წარმოადგენს ინგლისურ-ჰოლანდიური გამომცემლობის Elsevier-ის პლატფორმას თითქმის 2 200 აკადემიური ჟურნალის და 25 000 ელ. წიგნის online წვდომის უზრუნველსაყოფად. ჟურნალები დაჯგუფებულია ოთხ მთავარ სექციად: ფიზიკა და ინჟინერია, ჯანდაცვა, საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. უფასოდაა ხელმისაწვდომი აბსტრაქტების უმრავლესობა. ხოლო სრულტექსტოვანი წვდომა (PDF და HTML ფორმატებში) საჭიროებს გამოწერას.
საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზები
IMF eLIBRARY
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ელექტრონული ბიბლიოთეკა. 11000-ზე მეტი პუბლიკაცია და 1 მილიონზე მეტი ჩანაწერი მონაცემთა ბაზიდან. მონაცემთა ბაზები სტატისტიკური მონაცემებით, ბიულეტენებით და ყველა ხელმისაწვდომი ანგარიშებით.
European Respiratory Journal
European Respiratory Journal კლინიკური და ექსპერიმენტული მედიცინის მიმართულება – წარმოდგებილია სტატიები ბიოლოგიური, ეპიდემიოლოგიური, იმუნოლოგიური, ონკოლოგიური და სხვ. მიმართულებებით. ამ ეტაპზე ჟურნალის იმპაქტ-ფაქტორი 12.339 შეადგენს.
The Company of Biologists
The Company of Biologists არაკომერციული ჟურნალების გამომცემელია. მისის მისიაა წინ წაწიოს გამოცდილება ბიოლოგიის და ბიოსამედიცინო მეცნიერების დარგში.The Company of Biologists თანამშრომლობს ბიბლიოთეკებთან და საბიბლიოთეკო კონსორციუმებთან მთელ მსოფლიოში მაღალ ხარისხიანი კვლევების მაქსიმალურად გავრცელებისათვის.
Mathematical Sciences Publishers
Mathematical Sciences Publishers – კოლექცია მოიცავს 17 რეფერირებად ჟურნალს მათემატიკისა და მისი მომიჯნავე დისციპლინების მიმართულებით. ძირითადი სფეროებია : მათემატიკა, მექანიკა, ინჟინერია.
Openedition Journals
Openedition Journals – წარმოდგენილია ფრანგულენოვანი ჟურნალები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების მიმართულებით. აქვს ინგლისურენოვანი ინტერფეისიც. სტატიების მცირე რაოდენობა პარალელურად გამოქვეყნებულია ინგლისურ, ესპანურ, იტალიურ და პორტუგალიურ ენებზე.
ACM DIGITAL LIBRARY
ACM ციფრული ბიბლიოთეკა არის ერთ-ერთი ძირითადი მონაცემთა ბაზა კომპიუტერულ მეცნიერებაში ჟურნალებზე, კონფერენციების შრომებზე, ტექნიკურ ჟურნალებსა და სხვა მასალებზე წვდომისათვის. ბიბლიოთეკა მოიცავს როგორც რეცენზირებად სამეცნიერო ჟურნალებს, ასევე პროფესიულ გამოცემებს.
Duke Journals Scholarly Collection
Duke Journals Scholarly Collection – მოიცავს მიმართულებებს: ხელოვნების ისტორია, კულტუროლოგია, პედაგოგიკა, ფილოსოფია, გენდერი, საერთაშორისო, რეგიონალური და რელიგიური კვლევები, სოციოლოგიის თეორია.
EE – EDWARD ELGAR
წარმოდგენილია ჟურნალები ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულების შესახებ. წიგნები საჯარო და სოციალური მმართველობის, კორპორაციული მართვის, მიგრაციის, ინფრასტრუქტურის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების კვლევათა შესახებ.
INSTITUTION OF MECHANICAL ENGINEERS
წარმოდგენილია გამომცემლობა SAGE-ის პლატფორმაზე. ჟურნალების ძირითადი მიმართულებაა მექანიკური ინჟინერია. საიმჟინრო მიმართულების ჟურნალები სხვადასხვა სფეროში.