სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 10%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ „ბიოსამედიცინო ინჟინერიამ“, უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) საერთაშორისო სრული აკრედიტაცია მოიპოვა.

ABET აკრედიტაციის საფუძველზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში ისეთივე კონკურენტუნარიანი იქნება, როგორც ამერიკის, ევროპისა თუ აზიის წამყვანი უნივერსიტეტების მიერ გაცემული საერთაშორისო დიპლომები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვება, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და უპირველეს ყოვლისა, სტუდენტებისთვის. როგორც დავით გურგენიძე აღნიშნავს, ABET-აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ახალგაზრდებისთვის, როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე, ღირსეული დასაქმებისთვის, მრავალმხრივი წარმატების მომტანი გახდება.

„სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალიზაციის პირობებში ABET აკრედიტაციის მოპოვება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის უდიდესი წარმატებაა, რაც გარდამტეხი ფაქტორი იქნება სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო სტუდენტებს, ჩვენი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს და მთლიანად ჩვენს საუნივერსიტეტო საზოგადოებას. ABET აკრედიტაციის მოპოვებით ჩვენი კოლეგების, მთლიანად უნივერსიტეტის ძალისხმევა, ხანგრძლივი მუშაობა და შრომა ჯეროვნად დაფასდა. უნივერსიტეტის ისტორიაში პირველად, ჩვენმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამამ ABET-მა აკრედიტაცია მოიპოვა, რაც უნივერსიტეტსა და მის სტუდენტებს საგანმანათლებლო-კვლევითი პროცესების წარმატებით განხორციელებასა და საერთაშორისო კოლაბორაციის გაფართოებაში დაეხმარება. ABET აკრედიტაციის მოპოვების რთულ გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, პირადად პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ გიორგი ამილახვარს, მის წინამორბედს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთელ ღირსეულ კოლექტივს, ასევე, სახელმწიფო პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ მესვეურებს. მრავალწლიანი პარტნიორობისთვის  მადლობას ვუხდით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, საქართველოში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს, ჩვენს ამერიკელ კოლეგებს – სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს, მის პრეზიდენტს, პროფესორ ადელა დე ლა ტორეს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს და მის დეკანს, პროფესორ ჰალილ გიუვენს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 2014 წლიდან წარმატებით ახორციელებს პროექტებს უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით და ყოველმხრივ გვიწყობს ხელს STEM დარგებში საერთაშორისო სტანდარტის საბაკალავრო პროგრამების ეფექტიანად შემუშავება-დანერგვაში. ვიმედოვნებთ, თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება, რადგან  ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტი კიდევ ხუთ საბაკალავრო პროგრამას ამზადებს. ვიმედოვნებთ, ხუთივე პროგრამა, მათი ხელმძღვანელებისა და ჩვენი აკადემიური პერსონალის ძალისხმევით, საერთაშორისო  აკრედიტაციას ღირსეულად მოიპოვებს. ყველა ეს პროცესი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი ლიდერი უმაღლესი სასწავლებლის პოზიციებს გააძლიერებს, ჩვენი ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ხარისხის განათლებისა და საერთაშორისო დიპლომის მიღების შესაძლებლობებს გაზრდის, რითაც მათი მომავალი გარანტირებულად უკეთესი იქნება“, – აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.  

როგორც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების (იმს) ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე აღნიშნავს, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ABET აკრედიტაციის თანახმად, დიპლომები საერთაშორისო აღიარებისაა არა მხოლოდ ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის მომავალ კურსდმთავრებულთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც აღნიშნული პროგრამა 2021, 2022 და 2023 წლებში დაამთავრა.

სტუ-ის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, იმს ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორის, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელის, ირინე გოცირიძის განცხადებით, ABET აკრედიტაციის მოპოვების პროცესი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ამჟამადაც აქტიურად გრძელდება. ირინე გოცირიძის ინფორმაციით, ABET აკრედიტაციის მოსაპოვებლად ერთდროულად მზადდება შემდეგი ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამები: სამშენებლო ფაკულტეტის „სამოქალაქო ინჟინერია“, ენერგეტიკის ფაკულტეტის „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის „კომპიუტერული ინჟინერია“ და „კომპიუტერული მეცნიერებები“, ასევე, ამავე ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამა.

ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭო (ABET) მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პასუხისმგებელია ინჟინერიის, საინჟინრო ტექნოლოგიების, გამოყენებითი, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული მეცნიერებების განათლების ხარისხის მონიტორინგზე, შეფასებასა და სერტიფიცირებაზე. ABET-ის მიერ აკრედიტებულ პროგრამებს, მსოფლიოში, ყოველწლიურად, 175 000-ზე მეტი სტუდენტი ამთავრებს, მათ შორის ისეთ წამყვან უნივერსიტეტებში, როგორიცაა კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი (California Institute of Technology), მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology), სტენფორდის უნივერსიტეტი (Stanford University) და სხვ.

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?