„უნარები,ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ – კიბერუსაფრთხოების მასტერკლასი სტუ-ში
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის კიბერუსაფრთხოების 3-დღიანი ინტენსიური მასტერკლასი – „უნარები, ინსტრუმენტები და სწავლების საუკეთესო პრაქტიკები“ (Skills, Tools, and Teaching Excellence) გაიმართა.
კიბერუსაფრთხოების მასტერკლასს, რომელიც CIF საგრანტო პროექტის „CyberShield: ინოვაციური ICT განათლება უსაფრთხო მომავლისთვის” ფარგლებში ჩატარდა, სფეროს აღიარებული პროფესიონალი, სტამბოლის იშიქის უნივერსიტეტის (Işık University, თურქეთი) პროფესორი – ბარიშ ჩელიქთაში უძღვებოდა.
მასტერკლასის თემატიკა სრულად იყო მორგებული კიბერუსაფრთხოების სფეროში განათლებისა და კვლევების თანამედროვე მოთხოვნებთან და მიზნად ისახავდა როგორც პედაგოგიური, ისე ტექნიკური კომპონენტების გაძლიერებას.
სამდღიან მასტერკლასში მონაწილეობდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამული და კომპიუტერული ინჟინერიის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და სისტემების, ხელოვნური ინტელექტის, მათემატიკისა და გამოთვლითი მათემატიკის, მართვის სისტემებისა და ავტომატიზაციის, ინტერდისციპლინური ინფორმატიკის, საინჟინრო ფიზიკის, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების, მიკროპროცესორული და საზომი სისტემების ააკადემიური დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლები.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თალიკო ჟვანიას განცხადებით, კიბერუსაფრთხოების სწავლება-სწავლის პროცესი დღეს უკვე განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოთხოვს, ამდენად, ინტენსიური მასტერკლასი, რომელიც კიბერუსაფრთხოების სფეროს აღიარებულმა პროფესიონალმა და მკვლევარმა ჩაატარა, სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტისთვის არსებითად მნიშვნელოვანია.
„კიბერუსაფრთხოების მასტერკლასის ინტერაქციული ფორმატი, პრაქტიკული მაგალითები და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება ჩვენს აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას აძლევს კიდევ უფრო განავითაროს თავისი პედაგოგიური და ტექნიკური კომპეტენციები. საგულისხმოა, რომ მასტერკლასის სამივე დღე გამოირჩეოდა დინამიკითა და აქტიური ჩართულობით – ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის აკადემიური დეპარტამენტების პროფესორ-მასწავლებლები მონაწილეობდნენ დისკუსიებში, განიხილავდნენ რეალურ ქეისებს, აყალიბებდნენ საერთო ხედვებსა და მიდგომებს საგანმანათლებლო პროცესზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თურქ კოლეგას ჩვენი უახლესი გამოცდილებაც გავუზიარეთ, რაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით სამომავლო აკადემიური თანამშრომლობის მყარი საფუძველი გახდება. დარწმუნებული ვარ, ახალი ცოდნა და უნარები დადებით ასახვას ჰპოვებს სასწავლო პროცესზე და სტუდენტებისთვის პრაქტიკაზე ორიენტირებული გარემოს გაუმჯობესებაზე“, – აღნიშნა თალიკო ჟვანიამ.
Related
GTU Rector Congratulates Professor Henry Kuprashvili on His 80th Birthday
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, congratulates Professor Henry Kuprashvili...
GTU Students Pay Tribute to the Memory of Ilia Chavchavadze
“Ilia’s path is defined by education, national self-awareness, the rule of law, responsibility, and service to one’s country. For this...
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...