სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023“

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერთა ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში – „კომპიუტერული მეცნიერებები და საინფორმაციო ტექნოლოგიები – CSIT 2023“.

მე-14 საერთაშორისო კონფერენცია ერევანში გაიმართა და სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა. კონფერენციის მუშაობაში, ქართველი მეცნიერების გარდა, მონაწილეობდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, ირანის, კანადის, ლიტვის, ნორვეგიის, რუსეთის ფედერაციის, საფრანგეთის, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთის, ფილიპინების, ყაზახეთის, ჩინეთის და ა.შ. წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები.

სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვახტანგ კვარაცხელიას თქმით, საერთაშორისო კონფერენციაზე ქართველი მეცნიერები ახალი იდეებით და საინტერესო თემებით წარდგნენ.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერები კონფერენციაში, ნაყოფიერად და წარმატებით, უკვე მრავალი წელია ვმონაწილეობთ. კონფერენციის მიზანია კომპიუტერული მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგის მკვლევრებს შორის სამეცნიერო და ტექნოლოგიური ინფორმაციის გაცვლის ხელშეწყობა და წახალისება. წელს, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორი თემა მათემატიკის ინსტიტუტის მეცნიერებმა წარვადგინეთ და ასევე, მასპინძლების გადაწყვეტილებით, კონფერენციის რამდენიმე სექციიდან ორის თანათავმჯდომარე ვიყავით. ეს იყო ძალიან საინტერესო კონფერენცია, ახალი იდეებით და ახალი თემებით“, – განაცხადა პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ.

მე-14 საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამმა მეცნიერმა – ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ვახტანგ კვარაცხელიამ, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ, პროფესორმა ჰამლეტ მელაძემ და მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა მარინე მენთეშაშვილმა. 

კონფერენციაზე მუშაობდა სექციები: ალგორითმები; ავტომატები და ლოგიკა; ხელოვნური ინტელექტი და მანქანური სწავლება; ღრუბლოვანი გამოთვლები; კრიპტოგრაფია და კიბერუსაფრთხოება; დისკრეტული მათემატიკა და კომბინატორული ანალიზი; ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებები; ინფორმაციის თეორია და კოდირების თეორია; განაწილებული სისტემები; დიდი მონაცემები; სახეთა ამოცნობა და გამოსახულებათა დამუშავება; ტელეკომუნიკაციები და ქსელები და სხვა.

კონფერენციის შრომების კრებული განთავსებულია ვებ-გვერდზე, რომელიც გამოიცემა ჟურნალის სახით.

 

 


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?