სტუ-ის რექტორმა ტუშის უნივერსიტეტის რექტორს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა

სიახლეები

img.card-img-top{
object-position: 50% 20%;
}

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუ-ის აკადემიური საბჭოს დადგენილების საფუძველზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტუშის უნივერსიტეტს (UNITUS, ვიტერბო) შორის ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, ქართველი სტუდენტებისა და მკვლევრების სამეცნიერო და ტექნიკური მხარდაჭერისთვის, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ტუშის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ სტეფანო უბერტინის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენლები, საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზე, სტუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, სტუდენტები და აკადემიური საბჭოს წევრები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ტუშის უნივერსიტეტთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და  უნივერსიტეტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა არაერთი წარმატებული პროექტი.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ სტეფანო უბერტინის, გაცვლით პროგრამაში მონაწილე თითოეული სტუდენტის მხარდაჭერისთვის. ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან იმყოფებოდა ტუშის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ბატონი ფრანჩესკო კლარიონი. იგი დაესწრო ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებას – „მეცნიერების საერთაშორისო დღე მშვიდობისა და განვითარებისათვის“ და ქართულ ენაზე მომზადებული მოკლე სიტყვითაც გამოვიდა. ეს და სხვა აქტივობები მიანიშნებს ორი უნივერსიტეტის მეგობრობაზე, რომელიც ბატონი რექტორის მხარდაჭერის გარეშე წარმოუდგენელია. მადლობა მას ამისთვის“, – განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა.

ტუშის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა სტეფანო უბერტინიმ მადლობა გადაუხადა სტუ-ის რექტორსა და აკადემიურ საბჭოს დაფასებისთვის. როგორც მან თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მისთვის დიდი პატივია.

„საუკუნოვანი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. მინდა მადლობა გადავუხადო სტუ-ის რექტორს, ასევე, აკადემიურ საბჭოს და აღვნიშნო, რომ ტუშის უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობა კიდევ მეტად გაღრმავდება, რომელიც ჯერ კიდევ 2022 წლის ნოემბრის თვეში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრისას დაიწყო. სწორედ დავით გურგენიძესთან ამ შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომს Erasmus+ გაცვლითი პროგრამის გარდა, უნივერსიტეტებმა მუშაობა სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით მეტად გააფართოონ და პირველი ნაბიჯებიც გადაიდგა. კიდევ ერთხელ მადლობას მოვახსენებ უნივერსიტეტს დაფასებისთვის, ჩემთვის ეს დიდი პატივია“, – განაცხადა სტეფანო უბერტინიმ.

For English text click here


მსგავსი

სიახლეები

მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...

სიახლეები

„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...

სიახლეები

სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....

სიახლეები

CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...

სიახლეები

სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...

სიახლეები

დასკვნითი გამოცდები იწყება!

სტუ-ში დასკვნითი გამოცდები 29 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. დასკვნითი გამოცდების ცხრილი ფაკულტეტების მიხედვით განთავსებულია ონლაინ პლატფორმაზე. საგამოცდო...

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?