. კოლეჯის აღსადგენად ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყო 6.7 მლნ ლარი, საიდანაც გახარჯულია 3,4 მლნ ლარი და რომ არა სამშენებლო კომპანიის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა, დღეს კოლეჯის კორპუსი ექსპლუატაციაში იქნებოდა შესული.

დღეს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებს ექსპერტიზას ხარჯვითი ნაწილის მართლზომიერების დასადგენად, ასევე, სასამართლოში მიმდინარეობს უნივერსიტეტის სარჩელის განხილვა, რომლითაც სტუ სამშენებლო კომპანიას უხარისხო და შეუსრულებელი სამუშაოსთვის 0.8 მლნ ლარს ედავება, ხოლო ჯარიმის სახით კომპანიას გადახდილი აქვს 330 ათასი ლარი. ამ ეტაპზე გამოცხადებულია ტენდერი, რომელიც გამოავლენს გამარჯვებულ კომპანიას და კოლეჯის რეაბილიტაციის პროცესი განახლდება.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დაინტერესების შემთხვევაში, საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის ღიაა, მზად არის თანამშრომლობისა და დოკუმენტაციის  გასაჯაროვებისთვის.

სტუ-ის ლიეტუვური ცენტრის ახალი ხელმძღვანელი ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინეს

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულება ანდრიუს კალინდრასა და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორს, დარიუს ვიტკაუსკასს შეხვდნენ.

ელჩმა, მისმა აღმატებულება ანდრიუს კალინდრამ ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი – მარია სულაბერიძე წარუდგინა.

როგორც საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა აღნიშნა, მარია სულაბერიძე, რომელმაც ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარდგინებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედი პროფესორ ვიდას კავალიუსკასის სახელობის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობას ახლახან შეუდგა. ელჩის განცხადებით, ლიეტუვის ცენტრის ახალი ხელმძღვანელი უკვე წარუდგინეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომელმაც მარია სულაბერიძეს, უნივერსიტეტის სახელით, ცენტრის საქმიანობაში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის საქმიანობის შესახებ, რომელიც სტუ-ში, ლიეტუვის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება. ცენტრის ახალი ხელმძღვანელი მარია სულაბერიძე კი სტუმრებს 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ესაუბრა. მისი თქმით, ღონისძიებები, როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ასევე ლიეტუვაში გაიმართება.

ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, რომელიც ერთადერთია სამხრეთ კავკასიის რეგიონში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2012 წლიდან ფუნქციონირებს. ოფიციალურად ცენტრი ლიეტუვის რესპუბლიკის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დალია გრიბაუსკაიტემ გახსნა. ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ლინგვისტის, სტუ-ის საპატიო დოქტორისა და ვილნიუსის ბიზნესკოლეგიის პროფესორის, ვიდას კავალიუსკასის სახელი მისი გარდაცვალების შემდეგ, 2023 წლის 8 ივნისს მიენიჭა.

 

სტუ-ის ყველაზე მაღალრეიტინგულმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია და სტიპენდიები მოიპოვეს

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამი ფაკულტეტის ყველაზე მაღალრეიტინგული სამი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა, ხოლო 2023 წელს სტუ-ში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულმა უმაღლესი საკონკურსო ქულის მქონე პირველკურსელმა ფონდის პრემია მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტები გახდნენ 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრები: სამშენებლო ფაკულტეტიდან – მეოთხეკურსელი ვახტანგ ჩხეტია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან – მესამეკურსელი უჩა მჭედლიშვილი და  აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან – მეორეკურსელი ნინო ყავლაშვილი. სამივე სტუდენტს, შემოდგომის სემესტრში, საგანმანათლებლო ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით ჩაურიცხავს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულმა პირველკურსელმა, ალექსანდრე ტაბატაძემ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის პრემია მოიპოვა. მას ფონდმა ერთჯერადი პრემია 1500 ლარის ოდენობით გადასცა.

საქართველოს მასშტაბით, 6 სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შერჩეულ, უმაღლესი რეიტინგის მქონე 19 ბაკალავრსა და აღნიშნულ უნივერსიტეტებში წლევანდელი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ 6 პირველკურსელს თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია, პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მარიამ ცანდიშვილი შეხვდნენ, ჯილდოები გადასცეს და სამომავლო წარმატებები უსურვეს. საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები სტიპენდიანტებს, პრემიის მფლობელებსა და შეკრებილ საზოგადოებას სასტიპენდიო პროგრამის მიზნებსა და მნიშვნელობაზე, ასევე, და 2023-2024 სასწავლო წლის მანძილზე დაგეგმილ ღონისძოიებებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრნენ.

„ფონდის პრემიის მოპოვება და იმის გაცნობიერება, რომ საქართველოს მასშტაბით 25 საუკეთესო სტუდენტს შორის ერთ-ერთი ვარ, ჩემთვის დიდი პატივია. სასიამოვნო განცდაა, როცა ხვდები, რომ შრომა და სწავლა ფასდება. ეს მაძლევს მოტივაციას უფრო მეტი და მეტი ვისწავლო, ვიშრომო, განვვითარდე და გავხდე კარგი პროფესიონალი. არ დავმალავ, აქედანვე დავისახე მიზნად, რომ სამომავლოდ, ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში, აუცილებლად გავხდე თამაზ ბექაიას ფონდის სტიპენდიანტი“, – ამბობს სტუ-ის სტუდენტი ალექსანდრე ტაბატაძე.

სტუდენტთა დაჯილდოების ღონისძიებას სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის განყოფილების ხელმძღვანელი ხათუნა ლეჟავა, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ედიშერ კვესიტაძე და არქიტექტურის ფაკულტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე.  

„პირველ რიგში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს მნიშვნელოვანი ინიციატივისა და სწავლის წახალისებისთვის. სტიპენდიების გადაცემა ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის დიდი სტიმულის მიმცემია. საამაყოა, რომ ჩვენს უნივერსიტეტს, ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს და წარმატებულ უმაღლეს სკოლას, რომელიც საინჟინრო-ტექნოლოგიურ და ჰუმანიტარულ დარგებში პროფესიონალ სპეციალისტებს ამზადებს, ასეთი მაღალრეიტინგული სტუდენტები ჰყავს, ჩვენი ფაკულტეტისთვის კი განსაკუთრებით საამაყოა, ის ფაქტი, რომ არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტი, შესანიშნავი და იმედისმომცემი ახალგაზრდა ფონდის სტიპენდიანტი გახდა და ასევე ის ფაქტიც, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდებში ყველაზე მაღალი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტმა, რომელიც ფონდის პრემიის მფლობელი გახდა, არქიტექტურის ფაკულტეტის აირჩია და ჩვენთან აგრძელებს სწავლას. დარწმუნებული ვართ, ჩვენი სტუდენტები სახელმწიფო სტიპენდიანტებიც გახდებიან. სწორედ სწავლის წახალისება და მათ მიერ მოპოვებული ჯილდოები იქნება მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ნებისმიერი მოტივირებული და სწავლაზე ორიენტირებული იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ხედავენ, რომ ჩვენს საზოგადოებაში სწავლა დაფასებულია“, – აღნიშნავს სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე.  

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, სემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში უმაღლესი საკონკურსო ქულით ჩარიცხულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.

 

სტუ-სა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ინიციატივით,  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა და „პარაგრაფ თბილისს“ გენერალურმა მენეჯერმა იან თომას კარლ ვან ოპსტალმა.

სტუ-ის კანცლერის თქმით, მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების სფეროში შემავალ აქტუალურ საკითხებზე თანამშრომლობა, რაც თავის თავში გულისხმობს ერთობლივი ღონისძიებების, პროექტების, კვლევების და ინიციატივების განხორციელებას. როგორც კარლო კოპალიანმა აღნიშნა, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისთვის, სადაც ადმინისტრირებისა და ტურიზმის მიმართულების საბაკალავრო და სამაგისტრო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება, ამდენად „პარაგრაფ თბილისსთან“ გაფორმებული მემორანდუმი მნიშვნელოვანია.

„ღონისძიებები, რომელიც სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების მიერ დაიგეგმა გასულ და მიმდინარე სასწავლო წელს, ეს იქნება დასაქმების ფორუმი, თუ კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ძალიან კარგი პლატფორმაა სტუდენტების დასაქმებისთვის. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მუდმივ რეჟიმში აქვს კომინიკაცია. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ სტუდენტის ინტერესს და ვცდილობთ,  რაც შეიძლება მეტ ორგანიზაციასთან ვითანამშრომლოთ.  „პარაგრაფ თბილისი“ არის წარმატებული ბიზნესი, ამიტომ, დღეს, უნივერსიტეტსა და სასტუმროების ქსელთან გაფორმებული მემორანდუმი, არის ჩვენი სამომავლო თანამშრომლობის გაფართოვებისა და გაღრმავების გარანტი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენი მიზანია სტუდენტებს მივცეთ პრესტიჟულ ორგანიზაციებში დასაქმების საშუალება. სასტუმროების ქსელში – „პარაგრაფ თბილისი“, მემორანდუმის თანახმად, 15 სტუდენტი გაივლის სრულ კურსს. სტუდენტები ჩაერთვებიან რეალურ სამუშაო პროცესებში, განახორციელებენ პრაქტიკულ აქტივობებს და ეყოლებათ მენტორი. მადლობას მოვახსენებ ბატონ იან თომას კარლ ვან ოპსტალს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს სტუდენტებს“, – განაცხადა კარლო კოპალიანმა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „პარაგრაფ თბილისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 5 წლის ვადით გაფორმდა.

 

სტუ-ის პროფესორმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები – PCI 2023“

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორმა ზაზა ცირამუამ საერთაშორისო კონფერენციაში – „კიბერნეტიკისა და ინფორმატიკის პრობლემები (PCI 2023) “, მიიღო მონაწილეობა.

კონფერენცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში მსოფლიოს 313 ქვეყნის უნივერსიტეტების აკადემიურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციაზე, „ინტელექტუალური სისტემების“ სექციაში, პირველ მომხსენებლად დამსწრე საზოგადოების წინაშე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორი ზაზა ცირამუა წარსდგა.

ზაზა ცირამუას განცხადებით, მოხსენებამ- „პროგნოზირების ჰიბრიდული მეთოდი ექსპერტებისა და სისტემების გამოყენებით“, დიდ ინტერესი გამოიწვია და საერთაშორისო კონფერენციის PCI 2023-ის  ორგანიზატორების მიერ  სექციის სამ საუკეთესო მოხსენებათა შორის დასახელდა.

„მოხსენების ავტორები ჩემთან ერთად არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები –  ზურაბ გასიტაშვილი, მერაბ ფხოველიშვილი, ასევე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა არჩვაძე და  აზერბაიჯანელი მეცნიერი ვუგარ ალიევი. მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. განხილული იქნა პროგნოზირების ჰიბრიდული მოდელი, რომელიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თავდაპირველად განიხილავს პროგნოზირების „აუცილებელ“ და „საკმარის“ მოდელებს, შემდეგ ხდება მოდელების  საუკეთესო წყვილებისა ან სამეულების არჩევა, ექსპერტების ჩართულობით. პროგნოზის შედეგი კი არის ექსპერტისა და მოდელის პროგნოზების თანაკვეთის საუკეთესო წყვილი. წარმოდგენილი ალგორითმების საილუსტრაციოდ განხილული იქნა კონკრეტული მაგალითი“- განაცხადა პროფესორმა ზაზა ცირამუამ.

კონფერენციაზე წარდგენილი თემები უკვე დაიბეჭდა პრეპრინტებში, შემდეგ ეტაპზე კი ნაშრომებს მიენიჭება DOI. ასევე, ნაშრომს დაბეჭდავს გამოცემა „ შპიგელი“ და განთავსდება Web of Sciences-ს მონაცემთა ბაზაში. მოხსენება რეკომენდირებულია გამოქვეყნებისთვის 4 მაღალ რეიტინგულ ჟურნალში, როგორიცაა „წმინდა და გამოყენებითი მათემატიკის ჟურნალი (TWMS)“, გამოყენებითი და გამოთვლითი მათემატიკა, ინფორმატიკისა და მართვის პრობლემები, მაღალი სიხშირის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ჟურნალი (Blue Martin Press, აშშ).  

                                               

გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ბანკის სტიპენდია

აპლიკაციების მიღება 2023 წლის 11 ოქტობრიდან
საქართველოს ბანკისა და საქართველოს ტექნიკური უნივესიტეტის თანამშრომლობის პირობებში მოტივირებულ, ლიდერული თვისებების მქონე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში, მიიღონ სწავლის საფასურის 100%-იანი დაფინანსება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 4 სტიპენდიატი

მონაწილეობის მოთხოვნები:

● აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
● ჰქონდეს სტუდენტის აქტიური სტატუსი;
● დასრულებული ქონდეს ბაკალავრიატის სწავლების პირველი წელი;
● აპლიკანტი უნდა ირიცხებოდეს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამაზე:

სამშენებლო ფაკულტეტი
1) მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი
2) სამოქალაქო ინჟინერია

ენერგეტიკის ფაკულტეტი
1) საინჟინრო მენეჯმენტი
2) ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი
1) ფარმაცია
2) სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია
3) ბიონანოკერამიკული და პოლიმერული კომპოზიტები და ექსპერტიზა

სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი
1) საკვები პროდუქტების გადამუშავება და სამაცივრო ტექნოლოგია
2) ლოგისტიკა
3) სამეწარმეო ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა
4) საავიაციო ინჟინერია

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი
1) სამართალი
2) საერთაშორისო ურთიერთობები

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი

1) მოდის დიზაინის ტექნოლოგიები

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი
1) ინფორმატიკა
2) კომპიუტერული ინჟინერია
3) კომპიუტერული მეცნიერება
4) ბიოსამედიცინო ინჟინერია (ინგლისურენოვანი პროგრამა)
5) კომპიუტერული მეცნიერება (ინგლისურენოვანი პროგრამა)

დიზაინის საერთაშორისო სკოლა
1) დიზაინი (ინგლისურენოვანი პროგრამა)

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი
1) ბიზნესის ადმინისტრირება
2) საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიები
3) საჯარო მმართველობა
4) სასტუმროს მომსახურება

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
1) საზოგადოებასთან ურთიერთობა
2) ევროპისმცოდნეობა
3) ეკონომიკა
4) არქეოლოგია
5) ჟურნალისტიკა

დამატებით, არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის 1 სტუდენტისთვის მოქმედებს „გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია“.

აპლიკაციების მიღების პროცესი
დაინტერესებულ მონაწილეებს აპლიკაციების გამოგზავნა შეუძლიათ 2023 წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგი დოკუმენტებით:

● პირადობის მოწმობის ასლი
● ცნობა ფაკულტეტიდან სტუდენტის სტატუსის შესახებ
● აკადემიური შეფასება
● სამოტივაციო წერილი
● რეკომენდაცია

შეფასების ზოგადი კრიტერიუმები

მონაწილე შეფასდება როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე დაფინანსების მიღების საჭიროებით, ლიდერის როლითა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით.
შეფასების კრიტერიუმები გასაუბრებისას
მონაწილის შეფასების პროცესში გათვალისწინებული იქნება პერსონალური მოტივაცია / მიზნები, ლიდერობის თვისებები, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის შექმნა-წარდგენის უნარები.

კომისიის წევრები

გასაუბრების კომისიის შემადგენლობაში იქნებიან როგორც უნივერსიტეტის, ასევე საქართველოს ბანკის წარმომადგენლები.

თარიღები:

აპლიკაციის მიღება: 11 ოქტომებრი – 22 ოქტომბერი;

პირველი ეტაპი: 23 ოქტომბერი – 31 ოქტომბერი;


გასაუბრება: 22 ნოემბერი – 4 დეკემბერი;


შედეგების გამოცხადება: 8 დეკემბერი;

პირველი ეტაპის შეფასების კრიტერიუმები:

აკადემიური მიღწევა (50 ქულა): აპლიკანტის GPA ან ექვივალენტური აკადემიური ქულები.
ლიდერობა (50 ქულა): განმცხადებლის დემონსტრირებული ლიდერობა. ეს შეიძლება იყოს ლიდერის როლები საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კლუბებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, სპორტულ გუნდებში ან სხვა ჯგუფურ აქტივობებში.

გასაუბრების კრიტერიუმები

კომუნიკაციის უნარი (25 ქულა): კანდიდატის უნარი გამოხატოს იდეები ნათლად და ეფექტურად.
პერსონალური მოტივაცია და მიზნები (20 ქულა): განმცხადებლის მოტივაცია არჩეული სასწავლო სფეროს ან მომავალი კარიერის მიმართ. ეს შეიძლება ეფუძნებოდეს მათ პასუხებს კითხვებზე მათი აკადემიური და კარიერული მიზნების, სფეროსადმი მათი ინტერესისა და მათი გრძელვადიანი მისწრაფებების შესახებ.
ლიდერობის თვისებები (30 ქულა): ლიდერული უნარების დამადასტურებელი მტკიცებულებები. წინა გამოცდილება ლიდერის როლებში და როგორ გაუმკლავდა კონკრეტულ გამოწვევებს.
პირადი და პროფესიული პრეზენტაცია (25 ქულა): კანდიდატის პროფესიული ქცევა, თავდაჯერებულობა და ოფიციალური ინტერვიუში ჩართვის უნარი.

რეგისტრაცია

სტუ-ის რექტორი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს შეხვდა

img.card-img-top{
object-position: 50% 5%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს იან გიბსონს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანს ჰალილ გიუვენს შეხვდა.

რექტორმა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ-საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სტუმრებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ ესაუბრა.

სტუ-ის რექტორის თქმით, საქართველოს მთავრობისა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს პარტნიორობის ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) მიერ აკრედიტებულ ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები საქართველოს სამ სახელმწიფო, მათ შორის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საგანმანათლებლო პროგრამამ – ბიოსამედიცინო ინჟინერია, ABET აკრედიტაცია მოიპოვა, ეს არის წარმატებისკენ გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი ერთდრულად ამზადებს სამოქალაქო ინჟინერიის ქართულენოვან და ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამებს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება წარმატება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ბატონ ჰალილ გიუვენის დამსახურება უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის კუთხით. უნივერსიტეტს ბევრი გეგმა აქვს, რომლის განხორციელების საშუალებებიც არსებობს. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის“, – აღნიშნა დავით გურგენიძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანს იან გიბსონმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს გულთბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს და აღფრთოვანებულია შედეგებით. იან გიბსონის თქმით, ის გააგრძელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხარდაჭერას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრის შემდეგ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის დეკანი იან გიბსონი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს დეკანი ჰალილ გიუვენი სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ფაკულტეტების დეკანებს და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  

 

სტუ-ში ჩატარდა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი: „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარს „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“ ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები და სტუდენტები. 

სემინარს ასევე ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია.

სემინარი გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძის განმარტებით, მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამორჩეულია, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ასევე, ახალი კავშირების დამყარებისა და ახალი ერთობლივი პროექტების წამოწყებისთვის.

„მოხარული ვარ, გავხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი, რომელსაც ესწრებიან ჩვენი კოლეგები და მეგობრები უცხოეთიდან, ესწრება მიტროპოლიტი ანანია, სტუდენტები, მეცნიერები. ეს არის პრაქტიკული სემინარი, სადაც მომავალი მშენებლები, ჩვენი სტუდენტები დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან გაიგებენ იმ ინოვაციების შესახებ, რომელიც გარემოს ინჟინერიაში იკიდებს ფეხს. გარემოსდაცვითი ინჟინრები პირდაპირ გავლენას ახდენენ დედამიწის ჯანმრთელობაზე, ისინი ჩართულნი არიან წყლისა და ჰაერის დაბინძურების კონტროლში, გადამუშავებაში, ნარჩენების განადგურებაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში. ამდენად მიმდინარე სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ, რაც მთავარია, სტუდენტებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს“, – განაცხადა რექტორმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, ზურაბ გვიშიანმა მადლობა გადაუხადა რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ხოლო ქართველ და უცხოელ კოლეგებს სემინარში მონაწილეობისა და აქტიურობისთვის.

„შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისათვის. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა სპეციალობის, სხვადასხვა მიმართულების ინჟინრები და ერთად ფიქრობენ იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს მსოფლიოს, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გახშირებული კატასტროფული მოვლენები, სუფთა წყალი, წყალმომარაგება და ასე შემდეგ. სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობენ არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ, სამივე საფეხურის სტუდენტები, ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები. ახალგაზრდებს შეგვიძლია ახალი ჰორიზონტი გავუხსნათ, დავანახოთ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ კოლეგებთან და ერთობლივად გადაჭრან მტკივნეული  საკითხები, ჩაატარონ კვლევები, მოიპოვონ გრანტი“, – განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ორ სესიად ჩატარდა.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?