Polpred.com მნიშვნელოვანი პუბლიკაციების არქივი ხელით იკრიბება. რუბრიკატორში: 53 დარგი / 600 წყარო/ რუსეთის 8 ფედერალური ოლქი / 235 ქვეყანა და ტერიტორია/მთავარი მასალები / 17000 პირველი პირების სტატიები და ინტერვიუები. ყოველდღიურად ათასობით სიახლე, სრული ! ტექსტი – რუსულ ენაზე. საინფორმაციო სააგენტოების და საქმიანი პრესის მილიონი სიუჟეტი 15 წლის მანძილზე. Polpred.com გახსნილია ბიბლიოთეკის და შიდა ქსელის ყველა კომპიუტერიდან, ღილაკი „წვდომა სახლიდან“ „თავში“polpred.
მონაცემთა ბაზები
Science Direct
წარმოადგენს ინგლისურ-ჰოლანდიური გამომცემლობის Elsevier-ის პლატფორმას თითქმის 2 200 აკადემიური ჟურნალის და 25 000 ელ. წიგნის online წვდომის უზრუნველსაყოფად. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ მთავარ სექციად: ფიზიკა და ინჟინერია, ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. უფასოდაა ხელმისაწვდომი აბსტრაქტების უმრავლესობა. ხოლო სრულტექსტოვანი წვდომა (PDF და HTML ფორმატებში) საჭიროებს გამოწერას.
Scopus
არის რეფერირებადი ლიტერატურის აბსტრაქტებისა და ციტირებების უმსხვილესი ბაზა, რომელიც აღჭურვილია სამეცნიერო კვლევების ძიების/კონტროლის, ანალიზის და ვიზუალიზაციის ჩაშენებული ბიბლიომეტრიული მექანიზმებით. ბაზა მოიცავს 22800-ზე მეტ რეცენზირებად პერიოდულ ჟურნალს 5000 საერთაშორისო გამომცემლისგან ფუნდამენტურ, ზოგადსაგანმანათლებლო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, ტექნიკურ, სამედიცინო და ხელოვნების სფეროდან. Scopus შეიცავს 69 მლნ ჩანაწერს 1788 წლიდან და 1.4 მილიარდ ციტირებულ რეფერენს 1970 წლიდან.
Web of Science (WoS)
არის Clarivate Analytics-ის საკუთრებაში არსებული, გამოწერაზე დაფუძნებული სამეცნიერო ციტირების ინდექსირების პლატფორმა. ის უზრუნველყოფს წვდომას მრავალ მონაცემთა ბაზაზე, რომლებიც მოიცავს მაღალი ხარისხის, რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებს, წიგნებსა და კონფერენციების მასალებს სხვადასხვა დისციპლინაში, რაც მკვლევარებს ეხმარება პუბლიკაციების ძიებასა და ციტირების ანალიზში. Web of Science ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სამეცნიერო ბაზად, რომელსაც აკადემიური პერსონალი და სტუდენტები იყენებენ ლიტერატურის მიმოხილვისა და კვლევითი ტენდენციების დასადგენად.
Royal Society of CHemistry
სამეცნიერეო მონაცემთა ბაზა ქიმიის დარგში უფასო წვდომის ჟურნალები: www.rsc.org/journals-books-databases/about-journals/opena/
ქიმიური ნაერთების ბაზა:www.chemspider.com
FAO AGRIS
AGRIS-ი სოფლის მეურნეობის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საერთაშორისო სისტემაა. AGRIS-ი უზრუნველყოფს უფასო წვდომას 12 მილიონზე მეტ ბიბლიოგრაფიულ ჩანაწერზე, მათ შორის 1 500-ზე მეტ მონაცემთა ნაკრებზე. AGRIS-ის ჩანაწერები ხელმისაწვდომია 90-ზე მეტ ენაზე. AGRIS-ის ჩანაწერები ძირითადად ემყარება მრავალენოვან თეზაურუსს AGROVOC, რომელიც მოიცავს FAO-ს საქმიანობის ყველა სფეროს. მონაცემთა ბაზის გამოყენების ინსტრუქცია.
AGORA
ადმინისტრირებას უზრუნველყოფს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). ამჟამად სთავაზობს წვდომას ასი ქვეყნის 28000 ონლაინ რესურსზე 15000 ახალ ელექტრონულ წიგნზე
ECONBIZ
გერმანიის ეკონომიკის ეროვნული ბიბლიოთეკა – ლეიბნიცის ეკონომიკის საინფორმაციო ცენტრი (გერმანია)
DOAJ OPEN GLOBAL TRUSTED
ღია წვდომის ჟურნალების დირექტორია არის მაღალხარისხოვანი რეცენზირებადი ღია წვდომის ჟურნალების ონლაინ-კატალოგი.
Directory of Open Access Books
ღია წვდომის ელექტრონული წიგნების ბაზა. რეცენზირებადი წიგნების კატალოგი ბმულით პირველწყაროსთან, რომელიც უზრუნველყოფს ინდექსირებას.