სტუ-მ ყვარელში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება – „ცოდნის აბრეშუმის გზა“ , ჩაატარა
საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, სტუ-ის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით, ყვარელში, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება – „ცოდნის აბრეშუმის გზა“, ჩაატარა.
საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი- რუსუდან ქუთათელაძე; საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი მარიამ ცაცანაშვილი; ელექტრონული ბიზნესისა და საჯარო მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გენადი იაშვილი; ეკონომისტი, მეცნიერი ანზორ აბრალავა. პროფესორები: ავთანდილ ადეიშვილი, ბესიკ შერაზადიშვილი. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ბანკის ფულის მუზეუმის დირექტორი, ისტორიის დოქტორი როლანდ სპანდერაშვილი, მუზეუმის სპეციალისტი ფილოლოგიის დოქტორი დალი აბაშიძე, საჯარო მმართველობის, ქიმიური ტექნოლოგიების და კომპიუტერული ტექნოლოგიების დოქტორანტები, სტუ-ის ტრენინგ-ჯგუფის – „ხელოვნური ინტელექტი და ადამიანის უფლებები“, მსმენელები და ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის პროფესორი, საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის რეფერირების საბჭოს წევრი ვილი ჰაუზერი.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის თქმით, პროექტის – „ცოდნის აბრეშუმის გზა“ მისიაა ინტელექტუალური, კულტურული და საგანმანათლებლო შესაძლებლობათა გაძლიერება, რომელიც შთაგონებულია აბრეშუმის გზის ისტორიული მემკვიდრეობით, ხოლო ღონისძიების მიზანი აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივებსა და ტრანსსასაზღვრო ურთიერთობებში, ქართული საბანკო საქმიანობის მართვის ტრადიციების ისტორიული მნიშვნელობის შესახებ ცოდნის გაზიარება.
„ცოდნის აბრეშუმის გზა“ მეტაფორული პროექტია მეცნიერული აღმოჩენების, ტექნოლოგიური მიღწევების, ფილოსოფიური იდეების, კულტურული პრაქტიკების გაცვლის, აგრეთვე, სამეცნიერო ქსელებითა და ციფრული პლატფორმებით ინტერდისციპლინური თანამშრომლობის შესახებ. მეცნიერებს, მკვლევრებს, მეწარმეებს, პოლიტიკოსებს შორის ცოდნის გაცვლა სცილდება პოლიტიკურ ბარიერებს და რთული გამოწვევების პირობებში, ინოვაციურ გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობებს აჩენს.
პროექტი – „ცოდნის აბრეშუმის გზა“, ძვ. წ. II საუკუნეში წარმოშობილ, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ტრანსკონტინენტური მარშრუტების ქსელის სიმბოლოს წარმოადგენს. თანამედროვე ეპოქაში, ეს სიმბოლო ენების, რელიგიების, ფილოსოფიების, ხელოვნების, ტრადიციების, იდეების გაცვლის, ხალხთა შორის მშვიდობის, თანამშრომლობისა და ურთიერთპატივისცემის გამძლე მემკვიდრეობად რჩება. საქართველო, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინის კარიბჭე, ისტორიულად მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა აღმოსავლეთ-დასავლეთის ძირითადი გზები პოლიტიკური კონფლიქტების თუ ეკონომიკური არასტაბილურობის გამო, ხშირად იბლოკებოდა. ციფრულ ეპოქაში ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციის პროგრესმა დააჩქარა ცოდნის გაცვლის სიხშირე, რასაც უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია როგორც საბანკო, ასევე ტექნოლოგიების სფეროში კვლევების განვითარებასა და საჯარო მმართველობის პრაქტიკაზე. ამ პირობებში, პროექტი ხელს უწყობს საქართველოს, როგორც ცივილიზაციათა გზაჯვარედინის როლის ღრმა შეფასებას, კულტურული დიპლომატიის და კულტურათაშორისი დიალოგის პლატფორმის ფორმირებას,“ – აცხადებს რუსუდან ქუთათელაძე.
სტუ-ის საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ მარიამ ცაცანაშვილის თქმით, ღონისძიების პროგრამა მოიცავდა პანელურ დისკუსიას ქართული ფულის დაბადების ათვლის წერტილისა და კოლხური თეთრის გაცვლითი ღირებულების შესახებ და ინტერაქციულ დისკურსს – ისტორიული და დოკუმენტური მასალის გაციფრულების და მემკვიდრეობის შენარჩუნების საქმეში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ.
„ღონისძიების მონაწილეებმა დავგეგმეთ „ცოდნის აბრეშუმის გზის“ ერთწლიანი პროექტები, მათ შორის: საგანმანათლებლო აუთრიჩ კამპანიები აბრეშუმის გზის ისტორიული მნიშვნელობისა და მისი გავლენის შესახებ; ციფრული კავშირის ინიციატივები საგანმანათლებლო რესურსების, სამეცნიერო კვლევებისა და კულტურული მემკვიდრეობის მასალების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად; კულტურული დიპლომატიის ღონისძიებები, რომლებიც აღნიშნავენ აბრეშუმის გზის გაფართოებას; ხელოვნური ინტელექტით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროცესის მართვის ექსპერიმენტული კვლევები; ახალგაზრდული ფორუმები, ვორქშოფები და გაცვლითი პროგრამები, რომლებიც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს გახდნენ მშვიდობის, მრავალფეროვნებისა და ინტერკულტურული ურთიერთგაგების ელჩები აბრეშუმის გზის გასწვრივ; ცოდნის აბრეშუმის გზასთან დაკავშირებულ თემებზე ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევითი გრანტებისათვის ქსელის შექმნა”, – აცხადებს მარიამ ცაცანაშვილი.
მსგავსი
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული...
სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვის ღონისძიება სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუდენტთა 90-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის დახურვისა და გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. კონფერენცია უკვე მრავალი წელია წარმოადგენს...
„საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამის პირველმა კურსდამთავრებულებმა სადიპლომო ნაშრომები წარმატებით დაიცვეს
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ „საავიაციო ინჟინერიის“ საბაკალავრო პროგრამას პირველი კურსდამთავრებულები ჰყავს. ისინი არიან ახალი...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სტუდენტის ტრაგიკულად დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანი,...
სტუ-ში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის სასოფლო და სატყეო მეურნეობის უნივერსიტეტის (შენსი, ჩინეთი) დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა სამომავლო ურთიერთობის შესაძლებლობები...
სტუ-ის რექტორი ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს
„ქალბატონო რუსუდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს, პროფესორ-მასწავლებლების, სტუდენტებისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად და დიდი პატივისცემით გილოცავთ დაბადების დღეს!...