გერმანელი და ქართველი სტუდენტები კომპანია „ბარამბოს“ ესტუმრნენ
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ინიციატივით და სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, უნივერიტეტში სტუმრად მყოფი გერმანიის ქალაქ ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის „ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის“ სტუდენტები მენტორ პროფესორთან და ადგილობრივ სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის პარტნიორ კომპანია „ბარამბოს“ ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანი იყო სტუმრებს ადგილზე ენახათ თუ როგორ მზადდება ქართული პროდუქცია და როგორ მიმდინარეობს წარმოების პროცესი, რათა წარმოდგენა შექმნოდათ ჩვენი ქვეყნის ბიზნესორგანიზაციების შესახებ.
„16 გერმანელი სტუდენტი და მათი მენტორი პროფესორი, ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებოდენენ სამეცნიერო კომფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“-ის მე-19 საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. მსგავსი სამეცნიერო კომფერენციების დროს ჩვენი მიზანია კომფერენციები იყოს ინტერდისციპლინური, რითაც ხელს შეუწყობს ჩვენი სტუდენტების და პროფესორ მასწავლებელების დაახლოებას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ – აცხადებს ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნატო ქათამაძემ გერმანელი სტუდენტების კომპანიაში სტუმრობა შეაფასა.
„ჩვენი მთავარი ამოცანაა სტუდენტების ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მიზნად ისახავს მათ დასაქმებას და კარიერულ ზრდა/განვითარებას, მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ შრომის ბაზარზე წარმატებულ ჩვენს პარტნიორ ბიზნესორგანიზაციებთან. გერმანელი სტუმრებისთვის გადავწყვიტეთ გვეჩვენებინა საქართველოში ერთერთი წარმატებული კომპანია „ბარამბო“, რომელიც უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს. მისი პროდუქციის ბაზარი უკვე კარგა ხანია გასცდა ჩვენი ქვეყნის საზღვრებს. ვიზიტის ფარგლებში მოხდა პროდუქციის წარმოების სრული პროცესის ნახვა ნედლეულიდან დაწყებული მზა შეფუთულ მდგომარეობამდე. შეხვედრა საინტერესო კითხვა/პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა და სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენ მასპინძლებს შპს „ბარამბო“-ს გენერალურ დირექტორს ბატონ იაგო ჩოჩელს, კომპანიის ბიზნესგანვითარების ხელმძღვანელს ლუკა ჩოჩელს, მარკეტინგის სამსახურის დირექტორს ანი კუპრეიშვილს და მომხამარებლებთან კომუნიკაციის სპეციალისტს თამარ ნოზაძეს მხარდაჭერისათვის, დახმარებისა, საუკეთესო მასპინძლობისთვის და იმ საჩუქრებისთვის რომელიც ჩვენი გერმანელი სტუდენტებისთვის სასიამოვნო მოულოდნელობას წარმოადგენდა“ – აღნიშნა ნატო ქათამაძემ.
ვიზიტის ბოლოს სტუმრებმა მცხეთის ღირშესანიშნაობები დავათვალიერეს და დიდი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ დედაქალაქში.
შეხვედრას უნივერსიტეტის მხრიდან ესწრებოდნენ სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე, „ბიზნესტექნოლოგიების“ ფაკულტეტის დეკანის მოადგილე პროფესორი გუგული ყურაშვილი, „საჯარო მმართველობისა და ელქტრონული ბიზნესის“ დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი გენადი იაშვილი და ასოცირებული პროფესორი ბესიკ შერაზადიშვილი.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...