რეგისტრაცია

შეავსეთ რეგისტრაციის ონლაინფორმა. ასევე შეგიძლიათ, გაიაროთ რეგისტრაცია საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ცენტრალურ ოფისში (მერაბ კოსტავას ქ. 77, სტუ-ის ადმინისტრაციული შენობა).

შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი

სტუდენტებისთვის მხოლოდ @gtu.ge
PDF ან JPG, 5MB-მდე

წიგნის დაჯავშნა

წიგნის შეკვეთა შესაძლებელია როგორც საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ცენტრალურ ოფისში (კოსტავას ქ. 77, ადმინისტრაციული შენობა), ასევე ელექტრონულად. პასუხს მიიღებთ ერთ სამუშაო დღეში. დაჯავშნილი წიგნი 2 დღე ინახება.

წიგნი მოძებნეთ ელექტრონულ კატალოგში: opac.gtu.ge

იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ლიტერატურა არ მოიძებნა კატალოგში მოგვმართეთ abonementi@gtu.ge

შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი

სარგებლობა

წიგნის გატანა

წიგნის გატანა შესაძლებელია ბიბლიოთეკაში რეგისტრაციის შემდეგ. წიგნი წინასწარ შეგიძლიათ ელექტრონულად დაჯავშნოთ. ადგილზე წასაკითხი ლიტერატურისთვის შეგიძლიათ პირადად მიმართოთ ბიბლიოთეკარს.

ხშირად დასმული კითხვები

როგორ გამოვიწერო წიგნი?

წიგნის გამოწერისა და სარგებლობისთვის პირადად მიმართეთ ბიბლიოთეკარს და მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია სასურველი ლიტერატურის შესახებ, კერძოდ:

  • ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის საინტერესო წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში;
  • შეგიძლიათ თუ არა წიგნის გატანა;
  • რამდენი დღით შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • სად და როდის შეგიძლიათ წიგნის გატანა;
  • შეგიძლიათ თუ არა შეუკვეთოთ ელექტრონულად.

წიგნის ელექტრონულად შეკვეთისთვის შეავსეთ შემდეგი ფორმა.

  • სასურველია, წიგნის ელექტრონულ ფორმატში შეკვეთისას ზუსტად მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება;
  • იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში opac.gtu.ge;
  • შეკვეთიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ. ფოსტით მიიღებთ ინფორმაციას წიგნის ხელმისაწვდომობის შესახებ;
  • დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში.

რომელი წიგნის გატანა შემიძლია?

თითოეული საბიბლიოთეკო ერთეულის გატანა/არგატანა დამოკიდებულია წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე.

ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:

  • წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარია ბიბლიოთეკაში
  • პერიოდული გამოცემები (ჟურნალები, გაზეთები)
  • რარიტეტები (იშვიათი გამოცემები, ძველი წიგნები)
  • ლექსიკონები
  • ენციკლოპედიები
  • რუკები
  • დისერტაციები

რა ვადით შემიძლია წიგნის სახლში გატანა?

წიგნის გატანის ვადა დამოკიდებულია ბიბლიოთეკაში წიგნის კატეგორიაზე, რაოდენობასა და მისი მოთხოვნის სიხშირეზე:

  • მხატვრული ლიტერატურა – ადგილზე სარგებლობისათვის
  • სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიოთეკაში გვაქვს საკმარისი რაოდენობა) – ერთი სემესტრი
  • სახელმძღვანელო (იმ შემთხვევაში, თუ ბიბლიოთეკაში არ გვაქვს საკმარისი რაოდენობა) – შესაძლებელია დარბაზში სარგებლობა.

საბიბლიოთეკო ერთეულის გაცემის და დაბრუნების თარიღის შესახებ ინფორმაცია წარმოადგენს ოფიციალურ შეტყობინებას. მკითხველი ვალდებულია, მითითებულ დროში დააბრუნოს ბიბლიოთეკიდან გატანილი მასალა.

მკითხველს შეუძლია გადადოს გატანილი წიგნის დაბრუნების ვადა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ წიგნზე არ არის მოთხოვნა.

რამდენი წიგნის გატანა შემიძლია ერთდროულად?

ბიბლიოთეკის დარბაზებიდან მკითხველს შეუძლია ერთდროულად გაიტანოს, მაქსიმუმ, 12 წიგნი.

წიგნის დაბრუნება/გადავადება

წიგნის დაბრუნების თარიღის გადავადება შესაძლებელია ონლაინ ფორმით.

ვადის გადავადება შესაძლებელია, თუ წიგნზე სხვა მკითხველის მოთხოვნა არ არის.

შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი

წიგნის ელ.ვერსიის შეკვეთა

ფორმის შევსებამდე გთხოვთ მოიძიოთ წიგნი ბიბლიოთეკის კატალოგში: opac.gtu.ge

იმ შემთხვევაში, თუ სასურველი ელექტრონული ვერსია ვერ მოიძებნა კატალოგში, გთხოვთ მოგვმართოთ მეილზე ebiblioteka@gtu.ge

ასევე შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ მეილზე, თუ დაგჭირდებათ სხვა საბიბლიოთეკო ერთეულების ელ.ვერსიები.

შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი

ციტირების ინდექსის დადგენა

ბიბლიოთეკა გაგაგებინებთ თქვენი ნაშრომების ციტირებისა და h-ინდექსის შესახებ Scopus ბაზის მიხედვით.

სერვისი ხელმისაწვდომია სტუ-ის და მასთან შემოერთებული ინსტიტუტებისა და ცენტრების მეცნიერებისთვის. სერვისისთვის ბიბლიოთეკაში რეგისტრაცია აუცილებელია.

შეავსეთ ყველა სავალდებულო ველი

რეგისტრირებული ვარ ბიბლიოთეკაში
მხარდაჭერა

რატომ გვწერთ?