სტუ-ის წარმომადგენლებმა ტაშკენტში გამართულ GreenEngine Erasmus+ CBHE პროექტის საწყის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციამ Erasmus+ CBHE პროექტის – „კრეატიული საინჟინრო განათლების ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ (GreenEngine) – საწყის (Kick-off) შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.
GreenEngine-ის საწყის შეხვედრაზე, რომელიც ტაშკენტში, INNO ტექნოპარკში გაიმართა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელმა გიორგი მიქიაშვილმა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორმა ედუარდ დემეტრაშვილმა წარადგინეს.
პროექტი GreenEngine საინჟინრო განათლების მოდერნიზებას ითვალისწინებს, რაც გულისხმობს უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამებში მწვანე ინჟინერიის, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და კრეატიული მიდგომების ინტეგრირებას.
ღონისძიებამ ერთ სივრცეში შეკრიბა უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, უზბეკეთიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან. შეხვედრის ფარგლებში პარტნიორებმა განიხილეს პროექტის სამუშაო გეგმები, სამოქმედო სტრატეგიები და თანამშრომლობის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ინოვაციური და გარემოსდაცვით პრინციპებზე დაფუძნებული საინჟინრო განათლების განვითარებას.

როგორც სტუ-ის ტექნოლოგიებისა და გრანტების პროექტების ოფისის ხელმძღვანელი გიორგი მიქიაშვილი აცხადებს, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, როგორც სამუშაო პაკეტი 2-ის – „არსებული სასწავლო პროგრამების ანალიზის განახლება და ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკები“ – ლიდერმა, შეხვედრაზე წარადგინა დეტალური სამუშაო გეგმის პროექტი და გამოკითხვის ანკეტების კონცეფცია, რომლის გამოყენებაც მოხდება პარტნიორ უნივერსიტეტებში მოქმედი საინჟინრო სასწავლო პროგრამების სრულყოფილი ანალიზისთვის – იმ მიზნით, რომ გამოავლინოს მათი სტრუქტურული თავისებურებები, მწვანე და მდგრადი ინჟინერიის მიმართულებით არსებული შესაძლებლობები, ასევე, აღმოაჩინოს ხარვეზები.
„წარდგენილი სამუშაო გეგმა ითვალისწინებს მონაცემთა შეგროვების, შეფასებისა და შედეგების შედარებითი ანალიზის მკაფიო ეტაპებს, რათა პროექტმა უზრუნველყოს ევროკავშირის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკების ეფექტიანი ინტეგრაცია. რაც შეეხება გამოკითხვის ანკეტების კონცეფციას, ის მიზნად ისახავს პარტნიორი ინსტიტუციების აკადემიური პერსონალის, სტუდენტებისა და ადმინისტრაციის მოსაზრებების სისტემატიზაციას, რაც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების მოდერნიზების პროცესის მიზანმიმართულად დაგეგმვას. საწყისი შეხვედრის პროგრამა ასევე მოიცავდა INNO ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის დათვალიერებას, ფინანსური მართვის, ხარისხის უზრუნველყოფის, დისემინაციისა და მდგრადობის თემატურ სესიებს, აგრეთვე ქსელურ აქტივობებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობა პროექტში – GreenEngine ხელს უწყობს უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და საინჟინრო განათლების მაქსიმალირად მიახლოებას ევროკავშირის თანამედროვე სტანდარტებთან“, – ამბობს გიორგი მიქიაშვილი.
სესიის განმავლობაში Erasmus+ CBHE პროექტის – „კრეატიული საინჟინრო განათლების ხელშეწყობა მდგრადი მწვანე სამყაროსთვის“ – მონაწილეებმა სამომავლოდ განსახორციელებელი სამუშაოები და მათი შესრულების ვადები განსაზღვრეს.
Related
Mock National Mathematics Exam at GTU
A mock national mathematics exam was held at the Examination Center of Georgian Technical University, organized by the Faculty of...
“Energy Open Space” Final public lecture of the educational project at GTU
The Faculty of Power Engineering at the Georgian Technical University has successfully concluded its educational project “Energy Open Space,” which...
GTU Security and Fire Safety Personnel Awarded Professional Training Certificates
Eight employees of the Fire Safety Department of the Georgian Technical University’s Security and Safety Service were awarded certificates after...
CERN Scientist Professor Tiziano Camporesi Delivers Public Lecture at GTU
One of the leading scientists of the CMS experiment at the European Organization for Nuclear Research (CERN), Professor Tiziano Camporesi,...
GTU Celebrated Dante International Day and the 20th Anniversary of the Tbilisi Committee of the Dante Alighieri Society
“At Georgian Technical University, we place great importance on international cultural and educational initiatives that promote knowledge, humanistic values, and...
Final exams are starting!
The final exams in GTU will start on June 29th and will continue until July 11th. The table of final...