სტუ-მ ყვარელში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება – „ცოდნის აბრეშუმის გზა“ , ჩაატარა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სტუ-ის  საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით, ყვარელში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებითი  ღონისძიება – „ცოდნის აბრეშუმის გზა“, ჩაატარა.

საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სტუ-ის  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი- რუსუდან ქუთათელაძე; საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი; ელექტრონული ბიზნესისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გენადი იაშვილი; ეკონომისტი,  მეცნიერი ანზორ აბრალავა.  პროფესორები: ავთანდილ ადეიშვილი, ბესიკ შერაზადიშვილი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბანკის ფულის მუზეუმის დირექტორი, ისტორიის დოქტორი  როლანდ სპანდერაშვილი,  მუზეუმის სპეციალისტი ფილოლოგიის დოქტორი დალი აბაშიძე, საჯარო მმართველობის, ქიმიური ტექნოლოგიების და კომპიუტერული ტექნოლოგიების დოქტორანტები, სტუ-ის ტრენინგ-ჯგუფის – „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები“, მსმენელები და ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის რეფერირების საბჭოს წევრი ვილი ჰაუზერი.

სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის – „ცოდნის აბრეშუმის გზა“ მისიაა ინტელექტუალური, კულტურული  და საგანმანათლებლო შესაძლებლობათა გაძლიერება, რომელიც შთაგონებულია აბრეშუმის გზის ისტორიული მემკვიდრეობით, ხოლო ღონისძიების მიზანი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივებსა და ტრანსსასაზღვრო ურთიერთობებში, ქართული საბანკო საქმიანობის მართვის ტრადიციების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაზიარება.

„ცოდნის აბრეშუმის გზა“  მეტაფორული  პროექტია  მეცნიერული აღმოჩენების, ტექნოლოგიური მიღწევების, ფილოსოფიური იდეების, კულტურული პრაქტიკების გაცვლის, აგრეთვე, სამეცნიერო ქსელებითა  და  ციფრული პლატფორმებით ინტერდისციპლინური თანამშრომლობის   შესახებ.  მეცნიერებს, მკვლევრებს, მეწარმეებს, პოლიტიკოსებს შორის ცოდნის გაცვლა სცილდება პოლიტიკურ ბარიერებს და რთული გამოწვევების პირობებში, ინოვაციურ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს აჩენს.

პროექტი – „ცოდნის აბრეშუმის გზა“, ძვ. წ. II საუკუნეში წარმოშობილ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი  ტრანსკონტინენტური მარშრუტების  ქსელის სიმბოლოს წარმოადგენს. თანამედროვე ეპოქაში,  ეს სიმბოლო  ენების, რელიგიების, ფილოსოფიების, ხელოვნების, ტრადიციების, იდეების გაცვლის, ხალხთა შორის მშვიდობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის  გამძლე მემკვიდრეობად რჩება. საქართველო, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინის კარიბჭე, ისტორიულად მნიშვნელოვან როლს  ასრულებდა აბრეშუმის გზაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითადი გზები  პოლიტიკური  კონფლიქტების თუ ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, ხშირად იბლოკებოდა. ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის პროგრესმა დააჩქარა ცოდნის გაცვლის სიხშირე, რასაც უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც საბანკო, ასევე  ტექნოლოგიების სფეროში კვლევების განვითარებასა და  საჯარო მმართველობის პრაქტიკაზე.   ამ პირობებში, პროექტი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინის როლის ღრმა შეფასებას, კულტურული დიპლომატიის და კულტურათაშორისი დიალოგის პლატფორმის ფორმირებას,“ – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.

სტუ-ის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით, ღონისძიების პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიას ქართული ფულის დაბადების ათვლის წერტილისა და კოლხური თეთრის  გაცვლითი ღირებულების შესახებ და ინტერაქციულ დისკურსს – ისტორიული და დოკუმენტური მასალის გაციფრულების და მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.

„ღონისძიების მონაწილეებმა დავგეგმეთ  „ცოდნის აბრეშუმის გზის“ ერთწლიანი პროექტები, მათ შორის:  საგანმანათლებლო აუთრიჩ კამპანიები აბრეშუმის გზის ისტორიული მნიშვნელობისა და მისი გავლენის შესახებ; ციფრული კავშირის ინიციატივები საგანმანათლებლო რესურსების, სამეცნიერო კვლევებისა და კულტურული მემკვიდრეობის მასალების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; კულტურული დიპლომატიის ღონისძიებები, რომლებიც აღნიშნავენ აბრეშუმის გზის გაფართოებას;  ხელოვნური ინტელექტით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესის მართვის ექსპერიმენტული კვლევები; ახალგაზრდული ფორუმები, ვორქშოფები და გაცვლითი პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს გახდნენ მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ინტერკულტურული ურთიერთგაგების ელჩები აბრეშუმის გზის გასწვრივ; ცოდნის აბრეშუმის გზასთან დაკავშირებულ თემებზე ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევითი გრანტებისათვის  ქსელის შექმნა”, – აცხადებს მარიამ ცაცანაშვილი.

A memorandum of cooperation was signed between GTU and the Biomedical Engineering Development Charitable Foundation

A memorandum of cooperation was signed between the Georgian Technical University and the Charitable Foundation for the Development of Biomedical Engineering in Georgia, which was signed by the Deputy Rector of the Georgian Technical University in the field of science, Professor Tamar Lominadze, and one of the founders of the “Charitable Foundation for the Development of Biomedical Engineering in Georgia”, the head of the “Geomedy” company – Mamuka Loladze.

The signing of the document was attended by the vice-rector, associate professor Tamar Tsereteli; the head of the English-language educational program of biomedical engineering, the director of the International Accreditation Center of GTU, professor Irine Gotsiridze; the dean of the Faculty of Informatics and Management Systems, professor Taliko Zhvania; the head of the Department of Biomedical Engineering, professor Zviad Ghurtskaya; researchers and students of the department; Zaza Buachidze, head of the educational process management service, and representatives of the university administration, as well as graduates of the biomedical engineering educational program, and the managers of the companies: “Ivermedi”, “Emtech”, “Intermedservice Georgia” – Levan Lazarashvili, Andro Atoshvili, Zurab Atoshvili; Davit Abdushelishvili, manager of quality control of laboratory activities of the scientific-practical center of infectious pathology, AIDS and clinical immunology and other invited persons.

According to the deputy rector, the graduates of the biomedical engineering educational program of the Faculty of Informatics and Management Systems of the Georgian Technical University, who today are the founders and heads of large medical technological centers, have had many years of cooperation with their native alma mater. According to Tamar Lominadze, the idea of establishing the “Charitable Fund for the Development of Biomedical Engineering in Georgia” belongs to businessmen who graduated from biomedical engineering.

The memorandum of cooperation signed between the Georgian Technical University and the Charitable Foundation for the Development of Biomedical Engineering in Georgia will allow the parties to contribute to the education of young specialists – the university will provide students with an education corresponding to the European standard, and the foundation will ensure the involvement of successful students in various activities. Today, in the era of accelerated technological progress and innovation there is a growing demand for qualified young personnel in the biomedical engineering sector. For this very purpose, our graduates, prominent representatives of the business sector, independently of the university, created a fund whose main mission will be to train biomedical engineers, retool university laboratories following modern requirements, encourage successful students and young researchers with scholarships, and support their participation in international conferences. It is a very noble initiative for which we thank our alumni. I’d like to mention that the direction of biomedical engineering was founded in 1983. At the initiative of Professor Otar Khomeriki, the Department of Biomedical Technologies was established at the Georgian Polytechnic Institute. Professor Raul Kuprava continued the work started by Mr. Otari. Today, the professors, researchers, and professionals of the Georgian Technical University are continuing the path of these two great scientists and patriots, I wish them and our students, future biomedical engineers, good luck,” said Tamar Lominadze.

_1-cover-3.png

According to the memorandum, the activities of the fund include the improvement of the material and technical base of the Department of Biomedical Engineering at the Georgian Technical University, which involves retooling the auditoriums and laboratory base and arranging them following modern standards, equipping them with the latest educational and scientific equipment and technology, introducing mechanisms for material incentives for excellent students, the educational and scientific organizing conferences, workshops, exhibitions, and other activities, in addition to financing short-term training and professional development for professors and students abroad.

The English-language Biomedical Engineering program has received international ABET accreditation, and currently, the university and faculty are working to obtain ABET accreditation for the Georgian-language Biomedical Engineering program. According to Professor Irine Gotsiridze, obtaining ABET accreditation is a significant event for the university, its scientific-academic circles, and students, in terms of the internationalization of teaching and research, as well as the development of educational programs in the STEM direction. Studying at an ABET-accredited educational program and, accordingly, receiving an internationally recognized diploma is a success for young people, both in the scientific arena and for decent employment, therefore, the initiative of the business sector, their direct participation in the development of the field is important and timely.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ენერგეტიკის ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ენერგეტიკის ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში ენერგეტიკის ფაკულტეტზე შვიდი სექცია მუშაობს. მათ შორის: თბოენერგეტიკის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ენერგოაუდიტის,  საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის, ენერგეტიკის ეკონომიკის, ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის, ელექტროენერგეტიკის,  ელექტრომექანიკის და ჰიდროენერგეტიკისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების სექციები.

***

თბოენერგეტიკის, ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და ენერგოაუდიტის სექციაში მონაწილეობა 15-მა  სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი:

I ადგილი – გვანცა დავითაია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
II ადგილი – მარიამ ნაჭყებია, მარიამ ბრეგაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი – ნიკოლოზ ნემსიწვერიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). 

მაგისტრატურა:

I ადგილი – ნიკა ჩხაიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
II ადგილი – დავით ასათიანი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

დოქტორანტურა:

I ადგილი – ირაკლი გუგუშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი – საბა კახიანი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი – ირაკლი გუგუშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

საწარმოო ინოვაციებისა და ოპერაციათა მენეჯმენტის სექციაში მონაწილეობა 18-მა სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები: 

ბაკალავრიატი:

I ადგილი – ნია ბოჭორიძე (საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი);
II ადგილი – ნანი მაზიაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი – მურად ხოჯაევი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

მაგისტრატურა:

I ადგილი – ნიკოლოზ კანდელაკი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
II ადგილი  – ალინა დრაგა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

დოქტორანტურა:

I ადგილი – დიდიმ ბუცხრიკიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი – ეკა  მგელაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი – გივი წვერავა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

ენერგეტიკის ეკონომიკის სექციაში მონაწილეობა 10-მა სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი

I ადგილი – საბა პატარქალიშვილი  (საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი);
II ადგილი – გოგა ყაფლანიშვილი  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი – ლაშა მაჭავარიანი  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

მაგისტრატურა:

I ადგილი – იოსები ლატარია  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). 

დოქტორანტურა:

I ადგილი – ტატიანა გვილავა  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

ელექტროტექნიკის და ელექტრონიკის სექციაში მონაწილეობა 5-მა სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი

I ადგილი – დავით სოლოღაშვილი, ილია გვარამაძე, ნიკა მეგრელიძე (საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი);
II ადგილი – სალომე ბერიტაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);

დოქტორანტურა:

I ადგილი – ბორის ჯინჭველეიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

ელექტროენერგეტიკის სექციაში მონაწილეობა 2-მა  სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი:

II ადგილი – გიორგი ფარცხალაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი – ვახტანგ ნეფარიძე  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

ელექტრომექანიკის სექციაში მონაწილეობა 3-მა  სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი

I ადგილი – საბა პატარქალიშვილი;
II ადგილი – მათე ქობალია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი – ნიკა ყაბანაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

ჰიდროენერგეტიკისა და მაგისტრალური სამილსადენო სისტემების სექციაში მონაწილეობა 11-მა  სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი

I ადგილი – გვანცა დავითაია (საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტი);
II ადგილი – ელენე ღურწკაია, მაგდა მიგრიაული (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი)
III ადგილი – საბა დათაშვილი  (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

მაგისტრატურა:  I ადგილი – ვახტანგ ჩაჩხიანი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

დოქტორანტურა:

I ადგილი – ქეთევან ბერიკაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
II ადგილი – ლადო ხანდოლიშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი – ნინო ბუხნიკაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.

კონფერენციამ 56 სექციას მოიცვა, მათ შორის:

სამშენებლო ფაკულტეტზე 4 სექცია და 25 სტუდენტი;
ენერგეტიკის ფაკულტეტზე — 8 სექცია, 67 სტუდენტი;
სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე — 2 სექცია, 41 სტუდენტი;
ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 62 სტუდენტი;
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 54 სტუდენტი;
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე — 2 სექცია, 18 სტუდენტი;
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი;
სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე — 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე — 8 სექცია, 90 სტუდენტი;
დიზაინის საერთაშორისო სკოლა — 1 სექცია, 3 სტუდენტი;
აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე — 5 სექცია, 45 სტუდენტი;
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე — 4 სექცია, 23 სტუდენტი;
საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე — 7 სექცია, 30 სტუდენტი;
მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანა. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.

სტუ-სა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კომპანია „ჯეომედის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ლოლაძემ.

დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად ღურწკაია, დეპარტამენტის მკვლევრები და სტუდენტები, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი ზაზა ბუაჩიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები – კომპანიების: „ივერმედი“, „ემტექი“, „ინტერმედსერვის ჯორჯია“  ხელმძღვანელი პირები – ლევან ლაზარაშვილი, ანდრო ათოშვილი, ზურაბ ათოშვილი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ლაბორატორიული საქმიანობის ხარისხის კონტროლის მენეჯერი დავით აბდუშელიშვილი და სხვა მიწვეული პირები.

რექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დღეს მსხვილი სამედიცინო ტექნოლოგიური ცენტრების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები არიან, მშობლიურ ალმა-მატერთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. თამარ ლომინაძის თქმით, „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ დაარსების იდეა ბიოსამედიცინო ინჟინერიის კურსდამთავრებულ ბიზნესმენებს ეკუთვნით.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს საშუალებას მისცემს, ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდაში თავიანთი წვლილი შეიტანონ  – უნივერსიტეტმა ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება მისცეს სტუდენტებს, ხოლო ფონდმა უზრუნველყოს წარმატებული სტუდენტების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. დღევანდელი დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების ეპოქაში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სექტორში გაჩნდა მზარდი მოთხოვნა კვალიფიციურ ახალგაზრდა კადრებზე. სწორედ, ამ მიზნით, ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, ბიზნესსექტორის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა,  უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად, შექმნეს ფონდი, რომლის ძირითადი მისია ბიოსამედიცინო ინჟინრების მომზადება, საუნივერსიტეტო ლაბორატორიების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად გადაიარაღება, წარმატებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების სტიპენდიებით წახალისება და მათი საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მხარდაჭერა იქნება. ეს უაღრესად კეთილშობილური ინიციატივაა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს კურსდამთავრებულებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებას 1983 წელს ჩაეყარა საფუძველი. პროფესორ ოთარ ხომერიკის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების კათედრა. ბატონი ოთარის დაწყებული საქმე პროფესორმა რაულ კუპრავამ გააგრძელა. დღეს ამ ორი დიდი მეცნიერის და მამულიშვილის გზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და დარგის პროფესიონალები აგრძელებენ  – წარმატებებს ვუსურვებ მათ და ჩვენს სტუდენტებს, მომავალ ბიოსამედიცინო ინჟინრებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.

მემორანდუმის თანახმად, ფონდის საქმიანობა მოიცავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს, აუდიტორიებისა და ლაბორატორიული ბაზის გადაიარაღებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას, უახლესი სასწავლო-სამეცნიერო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვას, წარჩინებული სტუდენტების მატერიალური წახალისების მექანიზმების დანერგვას, სასწავლო და სამეცნიერო კონფერენციების, ვორქშოპების, გამოფენების და სხვა სახის აქტივობების ორგანიზებას, გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ მოკლევადიანი სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების დაფინანსებას.

ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა და ამჟამად, უნივერსიტეტი და ფაკულტეტი ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი პროგრამის ABET აკრედიტაციის მისაღებად მუშაობს. პროფესორ ირინე გოცირიძის თქმით, ABET აკრედიტაციის მოპოვება, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის. ABET-აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და, შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ახალგაზრდებისთვის, როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე, ღირსეული დასაქმებისთვის, წარმატების მომტანია და ამდენად, ბიზნესსექტორის ინიციატივა, დარგის განვითარებაში მათი უშუალო მონაწილეობა მნიშვნელოვანი და დროულია.

სტუ-ში გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, 12 ივნისს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია- „გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება“, გაიმართება

კონფერენცია ეძღვნება გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრის დამაარსებლის ქიმიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ ვიქტორ ერისთავის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს.

კონფერენციის სამეცნიერო მიმართულებები:

1. გარემოს დაცვა და ახალი ტექნოლოგიები;

2. გარემოს დაცვის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები და ეკოლოგიური უსაფრთხოება;

3. გარემოს ობიექტების არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასება;

4. ბიომრავალფეროვნება და ურბანოეკოლოგია;

5. გარემოს ქიმია და ეკოლოგია;

6. ენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტები – ენერგოეფექტურობა.

კონფერენციის ჩატარების ადგილი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ადმინისტრაციული კორპუსის მცირე სააქტო დარბაზი (სართული III).

საქართველო, თბილისი, მ. კოსტავასქ. #77.

კონფერენციის ჩატარების დრო –   2024წ. 12 ივნისი, დასაწყისი 10 სთ.

კონფერენციის სამუშაო ენა – ქართული, ინგლისური, რუსული. 

კონფერენციაში მონაწილეობისათვის საჭიროა 2024 წლის 31 მაისამდე ორგკომიტეტში წარმოადგინოთ, სტატიის ელექტრონული ვერსია , რომელიც უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: ecologist404@gtu.ge

ასევე, აუცილებლად მიუთითეთ კონფერენციის რომელ სამეცნიერო მიმართულებაში იღებთ მონაწილეობას.

კონფერენციის საორგანიზაციო ხარჯები ფინანსდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ. ტრანსპორტირების და საცხოვრებლის ხარჯებს კი, მონაწილეები თავად გადაიხდიან.

კონფერენციის მასალები გამოქვეყნდება ელექტრონული კრებულის სახით და განთავსდება ფაკულტეტის ვებ.გვერდზე. მასალებზე წვდომა უფასოა ყველა მსურველისთვის.

კონფერენციის მასალების კრებულს მიენიჭება ISBN და DOI, კონფერენციის ყველა მონაწილეს კი გადაეცემა სერტიფიკატი.

კონფერენციის განრიგი და სტატიის მომზადების ინსტრუქცია იხილეთ აქ.

ბრძანება.

სტუ-მ იტალიური ენის პედაგოგთა გადამზადების ტრენინგკურსს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს — „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების უფასო ტრენინგკურსს – „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“ — უმასპინძლა.

ტრენინგკურსი იტალიური ენისა და კულტურის საუნივერსიტეტო ცენტრში, დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის ჰიბრიდულ აუდიტორიაში გაიმართა. პროექტი საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს (MAECI) მხარდაჭერით განხორციელდა.

იტალიური ენის პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების 2-დღიან ტრენინგკურსს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის (იტალია) შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის (ITALS) ლაბორატორიის პროფესორი, ექსპერტი-ტრენერი სილვია სკოლარო უძღვებოდა.

დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, პროფესორ ნინო ცერცვაძის თქმით, ტრენინგკურსზე, რომელიც, თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა, მონაწილეებმა შეფასების პრინციპებსა და მიდგომებზე, ასევე, სწავლა-სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. 

„ტრენინგკურსი  „იტალიური ენის სწავლება და შეფასების კრიტერიუმები“, რომელიც პროფესორ სილვია სკოლაროს მენტორობით ჩატარდა, მოიცავდა ლაბორატორიულ სწავლებას თანამედროვე კოოპერაციული მეთოდის გამოყენებით. ეს გულისხმობს ტრენერსა და მონაწილე პედაგოგებს შორის ინტერაქციას და მსმენელთა აქტიურ ჩართულობას. სასწავლო კურსის მიზანი, უპირველეს ყოვლისა, იყო სწავლებასა და შეფასების სისტემას შორის კავშირის დადგენა და, რაც მთავარია, გაცნობიერება იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ შეფასება, თვითშეფასების მეტაკოგნიტურ ჭრილში, სწავლების განუყოფელ ნაწილად მოვიაზროთ. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს როგორც წერილობითი, ისე ზეპირი შეფასების სისტემის, ახალი მეთოდებისა და ტიპოლოგიების შესახებ. მათ განემარტათ ტექსტების მახასიათებლები და მათი გამოყენების სპეციფიკა. გარდა ამისა, პროფესორმა სკოლარომ ყურადღება გაამახვილა შუალედური და ფინალური გამოცდების, ასევე, ტესტირების პროცესში ავთენტურობის, შესაბამისობისა და მიზანშეწონილობის აუცილებელ და თანამედროვე მოთხოვნებზე. ვფიქრობთ, ტრენინგკურსი ნაყოფიერი და ეფექტიანი აღმოჩნდება მსმენელებისთვის. მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით საქართველოში იტალიის საელჩოს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტროს“, – აღნიშნავს ნინო ცერცვაძე.

იტალიური ენის პროფესიული გადამზადების ტრენინგკურსის მონაწილე პროფესორ-მასწავლებლებს ვენეციის კა’ფოსკარის უნივერსიტეტის შედარებითი ლინგვისტიკისა და კულტურის კვლევების ფაკულტეტის – ITALS-ის ლაბორატორიის სერტიფიკატები გადაეცათ.

სტუ-ის რექტორი სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, კოლეგებსა და სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობასა და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს 26 მაისია – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მთავარი ეროვნული დღესასწაული, ახალი სახელმწიფოს დაბადების დღე, ჩვენი სამშობლოს ისტორიის ღირსეული ფურცელი, მარადიულყოფის, ერთგულებისა და თავგანწირვის სიმბოლო!

ქვეყნისათვის ამ დიდებულ და გამორჩეულ დღეს სულიერად ვერთიანდებით წამების შარავანდედით შემოსილი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თავდადებული მამულიშვილები და ჩვენ, მათი საქმის მემკვიდრენი, ვისაც პატივად გვერგო მათგან აფრიალებული თავისუფლების დროშა ღირსეულად ვატაროთ დღევანდელ, გამოწვევებით აღსავსე ურთულეს პირობებში.

დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლა მუდმივი პროცესია. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ სწრაფვას, რათა საქართველომ შეინარჩუნოს და განავითაროს ეროვნული ფასეულობები – საკუთარი იდენტობა, კულტურა და ტრადიციები, გააძლიეროს დემოკრატია, ეკონომიკა, განათლება, მეცნიერება, საინჟინრო დარგები, დანერგოს ინოვაციური ტექნოლოგიები, გაიზიაროს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ამგვარად, გააგრძელოს განუხრელი სვლა აღმშენებლობისკენ.

სულიერებისა და ინტელექტის ერთობა კი მთავარი საფუძველია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრიობის მარადიულყოფისა. საქართველოს ისტორია უწყვეტი ჯაჭვია განსაცდელებისა, რომელთა ძლევა   მცირერიცხოვანი ერისთვის  მხოლოდ ღვთის შეწევნითა და  ერთობით  არის შესაძლებელი.

ამ გზით შევძლებთ მსოფლიო თანამეგობრობაში დამოუკიდებელი და საპატიო ადგილი დავიკავოთ, ამ გზით შევძლებთ დავიცვათ, როგორც სახელმწიფოს მდგრადობა, ასევე, ჩვენი ეროვნული ფასეულობები და უზრუნველვყოთ ქვეყნის შეუფერხებელი განვითარება.

დღეს, ჩვენი ხალხიც და ხელისუფლებაც ჯეროვნად ვაფასებთ წინაპრების ღვაწლს, ვდგავართ მშვიდობის სადარაჯოზე, ვიცავთ სახელმწიფოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამასთანავე, უდიდეს პასუხისმგებლობას ვატარებთ მომავალი თაობების წინაშე, რომელთაც საქართველო განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანონ, რომლებიც მამათა თაობის ძალისხმევით, განათლებულ, პროფესიონალ, შეუპოვარ და გონიერ ადამიანებად უნდა ჩამოყალიბდნენ, ნიკოლაძისეულად შევარდნებად იქცნენ იმისათვის, რომ ერთად და ბოლომდე მივყვეთ დაწყებულ საქმეს – ერთად ვაშენოთ საქართველო, როგორც ძლიერი, განათლებული, განვითარებული, ევროპული მსოფლმხედველობისა და დემოკრატიის პრინციპების ერთგული სახელმწიფო.

ამ გზაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აქვს თავისი განსაკუთრებული მისია, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის აღმშენებლობისთვის – აღვუზარდოთ ქვეყანას ღირსეული მოქალაქეები და მაღალპროფესიონალი სპეციალისტები, რომლებიც დამოუკიდებელი საქართველოს მომავალს შექმნიან.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!“- აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის მიმართვაში.

დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა, 26 მაისის დადგომისთანავე, საქართველოს დროშის ფერებში განათდა.

სტუ-ის რექტორი სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს ფაკულტეტის დღეს ულოცავს

“ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო,

სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები ის დარგებია, რომელზედაც სახელმწიფოს აღმშენებლობა დგას. ჩემთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისთვის, სასიხარულოა, რომ ფაკულტეტმა, რომელიც რვა წლის წინ ჩამოყალიბდა, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, როგორც სწავლა-სწავლების, ასევე, სამეცნიერო მიმართულებით.

დღეს, იურისტებსა და დიპლომატებს, ქვეყნისა და ხალხის წინაშე, დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სამართლიანი სახელმწიფოს განვითარების პროცესში ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების როლი შეუფასებელია.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ თქვენ, სტუდენტებმა მიიღოთ ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება, რასაც სამშობლოს საკეთილდღეოდ, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და სამართლიანობის დადგენისთვის გამოიყენებთ.  სწორედ ამ დიდი მისიის შესასრულებლად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვითარდება სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, მოქმედებს თანამედროვედ აღჭურვილი კრიმინალისტიკის, საჯარო სამართლის, მიხეილ მუსხელის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის, ინტელექტუალური საკუთრების, ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიები. ფუნქციონირებს ხუთი კვლევითი ინსტიტუტი –  პოლიტიკისა და სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის, ჩინეთის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტსამართლის და კულტუროლოგიის. ყველა ლაბორატორია, აკადემიური დეპარტამენტი და ინსტიტუტი, მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად სტუდენტების ჩართულობით, წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს და პროექტებს.

გილოცავთ ფაკულტეტის დღეს, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო და კოლეგებო”, – აღნიშნულია დავით გურგენიძის სიტყვაში.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღე აღინიშნა.

ღონისძიება, რომელსაც ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, უნივერსიტეტის  პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სტუდენტები, გახსნა სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა.

პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ მადლობა გადაუხადა რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ფაკულტეტის დღის დაარსებისა და იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ის ფაკულტეტების, აკადემიური-სამეცნიერო პერსონალისა და სტუდენტების მიმართ იჩენს.

„სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაარსებიდან რვა წელს ითვლის, თუმცა, რექტორისა და ადმინისტრაციის მხარდაჭერით, მივაღწიეთ იმას, რომ სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში ფაკულტეტის ცნობადობა ყოველწლიურად მზარდია. ფაკულტეტზე ეფექტიანი კვლევითი და პედაგოგიური საქმიანობა მიმდინარეობს. საამაყოა, რომ პირველად საგანმანათლებლო სივრცეში, ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა, თავიანთ პედაგოგებთან ერთად,  საქართველოს პარლამენტში არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა შეიტანეს. ჩვენ ფაკულტეტის დღეს განსხვავებულ ფორმატში აღვნიშნავთ. საზეიმო ღონისძიებამდე ვიცე-რექტორი, პროფესორი თამარ წერეთელი, რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, პრეზიდენტი ზურაბ გუდავაძე, სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ფაკულტეტის ადმინისტრაცია და სტუდენტები ვესტუმრეთ მოხუცებულთა სახლს –  „იმედი“. რექტორის მხარდაჭერით ხანდაზმულებს გადავეცით პროდუქტები, ტკბილეული, პირველადი მოხმარების ნივთები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა მოვახსენო რექტორს, ამ ქველმოქმედების ინიციატორს, გულისხმიერებისა და მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ირაკლი გაბისონიამ.

ფაკულტეტის დღე სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებს, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ მიულოცა.

„ძვირფასო კოლეგებო, სტუდენტებო. სამართალმცოდნეობა და საერთაშორისო ურთიერთობები ის დარგებია, რომელზედაც სახელმწიფოს აღმშენებლობა დგას. ჩემთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისთვის, სასიხარულოა, რომ ფაკულტეტმა, რომელიც რვა წლის წინ ჩამოყალიბდა, გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, როგორც სწავლა-სწავლების, ასევე, სამეცნიერო მიმართულებით. დღეს იურისტებსა და დიპლომატებს ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. სამართლიანი სახელმწიფოს განვითარების პროცესში ახალგაზრდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტების როლი შეუფასებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ თქვენ, სტუდენტებმა, მიიღოთ ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება, რასაც სამშობლოს საკეთილდღეოდ, ქვეყნის ცნობადობის ამაღლებისა და სამართლიანობის დადგენისთვის გამოიყენებთ.  სწორედ ამ დიდი მისიის შესასრულებლად, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვითარდება სასწავლო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, მოქმედებს თანამედროვედ აღჭურვილი კრიმინალისტიკის, საჯარო სამართლის, მიხეილ მუსხელის სახელობის დიპლომატიური ოსტატობის, ინტელექტუალური საკუთრების, ეჟენ-ფრანსუა ვიდოკის სახელობის სამძებრო საქმიანობისა და პერსონალური უსაფრთხოების ლაბორატორიები. ფუნქციონირებს ხუთი კვლევითი ინსტიტუტი –  პოლიტიკისა და სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობის, ჩინეთის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ინტერნეტსამართლის და კულტუროლოგიის. ყველა ლაბორატორია, აკადემიური დეპარტამენტი და ინსტიტუტი, მეცნიერებთან და მკვლევრებთან ერთად სტუდენტების ჩართულობით, წარმატებით ახორციელებს სამეცნიერო კვლევებს და პროექტებს. გილოცავთ ფაკულტეტის დღეს, წარმატებებს გისურვებთ, ჩვენო ძვირფასო სტუდენტებო და კოლეგებო,“ – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებაში.

სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში:

პროფესორ გურამ ნაჭყებიას ჯილდო გადაეცათ:  ღვაწლმოსილ მეცნიერებს — ასოცირებულ პროფესორ ლალი ჯანუყაშვილს; ასოცირებულ პროფესორ  ირმა მერებაშვილს; ახალგაზრდა მეცნიერებს — ასოცირებულ პროფესორ კობა ჩიხლაძეს; ასისტენტ მათე ჭანტურიას. 

ალექსანდრე ჩიკვაიძის სახელობის ჯილდო გადაეცათ: ღვაწლმოსილ მეცნიერებს — პროფესორ მალხაზ ბაძაღუას; პროფესორ ავთანდილ კიკნაძეს; პროფესორ ზურაბ კვეტენაძეს; პროფესორ ემილია ალავერდოვას. ახალგაზრდა მეცნიერებს — ასოცირებულ პროფესორ თამარ კუპრეიშვილს; ასისტენტ-პროფესორ მაია მანჩხაშვილს.

ღონისძიების დასასრულს დამსწრე საზოგადოებას ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ წარუდგინა ახალი სახელმძღვანელო — „ენერგეტიკის სამართალი“, რომელიც გამოიცა ინტერდისციპლინური სამეცნიერო-კვლევითი პროექტის „საინჟინრო/ტექნოლოგიური სამართლის“  ფარგლებში და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა მირანდა გურგენიძემ  — „სამსახურებრივი გამოგონების სამართლებრივი ასპექტები საპატენტო სამართალში“.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ  ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა.

სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ეგიდით ფაკულტეტზე 8 სექცია მუშაობდა: ინფორმაციული ტექნოლოგიების, სისტემებისა და ინტერდისციპლინური, მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი, კომპიუტერული ინჟინერია, პროგრამული ინჟინერიის და ხელოვნური ინტელექტი, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები, საინჟინრო ფიზიკა, ბიოსამედიცინო ინჟინერია და მათემატიკა.


***

ინფორმაციული ტექნოლოგიების, სისტემებისა და ინტერდისციპლინური მიმართულებების სექციაში მონაწილეობდა 11 სტუდენტი. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი

I ადგილი —  გივი ქირია (საქართველოს უნივერსიტეტი);
II ადგილი — ილკინ იბადოვი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი — უჩა ჯანაშია (საქართველოს უნივერსიტეტი). 

მაგისტრატურა

I ადგილი — გიორგი დოლენჯიშვილი (საქართველოს უნივერსიტეტი).

დოქტორანტურა

I ადგილი — ანა გერგაული (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
II ადგილი — ნიკოლოზ კაციტაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი — ნინო მელიქიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგის სექციაში მონაწილეობა მიიღეს იმ ფაკულტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი

I ადგილი —  ელენე შოთაშვილი, გიორგი მიქავა, ლუკა ჭელიძე;
II ადგილი — ნანა ლომიძე;
III ადგილი — შოთა მინდიაშვილი. 

მაგისტრატურა

I ადგილი — ლაშა ქიტესაშვილი. 

დოქტორანტურა

I ადგილი — ირაკლი ჩანთაძე;
II ადგილი — ნინო არაბული;
III ადგილი — ნინო მწითური.

***

კომპიუტერული ინჟინერიის სექციაში მონაწილეობა მიიღეს იმს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის და დოქტორანტურის სტუდენტებმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:

ბაკალავრიატი

I ადგილი — შამათავა მირიან, ლიპარტელიანი მარიამ;
II ადგილი — კახი ჩიჩუა, ნინო სუხიშვილი, მარიამ ბურდული;
III ადგილი — კონსტანტინე ჭკადუა, გიორგი თუხარელი.

***

პროგრამული ინჟინერიის და ხელოვნური ინტელექტის სექციის გამარჯვებულები არიან

I ადგილი — ფარნავაზ ტყემალაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
II ადგილი — შალვა ფარცვანია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი — საბა ალთუნაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

მათემატიკის სექციის გამარჯვებულები გახდნენ: 

ბაკალავრიატი

I ადგილი — ვარდანაშვილი მარიამი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
II ადგილი — გაბელაშვილი გიორგი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III  ადგილი — ელენე წიკლაური (ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

მაგისტრატურა

I ადგილი — ანი ელიაშვილი. 

დოქტორანტურა

I ადგილი — თეონა ბიბილაშვილი.

***

ბიოსამედიცინო ინჟინერიის სექციის გამარჯვებულები გახდნენ: 

ბაკალავრიატი

I ადგილი — ლაშა ხუციშვილი, ნიკა ფომენკო, მათე კაპანაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
II ადგილი — ნინო კაკულია, ლევან მაღრაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი — ქრისტინა თათევოსიანი, ანრი აიდინიანი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). 

მაგისტრატურა

I ადგილი — ვერიკო გერგაული (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი — ნიკოლოზ გუგუშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
III ადგილი — საბა კუხალაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

***

ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექციის გამარჯვებულები გახდნენ: 

ბაკალავრიატი

I ადგილი – თალიკო მიქავა, ირაკლი ბადურაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);
II ადგილი –  ზურაბი  შურღაია, დავით სალუქვაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). 

მაგისტრატურა

I ადგილი — ცოტნე გვაგვალია, რატი მიქაშავიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);

II ადგილი — რატი მიქაშავიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).

დოქტორანტურა

I ადგილი — გედევან მურჯიკნელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი);

***

საინჟინრო ფიზიკის სექციაზე პირველი ხარისხის სიგელით დაჯილდოვდა სტუ-ის მაგისტრატურის და დოქტორანტურის ორი სტუდენტის მოხსენებები: „პათოგენურ მიკრონაწილაკთა კვლევის შესაძლებლობები რამანის სპექტროსკოპიის გამოყენებით“ და „ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტროსკოპიის გამოყენებით საქართველოსა და მსოფლიოში გავრცელებული მცენარის ვირუსების კვლევა“. მაგისტრატურის გამარჯვებული სტუდენტია სერგი კაპანაძე, ხოლო დოქტორანტურის ანა ფალავანდიშვილი.

***

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის 13 ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  530-ზე მეტმა სტუდენტმა. 

კონფერენციაზე მუშაობდა 56 სექცია, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე 4 სექცია, 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე — 8 სექცია, 67 სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე — 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 62 სტუდენტი; სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე — 6 სექცია, 54 სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე — 2 სექცია, 18 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების და ასევე, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, ფაკულტეტთა შორის სექციაზე — 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტზე — 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა — 1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტზე — 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე — 4 სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე — 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტზე — 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 29 აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანა. 

გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება კი 14 ივნისს გაიმართება.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?