„სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ – ვორქშოფი სტუ-ში
18-19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის ეგიდით, ვორქშოფი – „სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების პრაქტიკაში გამოყენება“ ჩატარდება.
ღონისძიება “პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის” დეპარტამენტის დაარსების 45 წლისთავს ეძღვნება.
ღონისძიების მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ბმულზე.
მსურველებმა რეგისტრაციის ფორმა უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: ecologist404@gtu.ge.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 დეკემბრის 18:00.
ვორქშოფის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია 18 დეკემბერს გასვლითი ტური კომპანია RMG -ში. მსურველები უზრუნველყოფილი იქნებიან ტრანსპორტით. შეკრების ადგილი სტუ-ის II კორპუსი, 10:00 საათი.
ვორქშოფი გაგრძელდება 19 დეკემბერს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის XI კორპუსის საკონფერენციო დარბაზში (სართული V).
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დავით გურამიშვილის გამზ. N17;
საკონტაქტო პირები:
- პროფესორი – დიმიტრი ერისთავი, ტელ.: 599 11 56 70;
- ასოცირებული პროფესორი – მაია ქავთარაძე, ტელ.: 599 36 01 10.
Related
The GTU Rector expresses condolences to the family and colleagues of Professor Irina Badagadze
On behalf of the university community, the Rector of the Georgian Technical University, Academician David Gurgenidze, expresses his deep sorrow...
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management Announces an Open Competition
The Scientific Council of the Tsotne Mirtskhulava Institute of Water Management of the Georgian Technical University announces an open competition...
Visit of the President of the Asian Academy of Sciences to GTU
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Lominadze met with the President of the Asian Academy of Sciences (AASc,...
Free Italian language courses for GTU students
"Dante's Cabinet" located on the grounds of the Georgian Technical University offers you a unique opportunity to take free Italian...
Memorandum of Cooperation between GTU and the Land Transport Agency has been renewed
Vice-Rector of the Georgian Technical University, Professor Tamar Tsereteli and Director of the LEPL Land Transport Agency Bakur Mikadze signed...
Vocational courses for students
The Georgian Association of Scientific and Educational Computer Networks (GRENA) is launching training courses for first-year students of various universities....