სტუ-ში ჩატარდა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო სემინარი: „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 30%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარს „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“ ესწრებოდნენ სტუ-ის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ზურაბ გვიშიანი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტის, პოლონეთის ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სხვა მოწვეული სტუმრები და სტუდენტები. 

სემინარს ასევე ესწრებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია.

სემინარი გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა. დავით გურგენიძის განმარტებით, მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი გამორჩეულია, როგორც მეცნიერული თვალსაზრისით, ასევე, ახალი კავშირების დამყარებისა და ახალი ერთობლივი პროექტების წამოწყებისთვის.

„მოხარული ვარ, გავხსნა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი, რომელსაც ესწრებიან ჩვენი კოლეგები და მეგობრები უცხოეთიდან, ესწრება მიტროპოლიტი ანანია, სტუდენტები, მეცნიერები. ეს არის პრაქტიკული სემინარი, სადაც მომავალი მშენებლები, ჩვენი სტუდენტები დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან გაიგებენ იმ ინოვაციების შესახებ, რომელიც გარემოს ინჟინერიაში იკიდებს ფეხს. გარემოსდაცვითი ინჟინრები პირდაპირ გავლენას ახდენენ დედამიწის ჯანმრთელობაზე, ისინი ჩართულნი არიან წყლისა და ჰაერის დაბინძურების კონტროლში, გადამუშავებაში, ნარჩენების განადგურებაში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებში. ამდენად მიმდინარე სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ, რაც მთავარია, სტუდენტებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ სემინარის მონაწილეებს“, – განაცხადა რექტორმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა, ზურაბ გვიშიანმა მადლობა გადაუხადა რექტორს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, ხოლო ქართველ და უცხოელ კოლეგებს სემინარში მონაწილეობისა და აქტიურობისთვის.

„შეხვედრას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს უნივერსიტეტისა და ფაკულტეტისათვის. ეს არის პლატფორმა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან სხვადასხვა სპეციალობის, სხვადასხვა მიმართულების ინჟინრები და ერთად ფიქრობენ იმ საკითხებზე, რომელიც დღეს აწუხებს მსოფლიოს, როგორიცაა, კლიმატის ცვლილება, გახშირებული კატასტროფული მოვლენები, სუფთა წყალი, წყალმომარაგება და ასე შემდეგ. სემინარი ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობენ არა მხოლოდ მეცნიერები, არამედ, სამივე საფეხურის სტუდენტები, ბაკალავრები, მაგისტრები და დოქტორანტები. ახალგაზრდებს შეგვიძლია ახალი ჰორიზონტი გავუხსნათ, დავანახოთ როგორ შეიძლება ითანამშრომლონ კოლეგებთან და ერთობლივად გადაჭრან მტკივნეული  საკითხები, ჩაატარონ კვლევები, მოიპოვონ გრანტი“, – განაცხადა ზურაბ გვიშიანმა.

მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „ევროპული ინოვაციური ტექნოლოგიები გარემოს ინჟინერიაში“, ორ სესიად ჩატარდა.


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?