რეგისტრაცია

სტუ-ის სტუდენტებს (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორანტი, პროფესიული პროგრამის სტუდენტი), პროფესორ-მასწავლებლებს, დამხმარე პერსონალს და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების თანამშრომლებს.

შეავსეთ რეგისტრაციის ონლაინ ფორმა. ასევე შეგიძლიათ გაიაროთ რეგისტრაცია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ცენტრალურ ოფისში (კოსტავას ქ. 77, ადმინისტრაციული შენობა). ცენტრალურ ოფისში რეგისტრაციის შემდეგ შეგიძლიათ ფაკულტეტის ბიბლიოთეკითაც ისარგებლოთ.

სტუდენტს: პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ფაკულტეტის მიერ გაცემული ელ.ფოსტა. პროფესორ-მასწავლებელს, პერსონალს და ინსტიტუტის/ცენტრის თანამშრომელს: სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.

წიგნის გატანა

წიგნის გამოწერისა და სარგებლობისთვის პირადად მიმართეთ ბიბლიოთეკარს და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია სასურველი ლიტერატურის შესახებ, კერძოდ:

  • ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის საინტერესო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში;
  • შეგიძლიათ თუ არა წიგნის გატანა;
  • რამდენი დღით შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • სად და როდის შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • შეგიძლიათ თუ არა შეუკვეთოთ ელექტრონულად.

წიგნის ელექტრონულად შეკვეთისთვის შეავსეთ შემდეგი ფორმა.

  • სასურველია, წიგნის ელექტრონულ ფორმატში შეკვეთისას ზუსტად მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში opac.gtu.ge;
  • შეკვეთიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ. ფოსტით მიიღებთ ინფორმაციას წიგნის ხელმისაწვდომობის შესახებ;
  • დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში.

თითოეული საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.

ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:

  • წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში
  • პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები)
  • რარიტეტები (იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები)
  • ლექსიკონები
  • ენციკლოპედიები
  • რუკები
  • დისერტაციები

წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე:

  • მხატვრული ლიტერატურა – ადგილზე სარგებლობისათვის
  • სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიოთეკაში გვაქვს საკმარისი რაოდენობა) – ერთი სემესტრი
  • სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიოთეკაში არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა) – შესაძლებელია დარბაზში სარგებლობა.

საბიბლიოთეკო ერთეულის გაცემის და დაბრუნების თარიღის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას. მკითხველი ვალდებულია, მითითებულ დროში დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალა.

მკითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა.

ბიბლიოთეკის დარბაზებიდან მკითხველს შეუძლია ერთდროულად გაიტანოს, მაქსიმუმ, 12 წიგნი.

წიგნის დაჯავშნა

შეავსეთ წიგნის დაჯავშნის ფორმა. ავტორი და დასახელება ზუსტად მიუთითეთ. ადგილზე წასაკითხი ლიტერატურისთვის შეგიძლიათ პირადად მიმართოთ ბიბლიოთეკარს.

მოძებნეთ წიგნი ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში: opac.gtu.ge

ინფორმაციას იმის შესახებ, სად და როდის შეგიძლიათ წიგნის აღება, ელ.ფოსტით მიიღებთ ერთი სამუშაო დღის ვადაში. დაჯავშნილი წიგნი 2 დღე ინახება.

წიგნის დაბრუნება და გადავადება

შეავსეთ გადავადების ფორმა, მოგვწერეთ abonementi@gtu.ge-ზე ან მიმართეთ ბიბლიოთეკას პირადად.

არა, მხოლოდ მაშინ, თუ წიგნზე სხვა მკითხველის მოთხოვნა არ არის.

დაკარგული წიგნი იდენტური გამოცემით ან ასლით უნდა აღადგინოთ. თუ ეს შეუძლებელია, ზარალს თანხით ანაზღაურებთ: წიგნის ღირებულებას დაემატება 50 ლარი.

ელექტრონული რესურსები

ელექტრონული კატალოგით, საბიბლიოთეკო ერთეულების ელექტრონული ვერსიებით (არსებობის შემთხვევაში) და საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებით.

დიახ. შეავსეთ ელ.ვერსიის შეკვეთის ფორმა. მასალა ელ.ფოსტით გამოგეგზავნებათ, საავტორო უფლებების დაცვით.

sciencedirect.com-ზე, გვერდის ბოლოში, დააჭირეთ Remote access-ს. ჩაწერეთ უნივერსიტეტის ელ.ფოსტა ან აირჩიეთ უნივერსიტეტი. ფოსტაზე მოსულ ბმულს დააჭირეთ და დარეგისტრირდით ან შედით არსებული ანგარიშით. დაწვრილებით: ინსტრუქციები → Elsevier-ის ბაზებთან დისტანციური წვდომის მიღება.

ციტირების ინდექსი

შეავსეთ ციტირების ინდექსის დადგენის ფორმა. სერვისი ხელმისაწვდომია სტუ-ის და მასთან შემოერთებული ინსტიტუტებისა და ცენტრების მეცნიერებისთვის. ინფორმაცია მოგეწოდებათ Scopus ბაზის მიხედვით. სერვისისთვის ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია აუცილებელია.

ელექტრონული მასალის ჩაბარება (აკადემიური პერსონალისთვის)

მიმართეთ სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურის სარედაქციო-საგამომცემლო საბჭოს სწავლულ მდივანს, ლიკა გიორგობიანს (ადმინისტრაციული კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი 350).

PDF ფაილი ჩააბარეთ CD დისკზე, ან გამოგზავნეთ library1@gtu.ge-ზე.

მოგვწერეთ library1@gtu.ge-ზე.

შეავსეთ ჩაბარების ფორმა, მიუთითეთ წყარო და ჩააბარეთ CD დისკთან ერთად, ან გამოგზავნეთ library1@gtu.ge-ზე. იგივე ეხება დისერტაციას, რომელიც სტუ-ში არ არის დაცული.

ზოგადი

ორშაბათი–პარასკევი 09:00–20:00, შაბათი 10:00–15:00.

პერიოდულ გამოცემათა, ელექტრონული წიგნების, ტექნიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარბაზები. Wi-Fi ბიბლიოთეკის მთელ ტერიტორიაზეა.

დიახ. პროგრამის დასრულების, სტუდენტის სტატუსის შეჩერების ან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლისას ბიბლიოთეკა საბოლოო ანგარიშსწორებისთვის ცნობას გასცემს.

ტელეფონი გადაიყვანეთ უხმო რეჟიმზე, დაიცავით სიჩუმე და ჯგუფური მუშაობისას სხვებს ხელი არ შეუშალოთ. გასართობი საიტებით სარგებლობა აკრძალულია. წიგნი თაროზე თავად არ დააბრუნოთ: ჩააბარეთ ბიბლიოთეკარს ან დატოვეთ მაგიდაზე. წიგნის მიღებისას შეამოწმეთ და დაზიანება ბიბლიოთეკარს შეატყობინეთ.

მოგვწერეთ: library1@gtu.ge, abonementi@gtu.ge, ebiblioteka@gtu.ge. პასუხს 1–3 სამუშაო დღეში მიიღებთ.

მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?