სტუ-სა და ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტისა და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა თამარ ლომინაძემ და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კომპანია „ჯეომედის“ ხელმძღვანელმა, მამუკა ლოლაძემ.
დოკუმენტის ხელმოწერას ესწრებოდნენ ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ზვიად ღურწკაია, დეპარტამენტის მკვლევრები და სტუდენტები, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი ზაზა ბუაჩიძე და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, ასევე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები – კომპანიების: „ივერმედი“, „ემტექი“, „ინტერმედსერვის ჯორჯია“ ხელმძღვანელი პირები – ლევან ლაზარაშვილი, ანდრო ათოშვილი, ზურაბ ათოშვილი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ლაბორატორიული საქმიანობის ხარისხის კონტროლის მენეჯერი დავით აბდუშელიშვილი და სხვა მიწვეული პირები.
რექტორის მოადგილის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს, რომლებიც დღეს მსხვილი სამედიცინო ტექნოლოგიური ცენტრების დამფუძნებლები და ხელმძღვანელები არიან, მშობლიურ ალმა-მატერთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. თამარ ლომინაძის თქმით, „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდის“ დაარსების იდეა ბიოსამედიცინო ინჟინერიის კურსდამთავრებულ ბიზნესმენებს ეკუთვნით.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „საქართველოში ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების საქველმოქმედო ფონდს“ შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მხარეებს საშუალებას მისცემს, ახალგაზრდა სპეციალისტების აღზრდაში თავიანთი წვლილი შეიტანონ – უნივერსიტეტმა ევროპული სტანდარტის შესაბამისი განათლება მისცეს სტუდენტებს, ხოლო ფონდმა უზრუნველყოს წარმატებული სტუდენტების სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. დღევანდელი დაჩქარებული ტექნოლოგიური პროგრესისა და ინოვაციების ეპოქაში, ბიოსამედიცინო ინჟინერიის სექტორში გაჩნდა მზარდი მოთხოვნა კვალიფიციურ ახალგაზრდა კადრებზე. სწორედ, ამ მიზნით, ჩვენმა კურსდამთავრებულებმა, ბიზნესსექტორის თვალსაჩინო წარმომადგენლებმა, უნივერსიტეტისგან დამოუკიდებლად, შექმნეს ფონდი, რომლის ძირითადი მისია ბიოსამედიცინო ინჟინრების მომზადება, საუნივერსიტეტო ლაბორატორიების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად გადაიარაღება, წარმატებული სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრების სტიპენდიებით წახალისება და მათი საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის მხარდაჭერა იქნება. ეს უაღრესად კეთილშობილური ინიციატივაა, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს კურსდამთავრებულებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიოსამედიცინო ინჟინერიის მიმართულებას 1983 წელს ჩაეყარა საფუძველი. პროფესორ ოთარ ხომერიკის ინიციატივით, საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩამოყალიბდა ბიოსამედიცინო ტექნოლოგიების კათედრა. ბატონი ოთარის დაწყებული საქმე პროფესორმა რაულ კუპრავამ გააგრძელა. დღეს ამ ორი დიდი მეცნიერის და მამულიშვილის გზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები და დარგის პროფესიონალები აგრძელებენ – წარმატებებს ვუსურვებ მათ და ჩვენს სტუდენტებს, მომავალ ბიოსამედიცინო ინჟინრებს“, – განაცხადა თამარ ლომინაძემ.
მემორანდუმის თანახმად, ფონდის საქმიანობა მოიცავს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს, აუდიტორიებისა და ლაბორატორიული ბაზის გადაიარაღებას და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობას, უახლესი სასწავლო-სამეცნიერო ინვენტარითა და ტექნიკით აღჭურვას, წარჩინებული სტუდენტების მატერიალური წახალისების მექანიზმების დანერგვას, სასწავლო და სამეცნიერო კონფერენციების, ვორქშოპების, გამოფენების და სხვა სახის აქტივობების ორგანიზებას, გარდა ამისა, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ მოკლევადიანი სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების დაფინანსებას.
ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანმა პროგრამამ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია მოიპოვა და ამჟამად, უნივერსიტეტი და ფაკულტეტი ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი პროგრამის ABET აკრედიტაციის მისაღებად მუშაობს. პროფესორ ირინე გოცირიძის თქმით, ABET აკრედიტაციის მოპოვება, სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის, ასევე, STEM მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენაა უნივერსიტეტისთვის, მისი სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტებისთვის. ABET-აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლა და, შესაბამისად, საერთაშორისო აღიარების მქონე დიპლომის მიღება ახალგაზრდებისთვის, როგორც სამეცნიერო ასპარეზზე, ასევე, ღირსეული დასაქმებისთვის, წარმატების მომტანია და ამდენად, ბიზნესსექტორის ინიციატივა, დარგის განვითარებაში მათი უშუალო მონაწილეობა მნიშვნელოვანი და დროულია.
მსგავსი
სტუ-ში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ცივილიზაციათა დიალოგი, პრობლემები და გამოწვევები“ გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ორგანიზებით, სტუ-სა და ჩინეთის ლანჯოუს ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (Lanzhou University of Technology) შორის...
მათემატიკის იმიტირებული ეროვნული გამოცდა სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ორგანიზებით, მათემატიკაში იმიტირებული ეროვნული გამოცდა ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა 220-მა აბიტურიენტმა...
„ენერგეტიკის ღია სივრცე“ – საგანმანათლებლო პროექტის დასკვნითი საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროექტი - „ენერგეტიკის ღია სივრცე“ დასრულდა. პროექტი მეორე სასწავლო სემესტრის განმავლობაში მიმდინარეობდა და ენერგეტიკის...
სტუ-ის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების რვა თანამშრომელს სერტიფიკატი გადაეცათ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის სახანძრო უსაფრთხოების მიმართულების რვა თანამშრომელს სპეციალიზებული სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სერტიფიკატები გადაეცა....
CERN-ის მეცნიერის, პროფესორ ტიციანო კამპორეზის საჯარო ლექცია სტუ-ში
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გლობალური CMS-ექსპერიმენტის ერთ-ერთმა ლიდერმა, პროფესორმა ტიციანო კამპორეზიმ საჯარო...
სტუ-ში დანტეს საერთაშორისო დღე და დანტე ალიგიერის საზოგადოების თბილისის კომიტეტის 20 წლის იუბილე აღინიშნა
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ საერთაშორისო კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივებს, რომლებიც ცოდნის, ჰუმანისტური ღირებულებებისა და კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავებას...